კითხვა: – სიყვარულის სალამი ყველას გიორგი, პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველაფრიასთვის და განსაკუთრებით თქვენი მეორე წიგნის საშუალებით “შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა” “ქრისტეს ჩვენს სახლებსა და გულებში შემოყვანისთვის”, მისი ასე მოახლოებისთვის.
სიზმრის სიზმრის სიზმარში ვარ. მესმის ვიღაცის ხმა, ვინც ყვება ქრისტეს მოსვლაზე. ჯერ საუბრობს წინასწარ გასაკეთებელ მოვლენებზე, რაც უნდა გაკეთდეს (ეს ნაწილი არ მახსოვს) და მერე ამბობს “და მერე მოვა ძმაი ჩვენი”. ამ დროს გამომეღვიძა უკვე სიზმრის სიზმარში. ქრისტეზე სიზმრის ხილვით უბედნიერესმა სოფლის სახლის აივანზე გასვლა და მიდამოზე თვალის მოვლება გადავწყვიტე. სახლში უკან შემოსვლისას მცენარეზე თითქოს რაღაც ტექსტს მოვკარი თვალი. კაეგად დაკვირვება ვცადე და სიუჟეტი შეიცვალა. ვზივარ საძინებელში, სადაც ჩემს წინ სკამზე ზის ქრისტე ტუნიკში, გრძელი თმით. ის მიხსნის ამ წინადადების მნიშვნელობას, შწმდეგ კი თვალებში მუყურებს და მელოდება გავიგე თუ არა მისი ახსნილი. ეს დაახლოებით ისეთი წინადადება იყო, თქვენ რომ წერთ ხოლმე მაგალითად “ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს და არც სხვანაირად”, ოღონდ იყო მცდელობაზე. მე რაღაც მოქმედება ვაჩვენე და ვკითხე ანუ ესთქოო. ის ისეთი შეწუხებული თვალებით მიყურებდა, როგორც მოსიყვარულე მშობელი შვილს, რომელსაც გზაზე დაყენება სჭირდება. მისი თვალების შემხედვარე მეც შევწუხდი, იმედგაცრუებულ-განაწყენებული ჩანდა (ვფიქრობ იმიტომ რომ ისევ გავაჩერე სიყვარულის პრაქტიკა). მიხვდა რომ ვერაფერი გავიგე, რამდენჯერმა გამიმარტივა ფრაზა, საბოლოოდ კი თავადვე მითხრა პასუხი: “უნდა სცადოს ნიშნავსთქო ასეც ვერ ვიტყვიო, მაგრამ უნდა სცადოო”. შემდეგ ოთახიდან გავიდა, ჩემი ყურადღებაც მას გაყვა. მეზობლის ღობესთან მივიდა და ზედ ჩამოეკიდა, ამაზე ის მეზობლები გამახსენდნენ, შემდეგ ზალაში დივანზე მწოლიარე მამასთან მოვიდა და ამ დროს გამეღვიძა, ახლა უკვე სიზმარში. ავდექი, გამოვედი გაბადრული და უბედნიერესი ერთ ღამეში ქრისტეზე სიზმრის ორჯერ ნახვით, დედამ მკითხა რა მოხდაო, მაგრამ ბედნიერებისგან პირის გაღებაც კი ვერ შევძელი. დედა თითქოს ჩემოდანს ალაგებდა თბილისში წასასვლელად, არადა თბილისში მე დავდივარ ხოლმე შაბათ-კვირას სამაახურში. მეზობელი, რომელზეც ქრიატემ მიმანიშნა და მამაჩემი ერთმანეთთან გარკვეულ კონფლიქტში მოხვდნენ, სადაც მამას მიადგა ზიანი, ამიტომ ამ მეზობელზე შინაგანად გაღიზიანება მქონდა. მივხვდი რომ მთელი ეს სიზმარი სიყვარულის პრაქტიკის განახლებისკენ მოწოდება იყო…
წინა დღეებში უცნაური რამ ხდებოდა. წესით სიბნელე მექაჩება ხოლმე რომ არ ნეგატიურად ვიყო და გავაჩერო სიყვარული, თუმცა პირიქით ხდებოდა, რაღაც შინაგანად სინათლისკენ მექაჩებოდა. ამ სიზმრის ნახვამდე საღამოს, ჩემმა ძმამ პოსტი ჩამიგდო, სადაც გიწერიათ რომ იესოს მოსვლისთვის სიყვარულის საერთო ფონის აწევაა საჭირო. ასევე ისიც რომ იესო ყოველ დილით სამყაროს ლოცავს და ეხმარება მას, განსაკუთრებით კი ეხმარება მაძიებლებს, ვინც ამ გზაზე დადგა, რომ გააძლიეროს. არ ვიცი, რამდენად სწორად ვფიქრობ, მაგრამ მგონია, რომ ის რაც სინათლისკენ მექაჩებოდა ეს დღეები იესო იყო…
