ადამიანს ძალიან მწირი წარმოდგენა გააჩნია ნების შესახებ.
განმღრთოვება წარმოადგენს ღვთიური ნების სრულ რეალიზაციას.
ღვთიური ნება იყოფა შვიდ გრადაციად, სხივად, ნაკადად.
მისი რეალიზაციის პირველი ფაზა, გრადაცია ძალაში შედის ადამიანის ჩასახვის დღიდან და ვლინდება მისი დაბადებით. ეს არის ნების – მეშვიდე სხივი და მას ეწოდება სიცოცხლისადმი ნება. რომლიც გადაედინება ადამიანის სქესობრივად მომწიფების პერიოდში გამრავლებისინსტინქტურ ნებაში და მოიცავს საბაზისო სასიცოცხლო მონაცემებისადმი ნებას. ეს არის ნების მეექვსე სხივი. რეალურად ამ ეტაპზე ინდივიდმა უკვე შეაგროვა ნების ორი გრადაცია, სხივი, სიცოცხლისადმი ნება და გამრავლების ნება. თუმცაღა დაბადებისას სიცოცლისადმი ნებას შესაძლებელია შეექმნას და დაემუქროს საშიშროება თუ დაბადებულის კარმა საკუთარ თავში მოიცავს სიცოცხლისადმი ნების დავალიანებას, ასეთ შემთხვევაში ჩვილი გარდაიცვლება.
რაც შეეხება გამრავლების ნებას, აქაც ამ მეორე ეტაპზე შესაძლებელია და იქმნება ამ ორივე ნების დაკარგვის საშიშროება:
1 – გამრავლების ინსტიქტური ნება განიცდის დეგრადაციას თუ ის გამოიყენება ღმერთის წინააღმდეგ, არასწორი, ქაოტური, სქესობრივი ლტოლვებით, სურვილებით, კავშირებით და თვითდაკმაყოფილებით.
სინამდვილეში ეს ნება, როდესაც მისი გეომეტრია გამართულია, უნდა ამრავლებდეს ღმერთისადმი ლტოლვას, სულისადმი ლტოლვას, უნდა ხდიდეს მას დაუოკებელს, მისწრაფებულს, შეუჩერებელს.
ინსტინქტში იგულისხმება სულისადმი ლტოლვის ბუნებრივი ინსტინქტი და არა საპირისპირო სქესისადმი. ამ ასაკში ადამიანს უჩნდება დაუოკებელი მოქმედების გაქანება, ერთი მხრივ მისტიური, მეორეს მხრივ მიწიერი, კარმას გააჩნია. თუ დაუოკებელი მოქმედება, აზროვნება მიმართულია საპირისპირო სქესისადმი, მაშინ ადრე თუ გვიან ეს მთავრდება კრიზისებით, ტანჯვით, გაუგებრობით, გაუკუღმართებული კონტაქტებით, ურთიერთობებით, უღმერთო ქცევით, აგრესიით, კონფლიქტებით, უკმაყოფილებით, წყენებით და სხვა, რაც ასუსტებს გამრავლების ინსტიქტურ ნებას სულისადმი, ღმერთისადმი, მაშასადამე სუსტდება ღვთიური ნების ერთი მეექვსედი, ის იკარგება და მიუწვდომელი ხდება ინდივიდისადმი.
2 – სიცოცხლისადმი ნება.
ამ მხრივაც იქმნება პრობლემები რადგან ხშირად თინეიჯერები ვერ ახერხებენ საპირსპირო სქესთან სასურველი ურთიერთობების დალაგებასაც კი, მოპოვებას, ან ახერხებებ დროებით. ზოგი საერთოდ ვერ „მოიპოვებს საპირისპირო სქესს“, შედეგად მათ უქრებათ სიცოცხლისადმი ნება, რაც მთავრდება სუიციდით.
ზოგადად რა ასაკსიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ ის დეპრესიაშია და თავში მოსდის სუიციდალური აზრები, ესეიგი ქრება სიცოცხლისადმი ნება, ხოლო თუ დასდევს საპირისპირო სქესს, ან თვიდაკმაყოფილებითაა დაკავებული, ეროტიული ფანტაზიებით და სხვა, მაშინ უქრება ინსტიქტური სიცოცხლის ნება, რაც ასევე იწვევს ბიოლოგიურ სიკვდილს ან სუიციდურ აზრებს და საბოლოოდ პირველ და მეორე სიკვდილს.
ადამიანთა უმრავლესობა ასე თუ ისე აგრძელებს სიცოცხლისადმი ნებითა და ინსტიქტური სიცოცხლის ნებით ბიოლოგიურ არსებობას, შეაგროვა რა ავად თუ კარგად ეს ორი ნება და უჭირავს ისინი, მიუხედავად იმისა რომ მათ გამუდმებით ემუქრებათ საფრთხე.
იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ღვთიური ნების სრული რეალიზაცია და განმღრთოვება, საჭიროა ნების შვდი სხივიდან მეხუთეს დაჭერაც და მას ეწოდება ღვთიურისურვილისადმი ნება.
დაბადებიდან მომდინარე და მითუმეტეს თინეიჯერობის ასაკში, პიროვნების სურვილები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, თუმცა მათი უმრავლესობა, კარმიდან გამომდინარე მიწიერია. არადა საუბარია ღვთიური სურვილების ნებაზე, ანუ ინდივიდის ბიოლოგიური სიცოცხლე რომ გაგრძელდეს, რომ გადაიზარდოს განმღვთოვებულ სიცოცხლეში, საჭიროა ნება სურვილებზე. ოღონდ აქ საუბარია არა უბრალოდ სურვილებზე არამედ ღვთიურ სურვილებზე, რადგან სწორედ ღვთიური სურვილები აგრძელებენ სიცოცხლეს და არა მიწიერი. რეალურად კი ხშირად ბავშობიდან და მითუმეტეს თინეიჯერობიდან ადამიანი მოცულია მხოლოდ მიწიერი სურვილებით, კარიერით, ოჯახით, ქონების დაგროვების სურვილებით, საპირისპირო სქესით, თვიდაკმაყოფილებით, ღორმუცელობით და სხვა. ეს ყველაფერი არის ღვთიური სურვილების ნების უარყოფა, მისი დაკნინება, რაც რა თქმა უნდა იწვევს ძლიერ ქვეცნობიერ შიშებს, არარეალიზებულობის შეგრძნებას, სიცარიელის, გამოფიტულობის, უაზრო ცხოვრების ამაობის განცდას.
ადამიანს ხელიდან ეცლება ნების მეხუთე კომპონენტი, სხივი, ენერგია, რომლითაც უნდა მიაღწიოს განმღრთოვებას და ღვთიური ნების რეალიზაციას, ღვთიურ გეგმას.
თუ რაიმე მცდელობით პიროვნებამ შეძლო ნების ამ სამი ასპექტის, ენერგიის დაჭერა ის აგრძელებს ბიოლოგიურ სიცოცხლეს, რადგან გააჩნია სიცოცხლისადმი ნება, ინსტიქტური სიცოცხლის ნება და ღვთიური სურვილების ნება.
შემდეგი ნება რაც უდა მოიპოვოს ინდივიდმა რათა შეაგროვოს ღვთიური ნების შვიდივე ენერგია, სხივი, გრადაცია, არის სიყვარულის ნება, ანუ ნება სიყვარულზე(იხილეთ ჩემი წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“).
აქ იგულისხმება ისევ და ისევ ღვთიური სიყვარული, დამოუკიდებელი და არა მიწიერი სიყვარული, დამოკიდებული სქესზე, გარეგნობაზე, კანის ფერზე, სიმდიდრეზე, ჩაცმულობაზე, სიკეთეზე, ბოროტებაზე და სხვა.
თუ ნების ეს მეოთხე ასპექტიც გაუკუღმართებულია პიროვნების მიერ და ის მიეჩვია დამოკიდებულ სიყვარულს, ეგრეთწოდებულ – „მე ისედაც კარგი ადამიანი ვარ“, „მე ისედაც ყველა მიყვარს“, „სიყვარული თავისთავად მოდის და მიდის“ და სხვა. მაშინ ნება სიყვარულზე ქრება, რჩება მხოლოდ ნება ფლობაზე(იხილეთ ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“), სამაგიეროდ სიყვარული, ანგარებით სიყვარული, ადამიანური სიყვარული და სხვა. ეს კლავს ბიოლოგიას, სიცოცხლეს და შლის ღვთიურ გეგმას, ამიტომ საჭირო ხდება ახალი გეგმის შემუშავება და ხელახალი დაბადება, ხელახალი მცდელობა შეგროვილ იქნას ღვთიური ნების შვიდივე ასპექტი რათა მივაღწიოთ განმღრთოვებას.
სიყვარულის ნება მოიპოვება ძალისხმევით, ყოველდღიური დისციპლინირებული შრომით და ეს ცოდნა გადმოვეცი წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“.
