– დღეს მე მინდა ვისაუბრო შენთან გაეარიანებულ ენერგიებთან გადასვლაზე, – თქვა ალანამ. შემდეგ მან მთხოვა გამეგრძელებინა რბილი ხდვის გამოყენება, როდესაც შევალთ ჭალაში და მეცადა რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო იგი.
– თუ ის დაიწყებს შენგან დასხლტომას, – თქვა მან, – მიიზიდე იგი უკან. ასე შენ შეძლებ ამაღლებული ცნობიერების მდგომარეობაში დარჩენას.
მე ვიყავი დაძაბული და განვიცდიდი გარკვეულ სირთულეებს, რბილ ხედვაზე დაბრუნებისას, მანამდე, სანამ მთლიანად არ მოვდუნდი…
– როდესაც მე მიყურებ, ისმენ, რასაც მე ვსაუბრობ, არ დაგავიწყდეს იყურო რილი მზერით, – თქვა მან, – ხოლო როცა ისმენ, ისმინე მსუბუქი, რბილი სმენით…
– გადახვიდე გაერთიანებულ ენერგიებზე, – თქვა მან, – ნიშნავს იმყოფებოდე თანხმობაში გარე სამყაროსთან. სამყარო არ წყვეტს, ვინ ხარ შენ, და შენც არ წყვეტ, რა არის სამყარო. როდესაც ეს ორინი იღებენ ერთმანეთს, წარმოიქმნება გაერთიანებული ენერგია…..
– როდესაც შენ იმყოფები რბილ ხედვაში, როდესაც შენსა და სამყაროს შორის არსებობს თანხმობა, – თქვა მან, – შენ გრძნობ საკუთარ თავს ბედნიერად და გახარებულად. ამავე დროს შეუძლებელია ვინმესთან არ რამესთან იკამათო.
– ამავე დროს შეუძლებელია გაბრაზდე, – დავამატე მე…
– ყველა უარყოფითი ემოცია მოდის ხისტი მზერიდან, – თქვა ალანამ, – რბილი ხედვა იწვევს მხოლოდ დადებით გრძნობებს.
– მაგრამ ხანდახან ხდება განსხვავებული მოვლენები, – ვთქვი მე, – და გვაიძულებს ჩვენ ვიყუროთ ხისტი ხედვით.
– ხისტი ხედვა – ეს არ არის ცუდი, – თქვა ალანამ. – ეს ძალზედ სასარგებლო საშუალებაა, მაგრამ მისი გამოყენება საჭიროა შეგნებულად და არ უნდა მივეჯაჭვოთ მას, როგორც მზერის ერთადერთ ფორმას. ხანდისხან გვიწევს ნემსის ყურის შესწავლა, მაგრამ მას შემდეგ რაც დავამთავრეთ ნემსის გასაყრელი ყურის შესწავლა, ჩვენ შეგვიძლია მოვდუნდეთ რბილი ხედვაში.
– თქვენ გულისხმობთ, რომ, როდესაც ხდება რაღაც, რაც ჩემში იწვევს სიბრაზეს, მე შემიძლია განვთავისუფლდე მისგან, ყურადღების გადაწევით? – ვიკითხე მე. ….
– გააკეთე ისე როგორც მე, – თქვა ალანამ, უყურებდა რა ჭალას.
ის განაგრძობდა ერთ ადგილზე ტრიალს.
– როდესაც მე ვტრიალდები, მე გადამაქ ჩემი ყურადღება. იმიტომ რომ მე ვხედავ რაღაც ახალს, – ის გაჩუმდა და ისევ მოტრიალდა, – მე არ შემიძლია ვიგრძნო თავი ძველებურად. ჩვენი გრძნობები ემორჩილებიან ჩვენს ყურადღებას, – თქვა მან და გაჩერდა. – თუ ჩვენ გადაგვაქ ჩვენი ყურადღება ერთი საგნიდან მეორეზე ხისტი ხედვისას, ჩვენ ვრთავთ საკუთარ ემოციებს ხისტად, მაგრამ როდესაც ჩვენ ვადუნებთ ფოკუსს და ვიყურებით რბილად, ჩვენ ვფანტავთ მათ. პირველ ჯერზე შენ კარგად უნდა განავითარო რბილი ხედვა, რათა შეგეძლოს გადაწიო იგი ხისტი მზერიდან…..
