შაბათი, მაისი 31, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი პოსტები

მედიტაცია

(ამონარიდი ჩემი წიგნიდან აშრამის გაკვეთილები)

ოქტომბერი 2, 2023
კატეგორია: პოსტები
0 0
A A
0

  სრულყოფილი მედიტაცია იწყება გრძელდება და სრულდება გარკვეული თანმიმდევრობით. როგორ უნდა მივხვდეთ სრულად შესრულდა თუ არა მედიტაცია? ამისათვის გვაქვს შემდეგი პარამეტრები:

      1 – მედიტაცია აუცილებლად უნდა შესარულდეს სხეულის სრული მოდუნებით. ამავე დროს სხეულის სრული მოდუნება არის მედიტაციის პირველი ეფექტი და შედეგი.

      2 – მედიტაცია აჩერებს შინაგან დიალოგს, ანუ შინაგანი დიალოგი დაიყვანება ერთ ან რამოდენიმე ფრაზამდე, ან სულაც წარმოსახვამდე.

      3 – მედიტატორი გადადის სხვა სივრცესა და დროში, ანუ ხედავს ხილვას, სხვა რეალობას, სხვა სამყაროს, ის აბსოლიტურად მოწყვეტილია ტრადიციულ რეალობას, აღარ იმყოფება მასში.

      4 – მედიტატორი უბრუნდება ტრადიციულ რეალობას, ამ ფაზას ეწოდება დაბრუნება.

      საშუალოსტატისტიკური ადამიანი გამოკეტილია ერთ რეალობაში, სამყაროში, დროსა და სივრცეში – ეს მდგომარეობა შეესაბამება პიროვნებასა და პიროვნულობას, ეგო-ს და ეგო-იზმს. მეორეს მხრივ სული თავისუფალია დროისა და სირცისაგან, მისი მდგომარეობა მოიცავს მრავალ დროსა და სივრცეს, რეალობას.

      მედიტაციის მთავარი არსი არის სულთან ინტეგრირება, მისი მდგომარეობის მიღწევა, სულის დაბრუნება. ამიტომ რეალობათა ცვლა, გადადდგილება ერთი რეალობიდან მეორეში, დროსა და სივრცეში მოძრაობა არის სულთან დაახლოების – გასულიერების საშუალება.

       ჩვენ მივდივართ სულისაკენ და ამავე დროს სული მოდის ჩვენსკენ. მედიტაცია არის საშუალება მიიღო გაკვეთილები სულისაგან, მასწავლებლისაგან, განახორციელო ღვთიური ნება. როდესაც მოსწავლე მზადაა მასწავლებელი მოდის. სინამდვილეში მასწავლებელი არის სხვა რეალობაში, დროის მიღმა, და სწორედ მოსწავლე მიდის მასწავლებელთან მედიტაციაში, გადაადგილდება რა თავისი ტრადიციული რეალობიდან სხვა დროსა და სივრცეში. როდესაც მოსწავლე სწავლობს მედიტირების საშუალებით სხვა რეალობაში გადასვლას სრულ ცნობიერებაში, და ამას ანხორციელებს სისტემატიურად და მიზანმიმართულად, მაშინ ის მზადაა. ასეთ გადასვლებს ადრე თუ გვიან მოჰყვება მასწავლებელთან შეხვედრა. ერთი, ორი, ასი, ათასი და ა.შ. შეხვედრისას მასწავლებელი მოსწავლეს არიგებს, აძლევს რჩევებს, მოძღვრავს, ასწავლის, უხსნის, უმხელს საიდუმლოებებს, აჩვენებს ჭეშმარიტებას, აზიარებს ღმერთს.

         სადღეისოდ უამრავი ადამიანი ცდილობს იმედიტიროს, თუმცა საუკეთესო შემთხვევაში ბევრი მათგანი აღწევს მხოლოდ პირველ საფეხურს – მოდუნებას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი, მაგალითად მედიტირების არასწორი მეთოდი, ფორმა, სახე, დრო, ხანგრძლივობა, ან არასათანადო მონდომება, ჟინი, არასისტემატიურობა, არასწორი ცხოვრების წესი და სხვა.

          მიწიერ პლანზე მასწავლებელი ეწოდება მას ვინც ასეთი გადაადგილებებით და მასწავლებელთან კონტაქტით მიიღო რამოდენიმე ათასი გაკვეთილი. ასეთი ადამიანები ძალედ ცოტაა.

          ყველა მედიტატორს უნდა გააჩნდეს მიზანი თუ რისთვის მედიტირებს. შესაბამისად მას ეცოდინება რომელ საფეხურს უნდა მიაღწიოს. თუ მიზანი მხოლოდ დასვენება, მოდუნება, ელემენტარული ჯანმრთელობა და რელაქსაციაა, მაშინ პირველი საფეხური საკმარისია, მაგრამ თუ ჭეშმარიტების შეცნობა და შესაბამისად მასწავლებელთან კონტაქტია მზანი, მაშინ სრულყოფილი მედიტაციაა საჭირო თავისი ოთხივე საფეხურით.

          თუ ადამიანმა ეს გზა არ გაიარა თავად და ამავე დროს პრეტენზია აქვს მასწავლებლობაზე და სხვა ადამიანების განსწავლაზე, ის მხოლოდ თავს იტყუებს და სხვასაც ატყუებს. მეორეს მხრივ თუ ადამიანს პრეტენზია აქვს ჭეშმარიტების მიღწევაზე, გასხივოსნებაზე, სულთან კონტაქტზე, მაგრამ საკუთარ მედიტაციაში პირველ საფეხურს ვერ სცდება, მაშინ ისიც თავს ატყუებს.  მაძიებელთა უდიდესი უმრავლესობა ისევე როგორც “მასწავლებელთა” უდიდესი უმრავლესობა საკუთარ თავსა და ერთმანეთს ატყუებენ. ეს გარემოება ქმნის დამატებით სირთულეებს სულისათვის და სულიერი იერარქიისათვის ისევე როგორც ახლად გამოჩეკილი მაძიებლისათვის.

         სადღეისოდ უამრავი სწავლება არსებობს, სხვადასხვა განხრით, ტექნიკური აღჭურვითა და თეორიით. მათ ჰყავთ უთვალავი მიმდევრები მთელს მსოფლიოში. საქმე იმაშია, რომ ეს ყოველივე არაფერს ნიშნავს, რადგან რეალური სულიერი მიღწევები მოდის მასწავლებლისაგან რომლამდეც უნდა მივიდეს მაძიებელი სისტემატიურად, საკუთარ მედიტაციაში. ამიტომაა სწორედ, რომ სწავლება, თეორიები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მაძიებლები ბევრია, მაგრამ შედეგი ცოტა. 

          G.K.

         საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს თეორიული მონახაზი, ხოლო პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, მსურველებმა მომწერეთ ფეისბუკზე პირადში.

https://www.facebook.com/giorgi.olmek

გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

მე გახლავართ გარკვეული ხარისხის მოსწავლე და დიდი სიამოვნებით ვემსახურები იერარქიას! ვასრულებ ჩემი ხარისხის შესაფერის გარკვეულ სამუშაოს – ეს არის ჩემი მსახურება!

შემდეგი პოსტი

ძიება

სიყვარულის პრაქტიკა

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !