მაძიებელი ყველა ერთნაირად იქცევა, ეძებს უსაფრთხო პრაქტიკას. მათი საყვარელი კითხვაა ხომ არაფერი დამიშავდება, ხომ უსაფრთხოა, ხომ ყვლაფერი კარგადაა..
მათ ავიწყდებათ, უბრალოდ არ ესმით, რომ ნებისმიერი ცვლილება რისკია. ისინი ემზადებიან შეიცვალონ. ვინც ეძებს უსაფრთხოებას ის ვერ გაივლის სულიერი მეომრის გზაზე, განა ომში და ბრძოლაში შესაძლოა იყო უსაფრთხოდ?
სულიერი მეომარი აწარმოებს წმინდა ომს საკუთარი სულის მოსაპოვებლად. გააფრთრებულ ომს. ლამაზი ეზოთერული საუბარი კარგია, მაგრამ ომი რთულია, რადგან მოითხოვს გმირობას. საშუალო სტატსტიკურ ადამიანს გონია, რომ არ დადგება ცვლილების გზაზე და ამით აიცილებს ბრძოლას, მაგრამ ის უკვე იმყოფება ბრძოლის ველზე, მას შემდეგ რაც დაიბადა. ბრძოლაში კი ყველაზე პრაქტიკულია იყო მეომარი. ამიტომ ბრძლაში არ ჩართული უკვე მსხვერპლია.
საშუალო გაქანების ადამიანს მიაჩნია, რომ დაიბადა სექსისთვის, გამრავლებისთვის, სიამოვნებისათვის, ოჯახის შესაქმნელად, პროფესიის ასარჩევად და სხვა.. მან არ იცის, და არც აინტერესებს, რომ სული დაკარგული აქვს, მოსაძიებელი, საომარი და მოსაპოვებელი ბრძოლით. უსულო ადამიანი რასაც მიეკარება ყველაფერს შლის, აფუჭებს, წაბილწავს და ანგრევს. ამიტომ არც ოჯახი და არც სხვა არაფერი არ შეიძლება იყოს მყარი, მედეგი, ჰარმონიული, უსულო პიროვნებების მიერ შექმნილი.
რადგან ჩვენ ვიბადებით ამ მოცემმულობით, უსულოდ, გვრჩება მხოლოდ ერთი რამ – სულის მოპოვება!
სულის დაკარგვის პირველი შედეგია – ნაკლები ენერგია. ნაკლები ენერგიის გამოვლინებებია, უინტერესობა, ინიციტივის არ ქონა, კითხვების არ ქონა, შეგუებულობა, საშუალოთი კმაყოფილება, სტატისტიკის მორჩილება, შიში, უსაფრთხოეის ძიება, ჯოგური პრინციპით ცხოვრება, რუტინის მიყოლა და სხვა.
ცხოვრების საშუალო რუტინული წესი არის უენერგიობის შედეგი. ამის გამოსწორება შესაძლებელია ენერგიის ტოტალური ეკონომიით, მისი შენახვითა და დაგროვებით. ამისათვის საჭიროა ცხოვრების სწორი წესი. ყველაზე მეტი სასიცოცხლო ენერგია იხარჯება თვითდაკმაყოფილებისას, სექსის დროს, სიამოვნებათა განცდისას, მძიმე ცხოველური საკვების მიღებისას, ალკოჰოლის მოხმარებისას და ტკბილეულის მიღებით. ეს ყოველივე არის ცხოვრების არასწორი წესი რომელიც არამარტო ხარჯავს ჩვენს სასიცოცლო ენერგიას უაზროდ, არამედ გვავსებს ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის ხარჯზე მცხოვრები სხვა არსებებით, შემპყრობლებით. ისინი სიცოცხლეს გვისწაფებენ, ვიდრე სიკვდილამდე. შემყრობლებზე, არასწორი ცხოვრების წესზე, მის შედეგებზე სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ, ადამიანის ძალის ცენტრებზე იხილეთ ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“.
