დალოცვილია ღმერთის შვილი, მანათობელი მამის ბრწყინვალებით, საკუთარი დიდების განაწილების მსურველი, როგორც იყოფს მასთან დიდებას მისი მამა. შვილში არ არის განკითხვა, რადგან არ არის განკითხვა მამაში. ინაწილებს რა მამის სრულყოფილ სიყვარულს, შვილმა უნდა გაანაწილოს ყველაფერი, რაც ეკუთვნის მას(მამას), რადგან სხვაგვარად ის ვერ შეიცნობს ვერც შვილს, ვერც მამას. მშვიდობა შენ, დასვენებულო ღმერთში, რომელშიც მშვიდობს მთელი შვილობა.
J.C.
ყოველი თქვენგანი ვინც ერთს მაინც დაეხმარა ჩემი მრევლიდან – ის მე დამეხმარა!
J.C.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ფინასები, ნებისმიერი ოდენობის ფული, ან საგნები, უძრავი და მოძრავი ქონება წარმოადგენს საშუალებას რათა გამოვხატოთ და გავავრცელოთ სიყვარული, მხარი დაუჭიროთ სიყვარულს. არ არსებობს ისეთ რაიმე რაც სხვა მიზნით მიეცემა ადამიანს! ჩვენი ფიზიკური სხეული, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ენერგია, ურთიერთობები, ფინანსები, უძრავი და მოძრავი ქონება, თითოეული სიტყვა, გრძნობა და ემოცია, ეს ყოველივე ეძლევა ადამიანს მხოლოდ ერთი მიზნით – გაავრცელოს და გამოხატოს სიყვარული! მხარი დაუჭიროს სიყვარულს!
ბევრს ჰგონია რომ ეს იდეალისტური მიდგომაა და არაპრაქტიკული, მაგრამ ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს არაპრაქტიკული, მოუხერხებელი და ა.შ. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარ ქმედებათა შედეგად გამოწვეულ უკუქმედებებს.
თუ ადამიანი არ იპარავს, არ ქურდობს, არ ატყუებს, ექსპლუატაციას არ უწევს სხვის შრომას და არ პარაზიტობს სხვისი ქონების ძალადობრივი მითვისებით, მაშინ მასთან მისული ფულის რაოდენობა ზუსტად პროპორციულია მის მიერ გაცემული ენერგიისა! ესეიგი ფული გაცემული ენერგიის ექვივალებტია. რადგან თვით ენერგია სიყვარულის ექვივალენთია, გამოდის რომ ფული სიყვარულის ექვივალენტი ყოფილა. ყველაფერი რასაც სული აძლევს ადამიანს მოწოდებულია ემსახუროს სიყვარულს, მის გამოხატვასა და გავრცელებას, სულს მხოლოდ ეს მიზანი აქვს და ამ მიზნით ახდენს ენერგიის გამოყოფას სხეულისათვის. თუ სულის მიერ გამოყოფილი ენერგია არ ემსახურება სიყვარულს, მაშინ იქმნება მიზეზი, კარმა, სიბნელე, ხდება ღვთიური ენერგიების დისკრედიტაცია, არსწორი გამოყენება. თითოეული ასეთი არასწორად გამოყენებული ენერგია და მის მიერ გამოწვეული ცვლილებები თვით ფიზიკურ პლანზეც კი უნდა გამოსწორდეს, აღდგეს, ამაღლდეს, ამისათვის კი ადამიანი იძულებული იქნება ინკარნირდეს იმდენჯერ სანამ ყველაფერს არ აღადგენს და ღვთიური ენერგია, რომელიც დისკრედიტირებული იქნა წარსულში, არ აღდგება საწყის თვისობრიობამდე.
სადღეისოდ ფული იხარჯება ძირითადად არასწორი მიმართულებით და თითოეულ ადამიანს უქმნის მძიმე კარმას. ის, რაც მოწოდებულია იმისათვის რომ ემსაუროს სიყვარულს, ხშირად სიყვარულის გარდა ყველაფერს ემსახურება! თითოეული ადამიანი საკუთარი ნებით და არასწორი პრიორიტეტებით ფულის უდიდეს ნაწილს ხარჯავს საკუთარი სიამოვნებისათვის, კვებისათვის, სექსისათვის, გართობისათვის, ურთიერთობებისათვის რომლებიც სიყვარულს არ ემასხურებიან, ჯანმრთელობის აღსადგენად რომელიც სიყვარულს არ ემსახურება, სხეულის სისუფთავისათვის რომელიც ხშირად ასევე არ ემსახურება სიყვარულს, სწავლისთვის რომელიც არ მოიცავს სიყვარულის მეცნიერებას, – მაშ რას ემსახურება ფული თითოეული ადამიანი კეთილი ნებით?