ვთქვათ და რაიმე სახით დაჭერილ იქნა ნების ოთხივე ასპექტი: – სიცოცხლისადმი ნება, ინსტიქტური სიცოცხლის ნება, სურვილების ნება და სიყვარულის ნება, მაშინ იწყება ნების შემდეგი წილის მოპოვება ათვისება გამართვა, სწორი გეომეტრიით და მას ეწოდება აზროვნების ნება, აქ იგულისხმება ღვთიური აზროვნება. როდესაც ოთხივე ნება სახეზეა და სწორადაა გამართული, მაშინ ღვთიური აზროვნება თავისით მოიზიდება და მკვიდრდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამ ეტაპზე პიროვნებას ეხსნება გაცნობიერებული ცოდნა ნების შესახებ, მას ხელი მიუწვდება აზროვნებაზე როგორც რეალობის შემმოქმედზე, ძალაზე, რომელიც იმართება ღვთიური სინათლით, ლაგდება ღვთიური გეომეტრიით და ქმნის სასურველ რეალობას, ღვთიურ რეალობას. მაშასადამე ღვთიური აზროვნების ნება უკვე აჩვენებს პიროვნებას რომ ის შედის განმღრთოვების მესამე პროცესში.
ამის შემდეგ დგება ნების სემდეგი წილის მოპოვების დრო, და ეს უკანასკნელი მოყვება სწორ ღვთიურ აზროვნებას და მჟღავნდება როგრც სიხარულის ნება.
სწორი აზროვნება პიროვნებას აჩვენებს, რომ სიხარული არის დრო, ხოლო სივრცე არის სიყვარული. ანუ სიყვარულის ნებას მოაქვს სივრცის ფლობა, ხოლო სიხარულის ნებას დროის ფლობა.
ასეთი პიროვნება ხდება დროის და სივრცის მმართველი. მაშასადამე ჩვენ მიუახლოვდით განმღრთოვებას ექვსი ნაბიჯით და დაგვრჩა მხოლოდ პირველი – რომელიც გვეუბნება, რომ ნება – მომავალში არის უკვდავება!
რა გასაოცარი სიტყვებია, გამოდის ნების შვიდივე ასპექტი ერთად იძლევა გაცნობიერებულ, მარადიულ უკვდავებას დროში და სივრცეში და დროისა და სივრცის მიღმა. როდესაც პიროვნება იღებს განმღრთოვების ძღვენს, ასეთივე ძღვენს იღებს რა თქმა უნდა ბიოლოგიაც, მატერიაც და ჰოი საოცრებავ ისინი იძენენ სულის ბუნებას, სულის თვისებებს, ღვთიურ ბუნებას, ნებას და შესაძებლობებს.
არის აღსრულდა!
უხეში, დაცემული, ბინძური, საზიზღარი მატერია, ლუციფერი ვიხსენით და მისგან შევქმენით ქრისტე, სული, განმღრთოვების სასწაული!(იხილეთ ჩემი წიგნები „ალქიმია ოქროს საწმისი“ და „ალქიმიური ტრაქტატები“.).
ასეთია მარადიული სიცოცხლის მისტერია.
ეს მისტერია არ უნდა დათმოთ და არ უნდა გაცვალოთ პირველ და მეორე სიკვდილზე.
თვითმკვლელობა ნიშნავს, რომ ვერცერთი ნება ვერ იქნა შეგროვილი, რეალიზებული. ყველა მათგანი იქნა უარყოფილი, ღმერთი და სული იქნა უარყოფილი. ღვთიური განღმრთოვების გეგმას უარი ეთქვა.
მაშინ პიროვნება ისევე როგორც სული, ხვდება უღმერთო ადგილას, უღმერთო სივრცეში და დროში.
ჯოჯოხეთში, ყველაზე დიდ სიბნელეში, ყველაზე ეშმაკი და ცხოველური დემონების სამფლობელოში. იქ სადაც უჩხულები მეფობენ.
სხეული, ბიოლოგია, მატერია, გარკვეულწილად უბიძგებს ადამიანს და პიროვნებას მიწიერებისაკენ, ამიტომ საჭიროა პერიოდულად მისი დატოვება, რათა სული არ გახდეს არასწორად ორიენტირებული მატერიაზე. როდესაც ეს ხდება, ადამიანი კვდება, კარგავს ბიოლოგიურ სხეულს, რათა სული მოცილდეს მატერიას, სხეულს.
თუმცა ღა აუცილებელი არ არის დიდი სიკვდილი თუ პიროვნება იყენებს პატარა სიკვდილს, ანუ ძილის პროცესს და ამ დროს შეგნებულად, გაცნობიერებულად ტოვებს ბილოგიურ სხეულს და გადის მატერიის მიღმა დროებით. გადადის სულში, მოიპოვებს განსხვავებულ ხედვას, სულიერ ცოდნას და ბრუნდება უკან. (იხილეთ ჩემი წიგნი „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“). ამ პროცესში გამომუშავდება სურვილების ნება, ღვთიური სურვილის ნება. ღვთიური სურვილის ნება შესაძლებელია გამომუშავდეს სხვაგვარადაც, ამ განხრებზე დავწერ მომავალში.
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post