პარასკევი, მაისი 9, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი ამაღლებული მეუფე

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „სამედიცინო კვლევები“

დეკემბერი 23, 2024
კატეგორია: ამაღლებული მეუფე, პოსტები, სულიერი იერარქია, სულიწმინდას სწავლება
0 0
A A
0

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „სამედიცინო კვლევები“

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©

  განსხეულების ერთერთი ძირითადი მიზანია ცეცხლის დაგროვება და შენახვა. ცეცხლი მუდმივ მოძრაობაშია, ის არ შეიძლება იყოს ინერტული, უმოძრაო, უმოქმედო.

 ცეცხლი სულია, სინათლეა ჩამოსული სხეულში. ის ამოძრავებს სხეულს, ამუშავებს საკვებს კუჭში, ამოძრავებს აზრს, წარმოსახვას, გრძნობებს, აღქმას, მიხვედრას, გააზრებას, ჩაწვდომას, იდეებს და სხვა. ცეცხლის გარეშე სხეული უმოძრაო ქვაა, ყინულია, ის სხვა ორგანიზმების საჯიჯგნი საკვებია მხოლოდ.

     სულიერება იწყება საკურთხევლის მოვლით რომელშიც ღვთიური ცეცხლი ანთია, საკურთხევლის მოვლა ცეცხლის მოვლაა რათა არ ჩაქრეს, გაძლიერდეს, გაიზარდოს და გაანათოს არემარე.

    საკურთხეველი რომელშიც ცეცხლი ანთია – ჩვენი სხეულია.

   ცოდვა არის შინაგანი ან გარეგანი ქმედება მიმართული ამ ღვთიური ცეცხლის ჩაქრობისაკენ და  საკურთხევლის დანგრევისაკენ.

  კაცობრიობა გამუდმებით ებრძვის საკურთხევლის ღვთიურ ცეცხლს, ცდილობს რა ჩააქროს იგი, რათა დარჩეს სიბნელეში, რათა არავინ დაინახოს მისი უღირსი სურვილების რეალიზება. დაცემული ანგელოზები ებრძვიან სინათლეს რათა ჩაეფლონ სიამოვნებათა ინერტულ მორევში.

საკურთხეველზე ზრუნვა, ცეცხლის სტაბილური, გაზრდილი გიზგიზი მიიღწევა ცხოვრების სწორი წესით, ასკეტური წესით.

ამ წმინდა წესში იწვება ჩვენი სასიკვდილო ცოდვები, თვითდაკმაყოფილება, სექსი გამრავლების მიზნის გარეშე, ღორმუცელობა, ღრეობა, ავხორცობა, მრუშობა, სიძვა და სხვა.

 ეს კარგი საწვავია რათა ცეცხლი გაიზარდოს და სინათლემ გაანათოს აქამდე ჩაბნელებული საყდარი.

როდესაც ცეცხლი უაზროდ და უმიზნოდ არ იხარჯება სასიკვდილო ცოდვებზე, მაშინ ის ძალას იკრებს, იზრდება და მტკიცედ სტაბილურად ანთია.

გაზრდილი ცეცხლის გაზრდილ სინათლეში უკვე მკაფიოთ ჩანან გარშემო მოსუნსულე დემონები, რომლებიც ჯერ კიდევ აქა იქა დარჩენილ ბნელ კუთხე კუნჭულებში იმალებიან. მათი გარჩევა უკვე ადვილი გახდა, რადგან სიბნელის გარემოცვა, რომელიც განათდა, ვეღარ ნიღბავს სილამაზედ მათ მახინჯ იერ სახეს.

  გარკვეული დაძაბულობა იხსნება როდესაც პერიმეტრი კონტროლდება გაზრდილი ცეცხლითა და სინათლით, მტაცებლებს ეშინიათ ცეცხლის.

თუმცა ისინი ბნელ ადგილებში ჯგუფდებიან რათა მომდევნო, აწ უკვე დაუფარავი იერიში მიიტანონ საკურთხევლის ცეცხლზე.