ალბათ უკვე ხვდებით, დღეს რომ უბრალოდ ფული საჩუქრად გადაეცეს კაცობრიობას, ეს აქტი უმძიმეს კარმას შეუქმნის თითოეულ ადამინს, იმიტომ რომ ისინი ამ თანხას ისევ არასწორად განკარგავენ! გამოსავალი ერთადერთია – ვასწავლოთ ადამიანებს იზრუნონ სიყვარულზე, გასცენ და დახარჯონ ფული სიყვარულის გავცელების, გამოხატვისა და მხარდაჭერისათვის.
ადამიანებო! დროა უფრო ღრმად ჩაწვდეთ თქვენი ქმედებების შედეგებს! არასწორად დახარჯული სახსრები – ვალია! ეს ვალი ვერ შეგრჩებათ, ამ ვალს დიდი “პროცენტი” ემატება შედეგების სახით, რომლებიც ასევე უნდა იქნას გამოსწორებული. უამრავი ინკარნაციის პირობებში, საკუთარი სახსრების არასწორი განკარგვა, აუარებელ ვალს აგროვებს – რაც მძიმე ტვირთად აწვება ადამიანს. კარმა მხოლოდ მაშინ არ იქმნება როდესაც ფული და მატერიალური დოვლათი სიყვარულს მოაქვს და სიყვარულისთვისვე იხარჯება. სიყვარულს მოაქვს ნიშნავს – ადამიანები იძლევიან ამ სახსრებს საკუთარი კეთილი ნებით(იმიტომ არა რომ იძულებულნი არიან და არც იმიტომ რომ მათ ატყუებენ ან მათზე ძალადობენ და სხვა გზა არ აქვთ). ნებისმიერი საქმე თუ ის ემყარება კეთილ ნებას(ელემენტარული სიყვარული) და წარმოადგენს საყვარელ საქმიანობას, რომელსაც სიამოვნებით ასრულებს ინდივიდი, რომელიც ემსახურება სიყვარულსა და მოძმეზე ზრუნვას, რის შედეგადაც მასთან მიედინება ფულადი სახსრები – არ ქმნის კარმას.
როგორც უკვე დარწმუნდით ფულადი სახსრების მიღება და გაცემა მჭიდრო კავშირშია კარმასთან და მოითხოვს დიდ ყურადღებასა და სწორ განკარგვას! თითოეული ადამიანი კონცენტრირებულია ფინანსების შოვნის გზებზე და მეთოდებზე, მაგრამ მისი სწორად განკარგვა არავის ადარდებს. ხშირად მომისმენია ასეთი ფრაზა – “ვისი რა საქმეა, მე ვიშოვე და რაშიც მინდა იმაში დავხარჯავ”, ასეთი გამონათქვამები სრული უმეცრების შედეგია. რა თქმა უნდა თავისუფალი ნების პრინციპი მოქმედებს და ვისაც როგორ უნდა ისე იქცევა, მხოლოდ ერთი რამაა სავალალო – ხშირად ეს ქცევა მძიმე ვალებსა და კარმას ქმნის. ხშირად მაძიებელნი ვერ ხვდებიან რომ სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ურთიერთობები, გრძნობები, სხეული, წარმოდგენა წარმოსახვები, აზრები, ფინანსები, დოვლათი და ა.შ. ადამიანს ეძლევა იმისათვის, რომ ამ ინსტრუმენტების საშუალებით მან შეძლოს სიყვარულის გამოხატვა და გავრცელება. ადამიანის უმაღლესი ბუნება და მდგომარეობა სიყვარულია. ყველაფერი რაც სიყვარულის გარეშე ხდება ქმნის მიზეზს კარმას! თუ არ გაეცი ვერ მიიღებ! როდესაც ვერ იღებ, ქურდობაზე, წართმევაზე, მოტყუებაზე, ძალადობაზე, ან კიდევ უფრო მძიმე და აუტანელ პირობებში შრომაზე კი არ უნდა იფიქრო, არამეტ უნდა გადახედო შენს თავს – რას არ აკეთებ სწორად? სად არის მიზეზი? იქნებ არასწორად უყურებ სამყაროს, იქნებ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩა? იქნებ ყველაფერი გაცილებით მარტივია? ფულის შოვნაზე კი არა, სიყვარულზე უნდა იზრუნო და ფინანსები თავისით მოვლენ შენთან!
“იზრუნეთ მხოლოდ სიყვარულზე – ყველაფერი დანარჩენი კი თანამდევია და მოგეცემათ!”
ადამიანთა ინკარნაციები უთვალავია, ისინი კვლავ და კვლავ ბრუნდებიან განსხეულებაში რათა “გაისტუმრონ ვალები”, მაგრამ ნაცვლად ამისა ხშირად ახალ ვალებს აგროვებენ. ისინი ჯიუტობენ საკუთარ უმეცრებაში და არ ემორჩილებიან სიყვარულის კანონს, რომელიც არის – გზა სიცოცხლე და ჭშმარიტება!
წიგნების შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
დისკუსია ამის შესახებ post