შემოვიდა კითხვა – “არ ვიცი რითი დავიწყო და რა გავაკეთო, რომ თავი შევიცნო”.
ზოგადად კი შემოდის კითხვები, მაგრამ მე მათ არ ვამოწმებ, რადგან მათი ღირებულება ნულს უტოლდება.
სწორედ ასეთი კითხვაა ეს უკანასკნელიც. ვისაც თავის შეცნობა უნდა ის ამ კითხვას არ გააჟღერებს, და თუ გააჟღერებს, მაშინ ეს მინიშნებაა, რომ მას არ გააჩნია შესაბამისი მენტალური აღჭურვა რათა მან ვიწრო გზაზე იაროს.
დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანს რომელმაც არაფერი იცის საკუთარი თავის შესახებ უამრავი წიგნი აკრავს გარშემო, ინტერნეტის შესაძლებლობები ამ მხრივ ამოუწურავია. მართალია უმრავი ცრუ წიგნია ტომებად, პლაგიატი, ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ მაძიებელი მათ ამოცნობასაც ისწავლის თანდათან. როდესაც ამას ისწავლის არმოაჩენს, რომ ყოველი ათი ათასი წიგნიდან მხოლოდ ერთია ღირებული, დანარჩენი კი უბრალოდ შავი საძმოს თანამშრომელთა ნაშრომია, მხოლოდ ერთი მიზნით – დაგარწმუნოთ, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს და ყველაფერი ტყუილია და წყლის ნაყვა.
გარჩევის უნარი არ მოვა მანამ სანამ კითხვიდან პრაქტიკაზე არ გადახვალთ, მასწავლებელს არ შეხვდებით ფაქიზ პლანზე და ის დახვეწს თქვენი გარჩევის უნარს.
აქ ისევ თავს იჩენს პრობლემა, მაძიებელს ძალზედ ხშირათ საკუთარი თავი ჰგონია უფრო ჭკვიანი და არ უსმენს მასწავლებელს. ასეთი ბევრი მყავდა დარბაზში, ისევე როგორც ფაქიზ პლანზე, მე მათ ლექციებს უკითხავდი ტკბილეულის მავნებლობაზე, ისინი კი ათეულობით შოკოლადს იძენდნენ ლექციის შემდეგ და შეექცეოდნენ. რატომ აკეთებდნენ ამას? იმიტომ, რომ თავი უფრო ჭკვიანი ეგონათ, თითქოს ეს წესი მათთვის არ იყო, ისინი თვლიდნენ, რომ ტკბილსაც შეჭამდენ და წვრთნაც სათანადოდ წავიდოდა. ზოგი სასიკებს ვერ შეელია, სხვები შაქარს, ქალებს, სექსს, თვითდაკმაყოფილებას და ა.შ. სად არიან ისინი დღეს? ისევ იქ სადაც დავტოვე! ზოგიერთმა დიდი გურუს მანტია მოირგო, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არასწორი ცხოვრებით ცხოვრობს, არ გააჩნია არავითარი პრაქტიკული გამოცდილება, მხოლოდ ლამაზად საუბარი ისწავლა.
სხვები თვლიან რომ ის, რასაც ვასწავლი სიცრუეა და მათ გაქცევით თავს უშველეს. სინამდვილეში თავს კი არა შემპყრობელს უშველეს, მისი დაიჯერეს. მათი გარჩევის უნარი გაუარესდა, გახდა დემონური, რომელთაც სინათლის ეშინიათ და ამავე დროს თავს აჯერებენ რომ სინათლეს ემსახურებიან.
იგივე ხდება „მაძიებელთა“ საზოგადოებაშიც, მე თვალყურს ვადევნებ ჩემი წიგნების მკითხველთ, მათი უდიდესი უმრავლესობა კითხულობს „ფლობის ბეჭედს“, „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნებას“, „აშრამის გაკვეთილებს“ და სხვა ჩემ წიგნებს, მაგრამ ტრენინგის ამ აუცილებელ ასკეტურ საფეხურს არ ითვალისწინებს. შედეგად მათი შეპყრობა არ მცირდება, ბნელი კითხულობს ნათელს და ჰგონია, რომ ეს მისთვის არ წერია. სწორედ ამაშია მისი სიბნელე და უკუღმართი აზროვნება, რაც სიბნელეს თან ახლავს.
ყველაზე დიდი მარწუხი რითაც შემპყრობელს უჭირავს საშუალო სტატისტიკური ადამიანი არის სექსი, თვითდაკმაყოფილება და აღმგზნები კვება.
არცერთი მასწავლებელი არ ენდობა ადამიანს ვინც არასწორად ცხოვრობს და შეპყრობილია.
შეპყრობილთ ახასიათებთ ახირებები, ბევრი ტყუილი, ფეთქებადობა, სხვისი დადანაშაულება, სიმართლის სახელით მოქმედება, იძულება, უკუღმართი აზროვნება და გარჩევის უნარის არ ქონა.