  ამ ეტაპზე ცეცხლის მომვლელი პიროვნება არ უნდა იყოს ინერტული, არამედ უნდა იზრუნოს კიდევ უფრო გაზარდოს საკურთხევლი ცეცხლის ალები. ამისათვის მან უნდა გამოიყენოს და გაზარდოს არამარტო ფიზიკური სხეულის ცეცხლი, არამეტ ცნობიერების ცეცხლიც.

ცნობიერების ცეცხლი იზრდება, ლოცვით, სიმშვიდით, სინანულით, ზიარებით, სიყვარულის პრაქტიკით, სიზმარხილვით და სხვა.

 ამ პრაქტიკების ყოველდღიური შესრულებით ცეცხლის ალები საკურთხეველზე იმდენად მძლავრობენ, რომ დემონებს აღარ შეუძლიათ საყდარში დარჩენა, რადგან მათი ყველა სამალავი განათდა და აშკარა გახდა. სინათლე მისწვდა ბნელ კუთხე კუნჭულებს, თავისი მწველი წმინდა ცეცხლით.

  ამ ეტაპზე დემონები უკვე საყდრის გარეთ დარბიან, ჯერ კიდევ იმ იმედით, რომ რამენაირად შეიპარებიან და ჩააქრობენ ღვთიურ ცეცხლს საყდარში.

თუმცა ღვთიური ცეცხლის მსახური პიროვნება მიხვდა უკვე, რომ არ უნდა გაჩერდეს და დგავს შემდეგ ნაბიჯებს რომელსაც თავად ცეცხლის ანგელოზები ასწავლის მას.

 აქამდე ნახსენები ნაბიჯები დაწვრილებით აღვწერე ჩემს უკვე გამოცემულ წიგნებში, რაც შეეხება ცეცხლის ანგელოზებს, ამაზეც დავწერ ამ წიგნში „სამედიცინო კვლევები“, ან განვმარტავ მათ პრაქტიკებს ცოცხალ შეხვედრებზე.

ამ სამი ეტაპის განმხორციელებელი მოსწავლე უკვე მოსიარულე ცეცხლია, განათებული, გასხივოსნებული, მოგიზგიზე ღვთიური სამსახოვანი ცეცხლი.

  როგორც მოგეხსენებათ ცეცხლი მოძრავია, მსუბუქია, ღვთიურია და მხოლოდ დროის საკითხია თუ როდის აიტაცება ის ცაში.

  თუ პიროვნება არ ზრდის ცეცხლს, დაყვება დემონთა ჩურჩულს სიბნელეში, მისი ცეცხლი არც ანთია და არ ქრება, ის საშუალოდ  ბჟუტავს. მაგრამ დემონები არ შეეშვებიან მბჟუტავ ცეცხლსაც კი სანამ ბოლომდე არ ჩააქრობენ, გააცამტვერებენ, დამარხავენ.

  მასწავლებელი უყურებს ცეცხლს და არა იმ ზღაპრებს რომელსაც მაძიებელი უყვება. დედამიწაზე ბევრია, „მქადაგებელი, მასწავლებელი, იოგი, ასტროლოგი, ასტროფსიქოლოგი, ტაროლოგი, ქოუჩი, ნათელმხილველი, წინასწარმეტყველი, ქირომანტი, შამანი, ჭკუის დამრიგებელი“, ასევე ბევრია „ეზოთერული ცენტრი, სახლი, სკოლა, ჯგუფი, მიმდევარი, მაძიებელი, მოსწავლე“, თუმცა მათ არ გააჩნიათ შინაგანი ცეცხლი, ისინი ბჟტავენ, დემონებთან თანაცხოვრობენ, არ იცავენ სწორი ცხოვრების წესს. მათი ყურები ისმენენ დემონთა პროპაგანდას და მერე ქადაგებენ არეულ დარეულ, ვითომ ეზოთერულ, ვითომ სულიერ, თეორიებს ინტერნეტით.

ეს ხალხი არ განიხილება სინათლის მსახურად, არამედ დემონთა თანამშრომლების სტატუსი აქვთ. ისინი მრავლდებიან და მრავლდებიან, ამის პროპორციულად კი მცირდება და მცირდება კაცობრიობის დღენი.

ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ტეგები: ასკეტიზმისაკურთხეველისაყდარიღვთიური ცეცხლი
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

სიკვდილი თუ უკვდავება

სინათლის ბრწყინვალება

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !