ნება წარმოადგენს მამის ასპექტს. ეს ყველაზე შეუსწავლელი ასპექტია ყველა სხვას შორის. ამის მიზეზია მამის ენერგიის სიმცირე მზის სისტემაში. აქედან გამომდინარე ძლიერი ნებისყოფის მქონენი ცოტანი არიან.
თქვენ შესაძლებელია შეხვედრიხართ ადამიანს რომელიც ძლიერ ნებას იჩენს რომელიმე ერთი მიმართულებით, მაგალითად კარგი სპორტსმენია, ან ბიზნესმენია, ან წარმატებული ხელოვანია იმის გამო, რომ ბევრს და დაუზოგავად მუშაობს. ისმება კითხვა არის თუ არა ეს ნებისყოფიანი ადამიანი?
დისციპლინირებული ერთი მიმართულებით უდაოდ არის, მაგრამ ნამდვილი ნება აქ არ ჩანს.
საქმე იმაშია, რომ ძლიერი სურვილი საკმარისია იმისათვის რომ ადამიანი გახდეს რომელიმე მიმართულებით დისციპლინირებული და შესაბამისად წარმატებული, მაგრამ ჭეშმარიტი ნება წარმოჩინდება მხოლოდ მაშინ როდესაც სახეზეა იდეალი!
არსებობს კერპი და არსებობს იდეალი, კერპი აჩენს ძლიერ სურვილს და შესაძლოა დისციპლინაც გააჩინოს, მაგრამ ღვთიურ ნებას ვერა.
ღვთიური ნების გარეშე განმღრთოვება შეუძლებელია, ხოლო თავად ღვთიური ნება ადამიანში, შეუძლებელია იდეალის გარეშე. მაშასადამე ერთგვარი კიბე რომ წარმოვდგინოთ, ყველაფერი იწყება წმინდა სულით(სწორად აქტიური ინტელექტი), გადადის იდეალში, ბოლოს გვინგვინდება ღვთიური ნებით.
დედა, შვილი, მამა.
მამასთან ყოველთვის მივყავართ შვილს.
ქრისტეს გარეშე მამასთან ვერავინ მივა. ქრისტე არის ჭეშმარიტი იდეალი.
მაგალითისათვის დავაკვირდეთ წამალდამოკიდებულს, ალკოჰოლდამოკიდებულს ან თამაშდამოკიდებულ ადამიანს. მათ არ გააჩნიათ იდეალები, არავითარი იდეალი, მხოლოდ სურვილი და კერპი. სამივეს აერთიანებს სიამოვნების ძლიერი სურვილი, ისინი სიმოვვნების თაყვანისმცემლები არიან ანუ კერპთ თაყვანისმცემლები.
წამალდამოკიდებული იჩენს დიდ გამჭრიახობას და ყოველდღიურად ახერხებს წამლის შოვნას დისციპლინირებულად, ათასგვარი ხრიკებით. იგივე ითქმის ალკოჰოლ დამოკიდებულზეც, ისიც წარმატებულია თრობაში. აზარტ დამოკიდებულზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ისინი ყოველდღიურად წარმოუდგენელ ფანდებს ატარებენ რათა მიაღწიოს საწადელს. ერთადერთი რაც მათ არ გააჩნიათ არის ნება, ნებისყოფა, ამიტომაც ვერ ანებებენ თავს ამ ყველაფერს.
თავად კერპთაყვანისცემის ეს ფორმებიც მხოლოდ იმიტომ დაიწო, რომ არ გააჩნდათ იდეალი, იდეალები.
მაშასადამე ინტელექტის არასწორ აქტიურობას არ მივყავართ იდეალამდე, არამეტ კერპამდე მხოლოდ.
ასევეა საქმე ცხოვრების არასწორ წესთან მიმართებაშიც, ესეც კერპია, რომელთანაც მიგვიყვანა ინტელექტის არასწორმა აქტიურობამ.
ინტელექტის არასწორმა აქტიურობამ და იდეალის არ ქონამ მიგვიყვანა სწორედ იმ ინდივიდუალურ და საყოველთაო ცივილიზაციურ კატასტროფამდე სადაც დღეს ვიმყოფებთ.
ინტელექტის სწორი აქტიურობა არის სულიწმინდის მოქმედება ადამიანში და მისი სწორი გამოხატულებაა სიყვარულის პრაქტიკა რომელიც გადმოვეცი წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“.
ალბათ შეამჩნევბდით, რომ იდეალი, იდეალები მოდის ყოველთვის ზეციდან, ღმერთისაგან, სულიერებისაგან, სიწმინდისაგან, მაშინ როდეასც პიროვნებისაგან, მიწიდან, მატერიისაგან, მოდის კერპები.
გამოვიდა რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სიამოვნება დამოკიდებული კერპთაყვანისმცემელია, რომელიმე მიმართულებით სიამოვნებით, სადაც წარმატებას აღწევენ ყოველდღიურად. ზოგი კარგი მხატვარია, ზოგიც მსახიობი, პოლიტიკოსი, დამლაგებელი, მასწავლებელი, მეცნიერი და სხვა, გარკვეული დისციპლინა აქვთ, მაგრამ ნებისყოფა არ გააჩნიათ.
უყურო სიკვდილს თვალებში და არ გეშინოდეს, გადაწიო საზღვრები იქ სადაც არავის დაუდგამს ფეხი, გაიარო შეუცნობელში, არჩიო გაუკვალავი გათელილს, შეუძლებელი გარანტირებულს – აი რა არის ნება!
მაშასადამე მხოლოდ ნებისყოფის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს ღვთიური და მხოლოდ ღვთიური ადამიანია ღმერთის ნების მქონე.
ამ დროს აქტიური ინტელექტი, იდეალი და მამა ერთია.