– შენ მუდამ ან ბედნიერი ხარ, ან გაბრაზებული. გადახვიდე გაერთიანებულ ენერგიებზე რასთანაც გინდა – მდგომარეობს იმაში, რომ მიიღო ის, სადაც იმყოფები და ვინც შენს გვერდითაა, ხასიათის ამაღლებისა და დაცემის გარეშე, – თქვა ალანამ. – იყო ერთიანი ტყესთან ნიშნავს არ გაგაჩნდეს მის შესახებ არანარი აზრი – არც კარგი, არც ცუდი.….
– მე შამანი ვარ, ხეზერ, – თქვა მან, მიყურებდა რა გამომეტყველებით, – და ეს მაიძულებს მე ვიყო უბრალოდ ის ვინც ვარ, კუნძული, რომელიც შედის გაერთანებულ ენერგიაში. მე არ ვეკუთვნი არავითარ ჯგუფს, არავითარ კულტურას. მე შევდივარ თავისუფლებაში და ვუწილადებ თავისუფლად, ყოველგვარი მოლოდინების გარეშე მათ მიმართ, ვინც იღებს გამთლიანებისა და პირადი ძალის ძღვენს.
მე ძალიან მინდოდა ამ სიტყვების დაჯერება. … ერთხელ მე უკვე ვკითხე მას, რაშია მისი ცემდამი ასეთი ინტერესის მიზეზი, რატომ ზრუნავს ის ასე ზალიან ჩემზე და თვლის საკუთარ თავს ჩემთვის მნიშვნელოვნად, და მე ვკიტხე მას ამის შესახებ.
– არის ბევრი მიზეზი, – ნელა წარმოთქვა მან. – სენ მემკვიდრეობიტ მიიღე შენი ბიზის რანჩო, ხოლო ბიძაშენმა მთხოვა მე დაგხმარებოდი.
– რატომ მჭირდება მე თქვენი დახმარება? – გავაწყვეტინე მე მას, ვიფიქრე რა, რომ მას იმიტომ ვანტერესებდი რომ მე ის რანჩო მივიღე მემკვიდრეობით რომლის ფლობაც მას სურდა.
– იმიტომ რომ, თუმცა შენ უფრო ბრძენი ხარ ვიდრე ისინი ვინც გარს გახვევია, შენში არის ნაწილები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან თავისუფალნი, – თქვა ალანამ. – სინამდვილეში შენ ყველაფერი იცი, მაგრამ შენ თავისუფალი არ ხარ იმის გამოხატვაში, რაც იცი…
მე განცვიფრებული ვიყავი იმით, რაც მან მითხრა, და დამავიწყდა ცემი სიშის შესახებ, რომ მას სურს ჩემი რანჩოს ფლობა. მე ვფიქრობდი იმაზე, რომ მე მთლიანად თავისუფალი არ ვარ, არასოდეს ვიყავი ტავისუფალი და შევეგუე აზრს ჭეშმარიტი თავისუფლების არ არსებობის შესახებ როგორც ადამიანური ცხოვრების წესი. ნუთუ ვინმეს ძაკლუძს იყოს ჭშმარიტად თავისუფალი ამ სამყაროში და გამოხატოს ეს თავისუფლება ყოველდღიურ ცხოვრებაში? მე ყოველთვის მწყუროდა თავისუფლება, მაგრამ ვერასოდეს ვგრძნობდი მას.
– იყო თუ არა თავისუფალი ჩემი ბიძა? – ვიკითხე მე.
– დიახ, – თქვა მან. – ის იყო თავისუფალი, მაგრამ ყოველთვის არა.
– რას გულისხმობთ?
– თავისუფლება უნდა დაიმსახურო, – თქვა მან, – დადგა დრო, როდესაც მან დაიმსაურა საკუთარი თავისუფლება, და შემდეგ ის ცხოვრობდა თავისუფლებაში.
– რას გულისხმობთ?
– ყველაფერს, – მიპასუხა ალანამ. – როგორც კი თავისუფლება მოპოვებულია, ის სამუდამოდ რჩება ადამიანის ცხოვრებაში.