ნამდვილი მაძიებელი, რჩეული, სწარაფად ამკვიდრებს ასკეტური ცხოვრების წესს ერთხელ და სამუდამოდ, და გადადის წვრთნის შემდეგ საფეხურზე, რითაც ასუფთავებს საკუთარ თავს, გარკვეული კლასის შემპრობელთაგან, ხდება რა უფრო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებში. ამ მანევრით იზრდება ძიების ეფექტურობა ერთი ათად.
თუ მაძიებელი აქ გაჩერდა, ეგონა რა ასკეტიზმი ბოლო საფეხური, ის ვეღარ გაიზრდება, რადგან ასკეტიზმი მხოლოდ პირველი და აუცილებელი საფეხურია. ამ საფეხურის გარეშე მაძიებელი თავს იგდებს სასიკვდილო მდგომარეობაში, თუ გზას გააგრძელებს და დაიწყებს რაიმე სერიოზულ პრაქტიკას.
ანგელზები მას არ მიეკარებიან, თუ მიეკარებიან ის დაიფერფლება. ასეთ მაძიებლებს შვეელით მათი არასწორი და ცრუ პრაქტიკა, რასაც მისდევენ ჰგონიათ რა ის ჭეშმარიტი, რადგან არ გააჩნიათ გარჩევის უნარი. მისდევენ ვინმე პლაგიატ „გურუს“ ვინც ასწავლის პლაგიატ, არაფრისმომცემ პრაქტიკებს, რაც გარანტიაა მათი სიცოცხლის, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალური პრაქტიკისას ისინი თავისი არასწორი და უსუფთაო ცხოვრების წესით აუცილებლად გადაეყრებიან უფრო დიდ შემპყრობელს, ნამდვილ ბრდღვინავ ლომს და ეს მათ მიიყვანს უკეთეს შემთხვევაში შიზოფრენიამდე, წარმოუდგენელ შიშებამდე, არაადექვატურ ფსიქიურ მდგომარეობამდე, თვითმკვლელობამდე, წამლის, ფსიქოდელიების უკონტროლო მოხმარებამდე, გაუკუღმართებულ სასქესო კავშირებამდე და სხვა.
თუ მოხდა ისე, რომ პრაქტიკამ უსუფთაო, ბნელი მაძიებელი მაინც მიიყვანა სინათლის ძლევამოსილ ანგელოზთან, მაშინ ანგელოზთან შეხებსას ბნელი მაძიებელი უმალ დაიწვება, რადგან დიდი სინათლე და დიდი სიბნელე შეხებისას წარმოქმნის აფეთქებას, „მოკლე ჩართვას“, შემჭმელ ცეცხლს და მაძიებელი იფერფლება. საუკეთესო შემთხვევაში ის მოკვდება ინფაქტით, ინსულტით, გულის შეტევით ან მსგავსით..
როგორც წესი აქამდე არ მიდის ხოლმე საქმე, რადგან ბნელი, გარჩევის არ მქონე, ამასთანავე მასწავლებლის გარეშე დარჩენილი მაძიებელი, ვერასოდეს იპოვის ჭეშმარიტ პრაქტიკას.
მსგავსი ყოველთვის იზიდავს მსგავსს.
სიყვარულის პრაქტიკა რომელიც გადმოვეცი წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“, არის ემოციურ მენტალური სისუფთავის გარანტია, ისევე როგორ სწორი ცხოვრების წესი არის ფიზიკურ ეთერული სისუფთავის გარანტია.
ტურისტული ინტერესით ამ გზაზე გავლა იგივეა, რომ გაუვალ ჯუნგლებში ჩახვიდეთ და ისეირნოთ მშიერი მტაცებლების გვრდით.
ჩვენი გზა ციცაბო, ძალიან მაღალ მთაზე გამავალი საცალფეხო ბილიკია, გმირების სასიარულო, თავგანწირვის აქტი.
ხდება ისე, რომ სწორედ ზარმაცი, უპასუხისმგებლო, მშიშარა, ცრუ ადამიანები ცდილობენ ამ გზაზე გავლას თავიანთი ტურისტული ამპარტავანი ინტერესით, ჰგონიათ რა თავი რჩეული.
ასეთი ტურისტი უმალ შეიცნობა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით როგორც საკუთარი თავის ასევე გარშემომყოფთა მიმართ. ის ატყუებს როგორც საკუთარ თავს ასევე გარშემომყოფთ წარადგენს რა შიგნით და გარეთ თავს რჩეულად. მხოლოდ დროის საკითხია ეს წარდგენა როდის მოხდება.
ამ მიზეზით გარშემო უამრავი „გურუა“, „იოგი“, „ოსტატი“, „მასწავლეელი“, მენტორი, ასტრო ფსიქოლოგი, ქოუჩი და სხვა.
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post