ღმერთი პერიოდულად გვიგზავნის საკუთარ შვილს როგორც იდეალს, რათა ვისწრაფოდეთ ანალოგიური სრულყოფისაკენ და ეს არის ინტელექტის სწორი აქტიურობა.
თუ ინტელექტი არასწორად აქტიურობს, მაშინ იდეალი არ არსებობს, არ არსებობს არც ნება და სახეზეა დაცემული, ღმერთის უარმყოფელი, არასწორი ცხოვრების წესით მცხოვრები, ცოდვებში ჩაფლული ნახევრად ადამიანი ნახევრად დემონი.
დემონებზე, შეპყრობაზე, შეპყრობის ტექნიკურ მხარეზე, დემონთა მიზნებზე, სამყოფელზე და შეპყობილი ადამინის ბედზე, იხილეთ ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“.
არასწორი ცხოვრების წესი, რომელიც არის ინტელექტის უკუღმა აქტიურობის შედეგი, აბინძურებს ფიზიკურ სხეულს, ბილწავს სიწმინდეს, ღმერთის სახლს, ასეთი გარემო კი იდეალურია დემონთათვის რომლებიც იმკვიდრებენ სხეულს და ხდებიან მისი მმართველნი. ისინი ხდებიან სხეულთა თანამპყრობელნი, შემპრობელნი. შეპყრობილნი შემდგომ წამლავენ დედამიწას, ავრცელებენ ცრუ იდეებს, იდეოლოგიას, ხსნიან წარმოებებს რომლებიც აბინძურებენ წყალს, ჰაერს, მიწას, იგონებენ კოსმეტიკას რომელიც ასევე აბინძურებს სხეულს, ათასგვარ საკვებს, ჭამენ რა ყველაფერს რაც დაფრინავს დადის ან ცურავს, გამოდის ათასობით სარეცხი საშუალებები, იგონებებ მანქანებს, მანქანის ზეთებს, საპოხ ნივთიერებებს და ეს ყოველივე წამლავს წყალს, მიწას ჰაერს. გამოდის უთვალავი სასუქი, შესაწამლი ნივთიერება, ჰერბიციდი, ისინი ანადგურებენ ყველაფერს რასაც მიეკარებიან, ეს ყოველივე ჩადის ნიადაგში, იქიდან კი ჩვენ სუფრაზე ხვდება საკვებთან და წყალთან ერთად.
ოკეანეები სავსეა მოტივტივე ნაგვით, ჩარეცხილი საწარმოო წყლით, ადამიანური ფეკალიებით, წარმოგიდგენიათ მაინც ყველაფერს რომ თავი დავანებოდ, რამდენ ფეკალიას გამოყოფს ყოველდღიურად რვა მილიარდი ადამიანი?
რატომ ვართ ამდენნი?, იმიტომ რომ არასწორად აქტიური ინტელექტი უბიძგებს ადამიანს ნაცვლად იმისა, რომ ენერგია ჩადოს განღმრთოვებაში, უაზროდ გამრავლდეს. ასე უაზროთ მრავლდება ყველა ვისაც საკუთარი თავი არ შეუცნია. თქვენ იცით რომელ ორგანიზმს ახასიათებს ასეთი ზრდა.
როგორ გგონიათ არსებობს თუ არა კავშირი ამ სასიკვდილო დაავადებასა და უაზრო გამრავლებას შორის?
რა თქმა უნდა არსებობს.
არსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი ამ სასიკვდილო დაავადებასა და დაბინძურებულ გარემოს შორის?
კი არსებობს.
მაშ დაინახეთ პირდაპირი ანალოგია უღმერთო, ცოდვიან, არაწმინდა, არასწორად აქტიურ ინტელექტსა და ამ უმძიმეს დაავადებას შორის.
სამწუხაროდ დემონთა მიერ დაბინძურებული გარემო სწორად აქტიური ინტელექტის მქონე ადამიანებზეც მოქმედებს. დემონთა მიზანია მოწამლონ ყველა და ყველაფერი, ეს მიწა უვარგისი გახადონ ანგელოზებისათვის და საკუთარ სამკვიდროდ გაიხადონ.
მათ ჩაკეტეს ყველაფერი, შეაღწიეს ყველგან და ყველაში, ადამიანებში, ცხოველებში, ფრინველებში, მინერალებში, ნიადაგში, წყალში, ჰაერში, მეცნიერებაში, კულტურაში, რეალიგიაში, მედიცინაში, სულიერ სწავლებებში, პოლიტიკაში, მოძღვრებებში.
მიწიერი პლანი მათია, ამიტომ აქ ჭეშმარიტებას არ აჭაჭანებენ. მოსპეს ყოველგვარი ჭეშმარიტი ცოდნა და ჩაანაცვლეს ის შეპყრობილი ადამიანების ცრუ თეორიებით. მოქმედი ცოდნა სანთლით საძებარია, მას ვერ იპოვით მიწიერ პლანზე, ამიტომ საჭიროა სიცოცხლეშივე, მიწიერი პლანიდან პერიოდულად გასვლის ათვისება, ცოდნის მოპოვება სულიერ პლანზე და ისევ უკან, მიწიერ პლანზე დაბრუნება. ეს არის უდიდესი მსახურება. ეს გზა გადმოვეცი წიგნში „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
მე დავწერე წიგნები და ისინი გაჟღენთილია ღვთიური ნებით, ინტელექტის სწორი აქტიურობით და სულიწმინდით. მათი მიზანია სხეულს გარეთ, სულში მოპოვებული ჭეშმარიტება შემოიტანონ მიწიერ პლანზე და აზიარონ იგი მოქმედ ცოდნას მოწყურებულ ადამიანებს.
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post