მხოლოდ იმას მიაღწევთ რისთვისაც მზად ხართ მოკვდეთ, რასაც არ შეეშვებით ბოლო ამოსუნთქვამდე, რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ შეეშვებით. ან გამარჯვება, ან სიკვდილი. მხოლოდ ეს არის გადაწყვეტილება!
გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და მოძებნეთ თუ ოდესმე მიგიაღიათ გადაწყვეტილება. თუ ვერ იპოვეთ მსგავსი, ესეგი არავინ და არაფერი არ გყვარებიათ დღემდე.
ეს ერთადერთი მეთოდია შეძლო შეუძლებელი, დაამარცხო, გააუქმო სიკვდილი. გახდე მსხსნელი!
სიყვარული და ხსნა ერთი და იგივეა.
არ არსებობს მხსნელი სიყვარულის გარეშე და არ არსებობს სიყვარულის ხსნის გარეშე..
ნება იმარჯვებს იქ სადაც სხეული მარცხდება.
ნება გამოიხატება იმაში, რომ უყურო შეუცნობელს, გაუგებარს, სიკვდილს და არ შედრკე. იდგე საცალფეხო, ძალიან მაღალი მთის მწვერვალზე, სადაც თავის შეკავება ძალიან დიდი რისკია, მაგრამ არ გაიქცე, იდგე და იდგე, ვიდრე აბსოლუტურ სიმშვიდეში არ შეხვალ.
ასე იწრთობა ნება, უყურებ ძალიან საშიშ მოვლენას და ადგილზე რჩები, არ გარბიხარ, არ იმალები, არ არიდებ თვალს, არამედ ეჩვევი და აჩერებ შიშს, აჩერებ პანიკას, აჩერებ გარანტირებულ მომავალს, აჩერებ იმას რა გეგმებიც გქონდა, მზად ხარ მოკვდე, მაგრამ არა გაიქცე, არა დანებდე, არა მიატოვო.
როდესაც ვინმე ბერი, ქურუმი, მოგვი, მიდის სადმე მაღალ მთაში, მარტო საცხოვრებლად უკაცრიელ ადგილას, ეს იმიტომ კეთდება, რომ თვალებში უყურო მარტოობას, ეულობას, გადაკარგულ ადგილას ცხოვრებას და არ გეშინოდეს, არ შედრკე, მოიახლოვო სიკვდილი, მაგრამ ამავე დროს ნებით შეაჩერო ის.
კომფორტის ილუზიური მიზანია სიკვდილი გეჭიროს შორ დისტანციაზე, მაგრამ ეს დისტანცია კლავს ნებას, ადუნებს მას, ანაწევრებს და ხდის გამოუდეგარს რეალურ ბრძოლაში.
ასეთი ადამიანი მშიშარაა, პანიკისადმი მიდრეკილი, ის არც კი განიხილავს სიკვდილთან შერკინებას, რადგან ნების გარეშე ეს შეუძლებელია.
ის ხომ მთელი ცხოვრება იმალებოდა კომფორტის, გართობის, რუტინის უკან, მან ხომ დაანაწევრა, გაანადგურა საკუთარი ღვთიური ნება „გარანტირებული“ ცხოვრებით. როდესაც სიკვდილი მოკითხავს ის სრულიად უძლურია.
დააიგნორო სიკვდილი, ნიშნავს დააიგნორო საკუთარი ღვთიური ნება, დისციპლინა იდგე შეუცნობლის წინ და მუხლები არ გიკანკალებდეს.
ოდესმე აღმოაჩნთ, რომ შიში სიკვდილის ემისარია, მისი მახვილია, რომელიც ანგრევს გარანტიებს.
ავარჯიშო, გამოაწრთო საკუთარი ნება ნიშნავს მიეჩვიო თვალებში უყურო სიკვდილს, მაგრამ უკან არ დაიხიო, არ შეეშვა სიცოცხლეს, არ დათმო ის, არ დაიმალო, არ გაიქცე, არ მოატყუო საკუთარი თავი, კომფორტით, ათასი საქმით, გართობით, თავსმოხვეული ტრადიციებით, სოციუმის შეკვეთებით დ ასხვა.
