შენი მეგობრები…. – თქვა ალანამ, მოტრიალდა რა მოულოდნელად ჩემკენ.
– ისინი, ვინც ასე დიდი ხანია გიცნობენ შენ…. შენ დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიშორო ისინი.
მე ვიფიქრე, რომ ის გაგიჟდა და მისი დაჟინება უკვე იდიოტური ხდება, მაგამ არაფერი უთხარი. იგი მომაჩერდა სახეზე და გადაიხარხარა..
– მე ვიგულისხმე არა ადამიანები, – ახსნა მან, – არამეტ ის ნეგატიური ხასიათები და მიდრეკილებები, თვისებები, რომლებსაც შენ ასე დიდი ხანია დაათრევ თან. შენ იმდენად მიეჩვიე მათ, რომ ისე ექცევი როგორც მეგობრებს. შენ დაუყოვნებლივ უნდა მოიშორო ისინი.
უეცრად თავი ისე ვიგრძენი, თითქოს მის გვერდით მივდიოდი სრულიად შიშველი და არავითარი შესაძლებლობა არ მქონდა დამფარა სხეული. ისევ სიჩუმე ვარჩიე და არ ვუპასუხე…
ალანამ კიდევ რამდენიმ ნაბიჯი გადადგა ქვემოთ და პირდაპირ მიწაზე დახაზა წრე, დიდი წრე, მერე კი მე დამიძახა:
– ხედავ?
– დიახ, ეს წრეა, – ვუპასუხე მე.
ალანამ, გამოიყენა რა ჯოხი, გააღრმავა ხაზები, შეასწორე მისი გარშემოწერილობა, მერე დახატა ხაზი, რომელიც წრეს კვეთდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, და კიდევ ერთი, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ…..
– წრე რომელიც მე დავხატე, – ეს მაგიური წრეა, – თქვა მან და მიმანიშნა ნახატზე. – ორი ხაზი კვეთს მას ოთხი მიმართულებით…
– ოთხი მიმართულება – ეს არის აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, – თქვა ალანამ, – აღმოსავლეთი წარმოადგენს სულიერ ენერგიათა ცენტრს; დასავლეთი თვითფლობას. თუ რაიმეს გააზერება გინდა, შენი ყურადღების მიმართულება უნდა იყოს დასავლეთი. სამხრეთი განკუთვნილია სასიხარულო აზრებისა და მოქმედებებისათვის, თავგადასავლებისათვის, ხოლო ჩრდილოეთი სიბრძნისათვის…
– მე მინდა რომ შენ აირჩიო მიმართულება, – თქვა ალანამ. – როდესაც მიმართულებას ირჩევ, ღრმად ჩაისუნთქე და მოდუნდი. სახე პირდაპირ წინ მიმართე. მიეცი ნება შენს მზერას გახდეს მოშვებული, არ უყურო რაიმე კონკრეტულს. ამას ეწოდება რბილი მზერა, ანუ რბილი ხედვა. ყურადღება მიაქციე იმას, რომ როდესაც იყენებ რბილ ხედვას, შენ არ უყურებ დაძაბულად რომელიმე საგანს, არამეტ ხედავ ყველაფერს ერთიანად. ამ შემთხვევაში შენი გონება გახდება მშვიდი, და შენ აღმოაჩენ, რომ აყურადებ, შინაგანად აყურადებ(უსმენ). რამოდენიმე წამში მოატრეიალე თავი აღმოსავლეთით….
– დაიმახსოვრე შენი შთაბეჭდილებანი ამ რბილი ხედვის ნაკადისაგან. მიყევი საკუთარ შეგრძნებებს.
მე ვინანე, რომ თან არ მქონდა ჩემი ბლოკნოტი, და უთხარი ალანას ამის სესახებ.
– შენ არ გჭირდება არაფრის ჩაწერა, – თქვა მან. – შთაბეჭდილებები, რომელსაც შენ იღებ, შეინახება შენში, ღრმად შიგნით, იმ მომენტში, როდესაც შენ მათ განიცდი. მომავალში, იმისათვის რომ გაიხსენო ისინი ნებისმიერ დროს, შენ დაგჭირდება მხოლოდ გაიხსენო ეს წამი, იმ მომენტის შეგრძნებები, როდესაც ისინი წარმოიშვნენ. შენ გესმის ჩემი?..
– მესმის, – უთხარი მე.
– მაშინ დაიწყე, – თქვა მან.
მე ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე მოვდუნებულიყავი… მე ვიყურებოდი აღმოსავლეთით, ჩემი მზერა გაიფანტა, და მე ვიგრძენი ის, რასაც ალანა ეძახდა რბილ ხედვას, დავინახე რა ყველაფერი რაც გარს მეკრა მთლიანად. მდინარე უკვე ისე აღარ მიედინებოდა როგორც ადრე, წრის მიღმა, არამეტ გახდა მიწაზე დახატული მაგიური წრის ნაწილი; ყავისფერი წყალი შეერია მუქ მიწას, ხოლო მწვანე ფოთლები მდინარის ნაპირას – მწვანე ღეროებს, რომლებიც ზემოდან დაჰყურებდნენ წრეს. ამასთანავე წყლის დინება თითქოს აცოცხლებდა მიწას, ხოლო მიწა – ანელებდა წყლის დინებას.
წუთის შემდეგ ალანამ მკითხა, რომელი მიმართულება ავირჩიე მე ჩემი რბილი ხედვისათვის და რა დავინახე. მე მოვუყევი. საკმად დიდი ხანი ის ჩუმად იყო.
– შენ შეიგძენი ენერგიათა შერევა, – ბოლოს თქვა მან, – იცი ეს რას ნიშნავს?
– არა, – ვუთხარი მე, მოუთმენლად ველოდი იმის გაგებას, თუ როგორ ახსნიდა ალანა.
ალანამ თავი გაიქნია.….
– მე არ შემიძლია მოგიყვე ეხლა, ჯერ დრო არ დამდგარა. – თქვა მან.
– რას გულისხმობთ? – იმედგაცრუებულმა ვკითხე მე.
– ზუსტად ამას, – თქვა მან. – ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ როდესაც დრო დადგება.
– ალანა, – ვთქვი მე, გაბრაზებულმა და საკუთარ მოთმინებასთან გაუმკლავებლობით. მე ვგრძობდი რომ მან იცის რაღაც მნიშვნელოვანი იმ წიგნისათვის, რომელსაც მე ვწედი. – მე მინდა ეს ვიცოდე ეხლა. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამის გაგება ზუსტად ეხლა.
მან თავი გააქნია და მდინარისაკენ შებრუნდა. მე გავბრაზდი….
– ენერგიათა შერევის შენი პირველი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ისწავლო მოქნილობის ხელოვნება.
– არავის არ შეუძლია შეურიოს ენერგიები ვინმესთან არ რამესთან, თუ ის მოქნილი არაა, – გააგრძელა მან. – ნუთუ არ გესმის, ხეზერ, რომ როდესაც შენ ცდილობ დამარწმუნო მე იმაში, რომ მე უნდა მოგიყვე რაღაც, რამაც, ჩემი პირადი სიტყვებით, უნდა მოიცადოს, შენ იჩენ სიჯიუტეს და ასეთი სიჯიუტე წარმოადგენს მოქნილობის არარსებობას…..
– შენ გესმის, როგორ მოვიდა შენთან შერეული ენერგიების ხედვა? – მკითხა ალანამ.
– თქვენ თქვით, რომ ეს რბილი ხედვაა, – ვუპასუხე მე.
– ხო, ხო, რბილი ხედვა, – თქვა მან. – ის მოდის როგორც შედეგი მზერის მოდუნებისა და გაფანტვისა. შენ უნდა დაიწყო, რაც შეიძლება ხშირად, უყურო ცხოვრებას ასეთი სახით, სანამ საბოლოოდ არ დაინახავ ყველა ენერგიის შერევას.
დისკუსია ამის შესახებ post