მაინც რატომ ირჩევს საშუალო სტატისტიკური ადამიანი იყოს საშუალო? იმიტომ, რომ მისი განზრახვაა მოკვდეს. მას შეეძლო განეზრახა გამხდარიყო ცოდნის ადამიანი, ღმერთის შვილი, მხსნელი, უკვდავი, მოგზაური, მკვლევარი, განდობილი, ამაღლებული, მაგრამ არა მან განიზრახა მოკვდეს.
რატომ განიზრახა ასე? – იმიტომ, რომ მიეტმასნა ყველას, ხალხს, მასას, რუტინას, დაეზარა გამოყოფა, გამორჩევა, გარჩევა, განსაკუთრებულობა, გმირობა, შრომა, შეცვლა.
რატომ დაეზარა? – იმიტომ რომ ენერგია არ ყოფნის!
სიკვდილის განზრახვით მცხოვრებთ ეწოდებათ მკვდრები.
არსებობს პირველი ფიზიკური და მეორე სულიერი სიკვდილი. საშუალოსტატისტიკური ადამიანი ორივეთი კვდება.
საშუალო ადამიანს აქვს გატაცება, სურვილები, მაგრამ არ აქვს სიყვარული. ის ურევს ემოციას სიყვარულში. ემოციურია მაგრამ უსიყვარულო. ამიტომ მისი „სიყვარული“ მალე მთავრდება. ასევე მალე მთავრდება მისი სიცოცხლეც, რადგან სიცოცხლე სიყვარულია.
ის ურევს სექსს სიყვარულში. აქვს ბევრი სექსი, თვითდაკმაყოფილება, მაგრამ არ აქვს სიყვარული. მან განიზრახა მოკვდეს, თუმცა არ იცის რისთვის, რატომ, რა დააშავა, უბრალოდ იმიტომ, რომ ყველა კვდება.
ის მიჩვეულია გააკეთოს ის რასაც ყველა აკეთებს, ყველას აქვს სექსი, ყველა სვამს, ყველა ერთობა, ყველას მოჰყავს მეუღლე და მანაც მოიყვანა, ყველა ქმნის ოჯახს, ყველას ყავს შვილები და მასაც, ყველა მუშაობს უღმერთოდ და ისიც, ყველა ღრეობს და ისიც, ყველა აპირებს სიკვდილს და ისიც. ყველა ავადდება, კვდება და ისიც.
ის, დაბადებიდან როგორც კი დაიწყო გარემოს აღქმა მიხვდა, რომ ყველა კვდება და დაეთანხმა ამას. მან არ ამოირჩია საკუთარი თავი მარადიული სიცოცხლისათვის, სისუფთავისათვის, სიყვარულისათვის, სულისათვის, ღმერთისათვის, გმირობისათვის. მან განიზრახა, იყოს მოკვდავი.
ის თეთრი ყვავია, არასტანდართულად მოაზროვნე, სიყვარულის, ღმერთის, გმირობის, სისუფთავის, სიწმინდის, სულის, სიცოცხლის მაძიებელი.
რჩეული იბრძვის სიყვარულის მოსაპოვებლად, მას არ აქვს სიყვარული, მაგრამ განიზრახა მოიპოვოს ის და იბრძვის დღენიადაგ სიყვარულის დასამკვიდრებლად საკუთარ თავში. სიყვარული ხომ სიცოცხლეა, მას კი ძალიან უნდა სიცოცხლე, სიყვარული ხომ ჭეშმარიტებაა, მას კი სწყურია ჭეშმარიტება, სიყვარული ხომ ჯანმრთელობაა, სიუხვეა, სიყვარული სიცოცხლეა სიუხვით, შესაძლებლობით, ნიჭით, უნარით, ძლიერებით, ღმერთით. სწორედ აქედან იწყება და მტკიცდება მისი განზრახვა „ჩაეწეროს უკვდავებში“, სულიერებში, ღმერთის შვილებში, რჩეულებში, მხსნელთა გილდიაში. ის ბეჯითად აპრაქტიკებს სიყვარულს, საათობით ყოველდღიურად, და ხედავს როგორ იცვლება მისი ცხოვრება, გარემო, შესაძლებლობები, უნარები, ნიჭები, ჯანმრთელობა, მოდის სიუხვე, სრულდება სურვილები და გულში ესახება აქამდე შეუძლებელი გეგმა – დაამარცხოს სიკვდილი როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად. ამის იმედს და საშუალებას იძლევა სიყვარულის დაგროვების, მოპოვების პრაქტიკა(იხილეთ ჩემი წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“). სიყვარულის პრაქტიკა ხომ ქრისტეს ცნობიერების შეძენის პრაქტიკაა, ღვთის სასუფეველის სიცოცხლეშივე მოპოვების ხელოვნება.