ამ სიზმრის მერე უფრო სერიოზულად მოვეკიდე სიყვარულის პრაქტიკას, ნელ-ნელა პრიორიტეტად დავსახე, სხვა ყველაფერთან შედარებით და შედეგებიც ნელ-ნელა თავს იჩენს…
ეს უკვე მეორე სიზმარია, სადაც იესო მეხმარება. პირველი ის იყო რთულ პერიოდში, როცა მიჭირდა შინაგანად “რატომ არ მოდიხარო” რომ მითხრა. მანამდე კი, ჩემი სულიერი მისია მაჩვენა (როგორც თქვენ ამიხსენით) სიზმარში სადაც იესოსა და ადამიანებს შორის შუამავლის როლი მქონდა, მისგან ვიღებდი რჩევებს და ადამიანებამდე მიმქონდა, რომ მატერიიდან სულიერებაზე გადამეტანა მათი ყურადღება…
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ყველაფერზე
აქვე გკითხავთ, როცა ადამიანი ზიარების წინ შეუძლოდ ხდება ეს ენერგეტიკული შემოტევაა მისი სიბნელის? ორშაბათს ძალიან უცნაური დღე მქონდა, ყველაფერი (აზრები, სიტუაციები…) მიბიძგებდა რომ არ ვზიარებულიყავი. ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი ბოლომდე მზად, ვერც ლოცვა დავასრულე, წირვაზეც ვაგვიანებდი და ა.შ. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად რაღაც არ მაჩერებდა. გზაში ფიქრი მოვიდა, რომ ვიდეო რომლითაც ზიარების წინა ლოცვას ვუსმენდი ამეჩქარებინა და ლოცვის დასრულება მოვასწარი. მთელ ამ პროცესში თავს სუსტად ვგრძნობდი და თან იმავდროულად შეგრძნებები და ინტუიციაც გაძლიერებული მქონდა. ზუსტად ზიარების წინ “მამაო ჩვენოს” იკითხებოდა, ცუდად გავხდი, ლოცვის ბოლომდე გავჩერდი და მერე გამოვედი გარეთ. ვიცოდი ზიარებას ვეღარ მოვასწრებდი, მაგრამ არ დავნებდი და დახმარება ვითხოვე, მაზიარეს და შემდეგ სეფისკვერმაც ცოტა მომახედა. ცუდად აქამდეც გავმხდარვარ, თუმცა ეს ძალიან უცნაური იყო. ზიარების მერე საკვერცხეები ამტკივდა (მენსტრუალური ტკივილივით) და თავი კინრიხოს (თხემი) ადგილი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გამოცდა იყო, არა მარტო ეს, მთელი დღე. აბა სიყვარულის მდგომარეობიდან თუ გამოვიდოდი… ყველაფერი გავაკეთე რომ ასე არ მომხდარიყო და მაინც აიყვარულში დავრჩი. სასწაულები მოხდა. ჯერ აქციების გამო დასავლეთისკენ მიმავალი ჩემი ტრანსპორტი არ იყო, მერე რითაც წამოვედი გაფუჭდა, მერე ძალიან გვიან ვამოვედი და სოფლამდე მისასვლელი ტრანსპორტიც სირთულე იყო, თან მინდოდა 9-მდე სახლში მივსულიყავი რომ დრპულად დამეძინა და ძილის წყვეტები გამეკეთებინა. მერე ძაღლებიც ამეკიდნენ… არ ვიცი 1-დღიან შემოტევას გავდა. მაგრამ თან ყველაფერი გვარდებოდა, ვფიქრობ სყვარულის რაოდენობა მეყო. ძაღლების აკიდებაც უცნაური იყო, ისეთი სახე ჰქონდა ძაღლს “მელაპარაკებოდა” კი არ მიყეფდა, “აუ პური მაჭამე რაო”:)) თავიდან უარი ვუთხარი და თითქოს გაიგო, მაგრამ მერე ისევ, ესეც გამოცდა იყო თითქოს რაღაც უნდა გამეცა. შევედი პური ვიყიდე და დავუყარე (რამდენიმე ნაჭერი დავიტოვე ყოველი შემთხვევისთვის). სოფლამდე რომ მივედი იქაც ერთი ძაღლი ამეკიდა მაგრამ მარტივად დამანება თავი (ის რამდეჯიმე ნაჭერი უნდა დამეყარა, მაგრამ ვერ მოვიფიქრე), სახლში კი 20:50 ზე მივედი .