ნება არის მამის ასპექტი, ის დიადი გამანადგურებელია, ანადგურებს ყველაფერს რაც წინ აღუდგება სიცოცხლეს, სიყვარულს, სიწმინდეს.
როდესაც თქვენ გააცნობიერებთ მამის უძლეველ ნებას საკუთარ თავში, მაშინ დაინახავთ, რომ სიკვდილი ასრულებს მამის ნებას, ის ანადგურებს ყველას და ყველაფერს რაც წინ აღუდგა სიცოცხლეს, სისრულეს, სიყვარულს, სისუფთავეს.
როგორც დამბა სამუდამოდ ვერ შეაჩერებს დაგროვილი წყლის მასას, ნაკადს. როგორც ქვა ვერ შეაჩერებს მდინარის დინებას და დინება არასოდეს შეჩერდება სანამ არ დაშლის ქვას, ასევეა მამის გამანადგურებელი ნაკადი რომლის მიზანია მარად იდინოს სრულყოფის, სიცოცხლის, სიყვარულის, სისუფთავის ნაკადმა და გადალახოს ყველა წინაღობა.
ნებისმიერი ადამიანი ქვაა გამანადგურებელი ნაკადის წინაშე და ის განწირულია, თუ არ გახდება წმინდა, სრული, სიყვარული.
თუ შენი ნება მამის ნებაა, მაშინ შენ ანადგურებ საკუთარ თავში ყოველივე არაწმინდას, უსიყვარულობას, არასრულყოფილს და თავად ხდები ეს მაკადი, ნაცვლად იმისა რომ მას გადაეღობო.
როდეაც ეს მოხდება, მაშინ სიკვდილი გაუქმებულია, შენ თავად ხარ ის, რაც ადრე სიკვდილი გეგონა, თავად ხდები მამის გამანადგურებელი ასპექტი, მისი ნება და სისრულე, მისი სიყვარული და სისუფთავე.
აი ამიტომ ეშინიათ ცნობიერეად თუ ქვეცნობიერად, შეპყრობილთ ამ გზის, ამიტომ აჟრიალებთ სისუფთავეზე საუბრისას, ამიტომ გაურბიან სულზე აქცენტს, ამიტომ უწოდებენ გიჟს და ამიტომ იბრძვიან გააფრთრებით.
ისინი შენში საკუთარ სიკვდილს ხედავენ, შენ ის ხარ რასაც ისინი ამდენი ხანი, გაფაციცებით ემალებიან, რუტინის, ცოდვის, გართობის, კომფორტის უკან.
შენთან საუბრისას, შენს ნებასთან, დისციპლინასთან შეხებისას, ურთიერთობისას, უმოწყალოდ ნადგურდება მათი კომფორტი, ცოდვა, რუტინა, გართობა, სამალავი, არასრულყოფილება და ისინი შიშვლდებიან სიკვდილის წინაშე, მამის ასპექტის წინაშე, როგორც წინაღობა რომელიც ცდილობს შეაკავოს სისრულის, სიყვარულის და სისუფთავის ნაკადი.
იმდენი ხანი უნდა უყურო სიკვდილს თვალებში, სანამ მასში მამის გამანადგურებელ ასპექტს არ ამოიცნობ. უნდა უყურო ისე, რომ მუხლები არ გიკანკალებდეს. მაშინ თავად გახდები მამის ნება, მისი ნაკადი, მისი სისრულე, სიყვარული და სიწმინდე.
თავად გახდები სიკვდილი და შესაბამისად უკვდავი. თქვენ თუ გაიგეთ მე აქ რა დავწერე, მაშინ შეუდექით ნების წვრთნას. ნუღარ დაიმალებით, ნუ დააიგნორებთ სიკვდილს, ნუ ამოეფარებით ცოდვებს და რუტინას, გართობას, რადგან უეჭველი განადგურდებით როგორც წინაღობა ღმერთის წინაშე.
მამის ნება ფონად გასდევს ყველა ჩემს წიგნს, ეს ღრმად დევს შინაარსში, რაც მეტჯერ წაიკითხავთ მით მეტს აღმოაჩენთ.
განა სიზმარხილვა სიკვდილის ხელოვნება არ არის?
გადადიხარ სულში და მერე ისევ უკან ბრუნდები თანაც ცნობიერად. ამას სიმამაცე ჭირდება, სიზმარხილვას პატარა სიკვდილი ეწოდება და შვიდი დიდი მისტერიიდან ერთერთია. ეს პრაქტიკა გვასწავლის ცნობიერების, პიროვნების გადატანას სულში და მერე ისევ მის დაბრუნებას სხეულში.
სული სინათლის სხეულია, ამიტომ ეწოდება ჩემს წიგნს „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
მიწიერ პლანზე მასწავლებლის მოძიება შეუძლებელია, ამიტომ ისინი სულიერ პლანზე უნდა ეძებოთ.
იდგე სიზმრის შიგნით, შეუცნობელში და მუხლები არ გიკანკალებდეს – აი ეს არის ნება.
საშუალო ადამიანი ტურისტივით ეცნობა ინფორმაციას ალქიმიის, ფილოსოფიურიბ ქვის შესახებ, მოეწონება, მაგრამ არც კი იფიქრებს ამ თემაში ჩაღრმავებას რადგან ალქიმია მისთვის შეუცნობელი ფენომენია, აბსოლიტურად გაუგებარი და რთული. მისი სტილია გაექცეს სირთულეს. მას არ გააჩნია მამის ღვთიური ნების ჩანასახიც კი რათა გაანადგუროს ყოველი წინაღობა რაც კი მას გადაეღობება ამ მიზნის მიღწევის გზაზე. ის მზად არ არის ამისათვის მოკვდეს, გადადოს სიცოცხლე, ის გარყვნილია ცოდვებით, კომფორტის ზონით, რუტინით, გართობით, შიშით, გარანტიებით..
ის არ იბრძოლებს უკვდავებისთვის, სრულყოფისათვის, სიწმინდისათვის და არც სიყვარულისთვის.
ის ვერასოდეს გაიგებს და დაინახავს, რომ ფილოსოფიური ქვა, მამის, შედედებული, ღვთიური სიცოცხლის ნებაა. სიცოცხლის ეს ნება როდესაც შედის ორგანიზმში, პირწმინდად ანადგურებს ყველა დაავადებას, სიბერის ჩათვლით.
ხედავთ, ის რაც ცოდვებისათვის სიკვდილია, ჩვენთვის სიცოცხლეა. სიკვდილით ვთრგუნავთ სიკვდილს.
ვუერთდებით მამის გამანადგურებელ ასპექტს. ნებას, უწყვეტ ნაკადს.
სინათლე ანადგურებს წყვდიადს, ის ჭეშმარიტი სიკვდილია.
წორედ ამ სინათლეს ეხება ჩემი ალქიმიური წიგნები: – „ალქიმია ოქროს საწმისი“ და „ალქიმიური ტრაქტატები – სულიწმინდის შედედების ხელოვნება “.
ღმერთი შემჭმელი ცეცხლია!
სიკვდილის ნაკადი ანადგურებს უსიყვარულობას, ყველაფერს რაც თავად არ არის სიყვარული. მეომარი არ ებრძვის სიყვარულს, არ ებრძვის სიკვდილსაც კი, არამედ თავად ხდება სიყვარული, ნაკადი, ცოდვათა გამანადგურებელი სიკვდილი.
სიყვარულის პრაქტიკა უკვდავთა პრაქტიკაა, ის აუქმებს სიკვდილს. მე აღვწერე ეს პრაქტიკა დაწვრილებით წიგნში „შეხვევრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“.
ჩემის წიგნებს სინამდვილეში ძალიან ღრმა ფესვები აქვს, მათი მიზანია თავად გახდეთ გამანადგურებელი ნაკადი, ღმერთის გამანადგურებელი ასპექტი, მისი ნება, რათა გაანადგუროთ თავად ცოდვა და არა ცოდვილი, გააუქმოდ სიკვდილი, გახდეთ შეუჩერებელი ნაკადი, სინათლის სხივი.
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post