პირველი ნაბიჯი სწორი განზრახვისათვის მაძიებელმა უკვე გადადგა როდესაც აირჩია ცხოვრების სწორი წესი, მეორე გადადგა როდეაც აირჩია სიყვარულის პრაქტიკა, მესამე დიდი ნაბიჯი რომელსაც არასოდეს მიმართავს საშუალო ადამიანი არის სიზმარხილვა, მოგზაურობა სულში, ფიზკური სხეულის დატოვება, სიკვდილის კარიბჭის გავლა და უკან დაბრუნება სხეულში, მოპოვებული სულის პაწაწინა წილთან ერთად. სულის მოპოვებული წილი არის მისი შეუძლებელის შეძლების გარანტია, იმედი, საშუალება, სხეულში სულიდან გადმოტანილი სიცოცხლე.
გმირის დიადი მოგზაურობა დაიწყო, ის მიდის შორეულ ქვეყანაში რათა მოიპოვოს საკუთარი სული, მზეთ – უნახავი, მეორე ნახევარი, ღვთიური წილი, საკუთარი თავის მარადიული ნაწილი.
ეს მარადიული მეორე ნახევარი უნდა ვეძებოთ გაფაციცებით და არა საპირისპირო სქესი, ტყუპისცალი სული, ტყუპი ალი და სხვა პროფანული ზღაპრები.
სიზმარხილვა, სულში გადასვლა, ფიზიკური სხეულის დატოვება და უკან სხეულში დაბრუნება მოპოვებულ სულთან ერთად, მოითხოვს კონკრეტულ ცოდნას, პრაქტიკას რომელიც დაწვრილებით გადმოვეცი წიგნში „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
ეს უკვე მესამე ნაბიჯია გადადგმული მარადიული სიცოცხლისაკენ, ფიზიკური სხეულის სიკვდილის გამოცდილების გავლის გარეშე.
მაშასადამე სიკვდილის განზრახვის ნაცვლად ამ იშვიათმა ადამიანმა აირჩია მარადიული სიცოცხლის განზრახვა და ამით ჩაეწერა ცოცხლებში.
ის არ აპირებს მოკვდეს საწოლში, ავადმყოფი, ჩაფსმული, უძლური, მოსავლელი და ყველასაგან მიტოვებლი. ის იბრძვის საკუთარი მარადიული ნაწილისათვის და დგამს მეოთხე ნაბიჯს რაც გამოიხატება ღამით, ფიზიკური სხეულის მიღმა, სულიერ პლანზე გახსნილ სპეციალურ სასწავლო დაწესებულებაში „ცოდნის აშრამში“ სწავლაში. მას უკვე აქვს საშუალება სულიერ პლანზე დაესწროს მათ ლექციებსა და გაკვეთილებს, ვინც უკვე მოიპოვა მარადიული სიცოცხლე. ის ესწრება აშრამში გაკვეთილებს, ჩამოაქვს ეს ცოდნა სხეულში და იწერს დღიურში დაწვრილებით, შემდეგ მედიტირებს ამ ცოდნაზე და ხორცს ასხამს მათ(იხილეთ ჩემი წიგნი „აშრამის გაკვეთილები“ სადაც დაწვრილებით გადმოვეცი სულში, ბუდჰის პლანზე, აშრამში, მოსმენილი ლექციები და გავეთილები, რომლებიც ჩამოვიტანე სხეულში, ფიზიკურ პლანზე და ჩავიწერე დღიურში).