სიყვარულით და პატივისცემით
პასუხი გიორგი(ოლმეკი): – პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს ნახვა უკვე მეტყველებს წინსვლაზე სულში. ას რომ კარგია. მერე უნდა ითქვას ისიც, რომ ეხლა მართლაც რთული სიტუაციაა, კაცობრიობა უახლოვდება კულმინაციურ წერტილს, გვაქვს სადაღაც ოცი წელი და ეს წლებიც დღითი დღე მოკლდება, მცირდება, რადგან ქაოსი იმატებს. გასაკეთებელი ბევრია ძალიან, ქრიტეს მოსვლა ადვილი საქმე არ არის, რადგან ამ მოსვლამ არ უნდა გამოიწვიოს ქაოსი და არეულობა არამედ პირიქით პოზიტიურად და სწორად უნდა იქნეს აღქმული. ეს რომ მოხდეს ადამიანების სიბნელე უნდა შემცირდეს, მათი ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს დემონურიდან ადამიანურისაკენ და მერე უკვე ანგელოზებრივისაკენ. შეგახსენებთ: – წესი რომლითაც ცხოვრობს საშუალო სტატისტიკური ადამიანი – დემონურია! დემონი არ და ვერ მიიღებს ქრისტეს, ადამიანი მიიღებს, ანგელოზი თავისთავად. გარკვეულ კატეგორიას საუბარი, ჩემი წიგნები და განდობილთან ასეთი ურთიერთობები დაეხმარება, მაგრამ მასას დაჭირდება სხვა ინსტრუმენტებიც, რაც აგრეთვე დასანერგია, გარკვეული სასწაულები რომელთა ხილვამაც არავინ არ უნდა დატოვოს ათეიზმში. ეს მოვლენები მზადდება, ისინი დროს ითხოვენ. ჩვენი ორდენი მუშაობს ამ მიმართულებით, ღვთიური გეგმის მიხედვით, და როცა გეგმა აღსრულდება, თქვენ ყველა, მთელი ქვეყანა და მსოფლიო იხილავს შედეგს. ამაზე დღეს ვერ ვისაუბრებთ, ჯერ ადრეა. თქვენ ყველამ უნდა სცადოთ სიყვარულის პრაქტიკა რადგან ეს ხსნაა, შეწუხებული კი იმიტომ იყო, რომ დღეგამოშვებით და ნახევარი საათის მანზილზე მცდელობა არ არის პრაქტიკა, არამედ მინიმუმ ორი ან ორსაათნახევარი მაინცაა საჭირო სიყვარულის პრაქტიკა ყოველრიურად. აი ეს უნდა სცადოთ, აქედან იწყება ხსნა! თქვენ ყველანი ვერ მიხვდით, ვერც ქრისტიანები მიხვდნენ, კარგად დაიმახსოვრეთ – საკუთარი თავი უნდა იხსნათ! ქრისტემ გაჩვენათ გზა, მაგრამ გზაზე თავად უნდა იაროთ! სხვა ვერავინ გიხსნით, ვინც უნდა გიხსნათ თქვენს შიგნითაა! ყველაფერი ისე არ არის როგოთ თქვენ ქრისტეს ხედავთ, მაგრამ ამავე დროს არც სხვანაირად. ქრისტემ იმიტომ იარა ღობიდან მამასკენ, რომ ისინი შეერიგებინა მიუხედავად ყველაფრისა. ჩვენ ვავრცელებთ იმას, ჩვენგან გადმოდის ის, რასაც ვეზიარებით შინაგანად, მაგრამ თუ ადამიანი სულს არ ეზიარება შინაგანად, თუ სუფთად და სწორად არ ცხოვრობს, თუ საშუალოს ერგება, მაშინ ისმება კითხვა: – კი მაგრამ რა გადმოდის მისგან? რას ავრცელებს ის? ის ავრცელებს სიბნელეს, ყავისფერ ენერგიას, არც მთლად შავს და არც თეთრს, რაღაც გაურკვეველს, ბუნდოვანს. დაიმახსოვრეთ:- საშუალო, ყოველთვის სიბნელის თანამშრომელია, მისი ინერციაა, მისი ფონია. ბრძოლა მიდის თითოეული სულისათვის, რადგან სული უკვდავია, შესაბამისად მისი ფლობა მარადიული ენერგიის ფლობას უტოლდება. შემოტევები პრიმიტიულია, თუ ადამიანი ისედაც მათია, მაგრამ ორკესტრირებულია, თუ უფრო რთულ და დაუმორჩილებელ შემთხვევასთან აქვთ საქმე. ხანდახან ეს შესამჩნევია. უნდა მიიღოთ ერთი გადაწყვეტილება და ყველა მომდევნო შეუსაბამოთ მას, ეს არის ძალა. ყველა სხვა შემთხვევაში ადამიანი მსხვერპლია. გააგრძელეთ პრაქტიკა და მიყევით სულის კარნახს, სიზმარხილვა სწორედ ასეთი სიზმრებისთვისაა საჭირო, მიყევით ქრისტეს რჩევებს, ამ ვიწრო ბილიკს და ის მიგიყვანთ ცათა სასუფეველში.
დისკუსია ამის შესახებ post