გაგიკვირდებათ და ალქიმია სწავლობს დაბადებას, ზრდას, სიკვდილს და ისევ დაბადებას. ჩვენთან სალამანდრა წარმოდგენიალია როგორც მშვენიერი ქალწული რომელიც შედგება მსოფლიო უნივერსალური ქალწულებრივი ცეცხლისაგან, ყველა ბუნებრივი მოვლენის პირველსაწყისისაგან. ალქიმიკოსს უყვარს ეს ცეცხლოვანი ქალწული და ეს ღვთიური სიყვარულია.
ადამიანური სიყვარული, განსხვავებით ღვთიური სიყვარულისაგან მოიცავს ფიზიკური ქალის სიყვარულს, საპირისპირო სქესის დაპყრობას, მოთვინიერებას, ათვისებას, მასთან „გაერთიანებას“.
ორივე შეყვარებულია, მაგრამ ალქიმიკოსს უყვარს მაცოცხლებელი არსი, უნივერსალური ფუძე, ცეცხლი, წმინდა სული, მოკვდავს კი მხოლოდ ფორმა, ფიზიკა, გარეგნული უხეში, მატერიის სარკეში არეკლილი დროებითი სხეული და ხასიათი.
ცეცხლოვან წინდა ქალს შეუძლია თქვენს შიგნით გააღვიძოს მარადიული სიცოცხლე, ფიზიკური ქალი კი აქრობს მას თქვენთან შეერთებისას(იგივე ითქმის ქალის შემთხვევაში კაცზეც).
მაშ ასე ალქიმიკოსის ღვთიური ნახევარი ციდან მოდის, მოკვდავისა კი მიწიდან.
ჩვენი მარადიული ნახევარი მზიდან, მთვარიდან და ვარსკვლავებიდან მოდის სინათლის სახით, რომელსაც ვაგროვებთ კოლბაში, სწორედ ამიტომ ეწოდა ჩემს წიგნს „ალქიმური ტრაქტატები – ანგელოზის შედედების ხელოვნება“.
ეს სინათლე უნდა გავხადოთ მიწიერი, ხელშესახები, ორგანული, მისაღები სხეულისათვის, რომელიც აგვანთებს შიგნიდან მარადიული ცეცხლით.
კოლბაში სინათლის გარდაქმნა მოთვინიერება მიკრობიოლოგის საქმე უფროა ვიდრე მეტალურგის.
ჩვენ ვთესავთ სინათლეს კოლბაში არსებულ სპეციალურ მიწაში. ისევე როგორც დრაკონის კბილები დაითესა არესის წმინდა მიწაზე და მათგან მეომრები ამოვიდნენ. მეომრები ანსახიერებენ მეომარ სუბსტანციას.
არ დაგავიწყდეთ დრაკონი ცეცხლისმფრქვეველი არსებაა და ის ოქროს საწმისს იცავს, თანაც დაფრინავს.
ოქროს საწმისს მიუძღვენი წიგნი „ალქიმია – ოქროს საწმისი“, სადაც გადმოვეცი უნიკალური ცოდნა წრისა და მის ცენტრში არსებული წერტილის შესახებ.
მაშ ასე ალქიმიკოსი ეძებს წმინდა სულს, თავის მარადიულ ნახევარს, დაკარგულ სამოთხეს, ცენტრალურ სინათლეს, ცენტრალურ მზეს.
ჩვენი მიწის დამუშავებას „სინათლის თესვას და მოსავლის აღებას“ აგიხსნით შემდეგ წიგნში რომელსაც ეწოდება „ზეციური მიწათმოქმედება“.
სინათლე რომ შესქელდეს ის ჩვენს მიწაში უნდა დაითესოს. იქ უნდა მოკვდეს, დაიმარხოს, მერე გაღვივდეს და ხელახლა აღმოცენდეს, გაიზარდოს, მომწიფდეს.
ეს ჩვენი პური და ღვინოა. მედეას ღვინოზე დაყენებული კოლხური პური.
სინათლის მოსავლის ასაღებად საჭიროა გარკვეული მუდმივი ტემპერატურა, საჭიროა მოსავლის მოვლა, „მორწყვა“.
ჩვენი ღვინო არ შეიცავს სპირტს და ალკოჰოლს, ის შეიცავს სალამანდრას ცეცხლს, წმინდა სულს.
ამ ძღვენს მხოლოდ ის მიიღებს ვინც წესების მიხედვით იბრძვის.
წესები მთავარია როდესაც ეხები მარადისობას.
ტყუილი ბაქი ბუქი, ლაქლაქი, პროფანობა არ გაჭრის.
პროფანი მელაა რომელიც ვერ შეწვდა ყურძენს. ყურძნის გარეშე კი „ღვინო“ არ დგება.
ჩვენი პურის და ღვინის მომზადება დიდ დროს მოითხოვს ან დიდ სახსრებს. ღარიბებისათვის მხოლოდ დიდ დროს, მდიდართათვის დიდ სახსრებსა და მაღალ ტექნოლოგიურ ლაბორატორიას რაც მეტად ამცირებს დროს, მაგრამ ზრდის რისკს.
ორივე შემთხვევაში საჭიროა ზუსტი ცოდნა.
ცოდნას იძლევა ღმერთი, სული, საფეხურეობრივად.
ჯერ მოდის პირველი საფეხური – სწორი ცხოვრების წესის გაცნობიერება, ცოდნა. მერე მეორე საფეხური – სიყვარულის გაცნობიერება პრაქტიკა, შემდგომ სიზმარხილვის სწავლება როგორც მესამე გახსნა, მერე მეოთხე აშრამის გაკვეთილები, მეხუთე გამონათება კი ალქიმიაა, მისი შემეცნების, ათვისების გაცნობიერება, მიყოლა, სულის კარნახით მოქმედება. ყველა ეს საფეხური გადმოვეცი ჩემს წიგნებში.
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
მაძიებლის ვალია გახდეს სულიერი მეცნიერი, ახალი თაობის სწავლული, რომლის ცოდნაც შესაბამისობაში იქნება სამყაროს და ღმერთის კანონებთან.
ასეთი შესაბამისობის არ ქონა არის მიზეზი ადამიანის უძლურების, ავადმყოფობის, სიბერის, სიკვდილის. დრო არც ისე ბევრია როგორც გგონიათ. ყველა თქვენგანს შინაგანი ხმა ეუბნება, რომ რაღაც ახლოვდება, კარდინალური, გრანდიოზული, უდიდესი გამოცდა, დრო მთავრდება..
სინამდვილეში ორი რამ უახლოვდება თითოეულ ჩვენგანს: – ერთი ინდივიდუალურია: – სიკდილი, რომელიც პროფანს არაფრად მიაჩნია, და ეს მოცემულობა მუდამ არსებობდა პროფანისათვის, მიჰქონდა რა მისი სიცოცხლე ისევ და ისევ.
მეორე საზოგადოა – სამყაროსეული, მსოფლიო, კარდინალური, პლანეტარული, კოლოსალური ცვლილებები, რომელსაც ვერ გაივლის პროფანი, ეს ფაქტი ახალია და გადამწყვეტი თითოეულისათვის.
დისკუსია ამის შესახებ post