მაშ ასე, ჩენი რჩეული უკვე დაწინაურდა ოთხი ნაბიჯით და აშრამის გაკვეთილების საშუალებით უკვე ეჭიდება მეხუთე საფეხურს ცეცხლის ღვთიურ ქიმიას – ალქიმიას. ეს არის ღვთიური ცოდნა მატერიის(სხეულის) როგორც ცეცხლის ქიმიიის შესახებ, სხვაგვარად მას მიწის ქიმიას უწოდებენ. ფაქტიურად ალქიმია არის წმინდა სულის ქიმია. წმინდა სული განაგებს მატერიას, ქმნის მას, უვლის. შესაბამისად ალქიმია ღმერთის სახლად დაარსებული მატერიის ცეცხლით ქიმიური მოვლის ცოდნაა და შესაძლებლობა. ცეცხლში მე ვგულისხმობ სინათლეს.
ჭეშმარიტი ღვთიური ქიმიის შესახებ ცოდნა, სული წმინდის მოქმედება, შეგროვება და ცოდნა, გადმოვეცი ალქიმიური განხრით გამოცემულ წიგნებში „ალქიმია ოქროს საწმისი“ და „ალქიმიური ტრაქტატები“, მალე გამოვა ალქიმიური მიმართულების მესამე წიგნი „ზეციური მიწათმოქმედება“.
ამავდროულად რჩეული აწ უკვე მოსწავლე და განდობილი კარგად ერკვევა მედიცინის ისეთ სფეროებში რაც სცდება ოფიციალურ მედიცინას და ეს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა იქ, სადაც საშუალო ადამიანი მას კარგავს უკანმოუხედავად. ამ მიმართულებით სადღაც ერთ კვირაში გამოვა ჩემი ახალი წიგნი „სამედიცინო კვლევები“.
რჩეულს სწორი ცხოვრების წესის, სიყვარულის პრაქტიკის, სიზმარხილვის, აშრამის გაკვეთილეის და ალქიმიური ცოდნის დახმარებით ეხსნება მეექვსე ნაბიჯიც მარადიული სიცოცხლისაკენ – სპეც ვარჯიშები.
საშუალო ადამიანისათვის ეს ვარჯიშები არაფერს ნიშნავს, რადგან რომც შეხვდეს მათ რაიმე ლიტერატურაში, ის ვერ ამოიცნობს მათში რამე ნიშვნელოვანს, რომც ამოიცნოს, არასწორი ცხოვრების წესი, შეპყრობილობის ხარისხი, უსიყვარულობა, ურწმუნოება, შესაბამისი არამიწიერი ცოდნის არ ქონა, სულიწმინდის ქიმიის არცოდნა, მას არ მისცემს საშუალებას სწორად, სისტემატიურად, მონდომებით და განზრახვით აპრაქტიკოს ისინი.
ზე კატეგორიის ვარჯიშთა ათვისება და შესრულება შეუძლებელია საშუალოსათვის.
ამ თემაზე გამოუშვებ, თუ ღმერთის ნება იქნება წიგნს – „არა ამქვეყნიური ვარჯიშები“.
მაშ ასე მიზანი თითქმის მიღწეულია, ერთ დროს საშუალო, მოკვდავი არსებობისათვის განწირული პიროვნება გახდა რჩეული, მხსნელი, გმირი, მარადიული სიცოცხლის მომტანი. მას მხოლოდ მეშვიდე საფეხურიღა დარჩა, რათა მიაღწიოს „მიუღწეველს“ ლეგენდას, მითს, სიუხვით სიცოცხლეს, მარადისობას, პირველი და მეორე სიკვდილის გაუქმებას.
მეშვიდე საფეხური მაშინ გაემხილება დეტალებში, როდესაც მზად იქნება. მეშვიდე საფეხურს ეწოდება ამაღლების რიტუალი.
დისკუსია ამის შესახებ post