– როგორ მოიპოვებს ადამიანი თავისუფლებას? – ვიკითხე მე….
– საკუთარი ჭეშმარიტი “მე” – ს მოსმენით, შინაგანი ხმის, და მასთან თანხმობაში მოქმედებით, – მიპასუხა მან. – მაგრამ დასაწყისში ადამიანმა უნდა გამოარჩიოს საკუთარ თავში ის თვისებები, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რასაც ის თვლის შინაგან ხმად, იქნება მხოლოდ მასთან მოლაპარაკე – მისი უარყოფითი მხარეების ყბედობა და მეტი არაფერი…
– შენ ყველაზე ბრაზიანი ადამიანი ხარ ხეზერ, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია. რომ განთავისუფლდე სიბრაზისაგან, ყურადღებით უნდა დააკვირდე სიბრაზეს….
– როგორც ჩანს, საკითხი რომელიც შენ ეხლა უნდა გადაჭრა ეხება მორჩილებას, – თქვა ალანამ, შენ უნდა გადაწყვიტო, მიღებ თუ არა მე, საკუთარ მასწავლებლად, თუ არ მიღებ!..
– ალანა, ის, როგორსაც თქვენ მე მხედავთ, სრულიად არ ემთხვევა იმას, როგორსაც მე მხედავენ სხები, – წარმოვთქვი მე. – მე პატივს მცემენ მთლიანად მთელს სულიერ საზოგადოებაში.
– მხოლოდ იმიტომ, რომ შენ დაარწმუნე საუთარი თავი და ისინიც, საკუთარ სულიერებაში, – თქვა მან, – მაგრამ არა იმიტომ, რომ შენი ბუნება ჭეშმარიტად მაღალსულიერია…
– კარგით, – დიდი ძალისხმევით წარმოვთქვი მე. – მე გიღებთ თქვენ საკუთარ მასწავლებლად.
მან არაფერი არ მითხრა, პირდაპირ მიწაზე დაჯდა ჩემს წინ და დაიწყო გასუფთავებული ჯოხის ფოთლებში გახვევა. შემდეგ მან მთხოვა ხეების ქვეშ ცოტა ხავსი, გირჩები და ფოთლები შემეგროვებინა და მითვის მომეტანა, რაც შევასრულე. ამ ყველაფრის გარდა, მე ფრთაც(ბუმბული) ვიპოვე, რომელიც ალბათ მიმინოს ეკუთვნოდა, და ესეც მივეცი.
ალანამ მთხოვა დავმჯდარიყავი იქვე და ჩუმად ვყოფილიყავი. .. ალანამ გამოიყენა ბალახები რათა მიება ხავსი და ფოთლები ჯოხისათვის. როდესაც სამუშაოს დაასრულა, ჩემდა გასაკვირად მას ხელში ეჭირა ფიგურა რომელიც კოიოტს წააგავდა, ყმუილის პროცესში.
მან ეს სკულპტურა მე მომცა.
– ეს შენ, – თქვა მან. – კოიოტი..
– კოიოტს მატყუარას ეძახიან, იმიტომ რომ ის ილუზიის ოსტატია, – თქვა ალანამ. – შენ უნდა დაიწყო შენს ცხოვრებაზე მისი ზემოქმედების გაცნობიერება.
მე ამ ფიგურას ხელში ვატრიალებდი. ის მართლაც ძალზედ წააგავდა კოიოტს, და მისი ხასიათიც გამოსჭვიოდა ამ ფიგურაში. მე ძალიან მესიამოვნა ალანასაგან ასეთი საჩუქრის მიღება.
– როგორც შენი მასწავლებელი, – თქვა მან, – მე მუდმივად გაჩუქებ რაღაცეებს. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შენც მომცე ხოლმე რამეები სამაგიეროდ.
მე არ ვიცოდი რა მეთქვა, და ვიგრძენი, რომ ჩემს სახეზე აშკარად გამოიხატა უხერხულობა.
– შენ იპოვი საშუალებას მომცე სამაგიეროდ, – თქვა მან, … – ნუ ინერვიულებ ამაზე. – ის ფეხზე ადგა, და მეც ავდექი მის გვერდით, ხელში კოიოტით….
HEATHER HUGHES – CALERO
დისკუსია ამის შესახებ post