ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ტრადიციულ რიტორიკას იმის შესახებ რომ ადამიანი არის ევოლუციის ბოლო საფეხური და იგი განაგებს ბუნების ყველა სამეფოს, რომ იგი ღმერთის შემოქმედების გვირგვინია. სინამდვილეში კი, ადვილი დასანახია, რომ ადამიანი არ არის არავითარი დამაგვირგვინებელი ქმნილება, რომ ის ვერ უვლის ბუნების ვერცერთ სამეფოს, რომ ის ერთერთია და არა ერთადერთი! ევოლუციური განვითრების კიბე ადამიანის ზემოთაც ვრცელდება და ჩვენ ამ კიბის მხოლოდ მეოთხე საფეხურზე ვართ. ჩვეულებრივ ადამიანს ბევრად გაუსწრეს წინ ზე-ადამიანებმა – ეს ტერმინი აღნიშნავს იმ არსებებს რომლებმაც გადააბიჯეს განვითარების ადამიანურ საფეხურს. იერარქია – ეს სულთა სამეფოა, ბუნების მეხუთე სამეფო, ანუ ღვთის სასუფეველი(სამეფო). მასში შედიან ისინი, ვინც გადავიდა სუფთა ადამიანური ევოლუციური სტადიიდან იმ საფეხურზე, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ზეადამიანური სტადია. იერარქია – არის პლანეტარული სიყვარულისა და სიბრძნის საცავი, ის აფორმირებს სინათლისა და სიყვარულის გეგმას, რომელიც ანხორციელებს ღმერთის მიზანს და წინ მიჰყავს კაცობრიობა. მიუხედავად იმისა რომ კაცობრიობა სრულ უმეცრებაში იმყოფება მის ზემოთ მდგომ არსებებთან მიმართებაში, ჩვენთვის მაინც ცნობილია ზოგიერთი ზეადამიანის სახელი, აი ისინიც: – იესო, მარიამი, ბუდა, სენ-ჟერმენი, ლანტო, ნადა, ილარიონი, პავლე ვენეციელი, ანა რაჯი, კუტ ჰუმი, სერაპის ბეი, ელ მორია, გუან ინი და სხვანი….
ყველა მათგანი სიყვარულით ამაღლდა და დღემდე აქ არის ადამიანების დასახმარებლად. ახლოვდება დრო როდესაც ისინი გამოჩნდებიან ჩვენს შორის ღიად და ყოველილი დაფარული გაიხსნება. მანამდე კი ხდება მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. ადამიანებს ზოგადი ცოდნა მაინც უნდა ქონდეთ იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს სულიერი იერარქია, რა გეგმები აქვს მას და როგორი ეტაპებია გასავლელი რათა ეთერული აშრამები მიწაზე დაფუძვნდეს.
ზეადამიანები ძალიან ცოტანი არიან კაცობრიობასთან შდარებით. ყველას უჩნდება კითხვა რატომ ხდება ასე?
საქმე იმაშია, რომ გარდა ყველა დანარჩენი პირობისა, რომელიც საჭიროა იმისათვის რომ ადამიანმა მიღოს ეს ამაღლებული წოდება(რომელიც აღნიშნავს მის გადასვლას ევოლუციის შემდეგ საფეხურზე), საჭიროა, კანდიდატი უფრთხილდებოდეს და აგროვებდეს ენერგიას. ენერგია ქვეცნობიერად, ავტომატურ რეჟიმში გროვდება სექსუალურ ცენტრში, მაგრამ ამ ცენტრის “ტევადობა” შეზღუდულია. კაცობრიობა უმიზეზოდ და ძალზედ ხშირად აძლევს თავს უფლებას უმიზნოდ და საკუთარი სიამოვნებისათვის, გასართობად, ხარჯოს სექსუალური ენერგია. შედეგად, ის ყოველთვის რჩება მხოლოდ ადამიანად(ხშირად კი ცხოველურ ბუნებასაც ამჟღავნებს). სექსუალური ენერგიის მხოლოდ მოფრთხილება და შნახვა არ კმარა იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას მნიშვნელოვანი შედეგი, საჭიროა ამ ენარგიის გადატანა დიაფრაგმის ზემოთ განლაგებულ ცენტრებში. ეს საკითხი რომ სწორად გადაიჭრას საჭიროა იერარქიის იმ გაკვეთილების შსწავლა რომელებიც ინდივიდუალურად გაემხილებათ მოსწავლეებს ღამ ღამობით, ეთერულ პლანზე, ამაღლებულ მეუფეთა მიერ დაარსებულ აშრამებში სწავლისას. ადრე თუ გვიან ყველა მოსწავლე მიდის იმ დასკვნამდე, რომ გულის ცენტრის გააქტიურების გარეშე ენერგიის ატანა შუძლებელია. ხოლო სიყვარულის გარეშე გულის ცენტრის გააქტიურებაა შეუძლებელი.
საბოლოოდ გამოდის რომ ზეადამიანობისაკენ მიმავალი გზა გადის ენერგიის სწორად დაგროვებასა და მის სწორ გადანაწილებაზე სიყვარულის მეშვეობით! ეს სიწმინდის გზაა!
ამ გზაზე მხოლოდ ის ადამიანები დგებიან და აღწევენ შედეგს ვისაც უკვე აღარ აინტერესებს სექსუალური ენერგიის ცხოველური ასპექტები და ახლა მხოლოდ მისი ღვთიური ტრანფორმაციია და ამაღლება აინტერესებს.
სექსუალური ენერგიის დათრგუნვა არაფრის მომცემი და საშიშია. როდესაც ადამიანი ამოწურავს ინტერესს ამ ენერგიის უაზროდ ხარჯვისა და ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილების მიმართ, სწორედ მაშინ დგება ჭეშმარიტი მოსწავლეობის დრო.
დისკუსია ამის შესახებ post