დალოცვილია ღმერთის შვილი, მანათობელი მამის ბრწყინვალებით, საკუთარი დიდების განაწილების მსურველი, როგორც იყოფს მასთან დიდებას მისი მამა. შვილში არ არის განკითხვა, რადგან არ არის განკითხვა მამაში. ინაწილებს რა მამის სრულყოფილ სიყვარულს, შვილმა უნდა გაანაწილოს ყველაფერი, რაც ეკუთვნის მას(მამას), რადგან სხვაგვარად ის ვერ შეიცნობს ვერც შვილს, ვერც მამას. მშვიდობა შენ, დასვენებულო ღმერთში, რომელშიც მშვიდობს მთელი შვილობა.
J.C.
ყოველი თქვენგანი ვინც ერთს მაინც დაეხმარა ჩემი მრევლიდან – ის მე დამეხმარა!
J.C.
ამონარიდი ჩემი წიგნიდან “საუბრები წმინდანებთან”
ზოგიერთი მკითხველი არც თუ ისე იშვიათად მწერს, რომ მას უჭირს სიყვარულის განცდა, ღვთიური შეხედულებები, ადამიანების აღქმა ღვთიურ მოსიყვარულე არსებებად, პატიება და ა.შ.
ყველას უნდა მზა რეცეპტი თუ როგორ გადაერთონ უცებ სიყვარულით აღსავსე ცხოვრებაზე და განცდებზე. ადამიანთა უმრავლესობას არ ესმის, რომ მხოლოდ ერთი რომელიმე “ფანდით” სიყვარულის მორევში ვერ აღმოჩნდება, რომ ამისათვის ყველა ქცევის, თვისების და შეხედულების ძირეული შეცვლაა საჭირო.
ავიღოთ ისეთი თვისება როგორიცაა გაცემა, ჩუქება, ძღვენი.
ქრისტეს სიტყვებით რომ გითხრათ: ” შენი უნარი მიიღო ღმერთი დამოკიდებულია შენს სურვილზე აჩუქო, როგორც ჩუქნის ის”.
ეხლა ჩაიხედეთ საკუთარ თავში და თქვით, რამდენად განვითარებული გაქვთ თვისება აჩუქოთ? გასცეთ? რას გასცემთ ყოველდღიურად?
ამის პასუხის შემდეგ ადამიანები მეკითხებიან აბა პირადად შენ რას გასცემ?
მე ყოველდღიურად ვცდილობ გავცე ცოდნა, სწორი იდეები, მსოფლმხედველობა, სწავლება. ყოველდღიურად მრავალ საათს ვუთმობ მაძიებელთა კითხვებზე პასუხს, მათთან მიმოწერას სკაიპითა თუ ფოსტით. ვეხმარები ადამიანებს ფაქიზ პლანზე, ყოველღამიერად მაქვს უამრავი შეხვედრა, კონსულტაცია და ა.შ. გავცემ ყოველდღიურად ყველაფერს რაც შემიძლია, მათ შორის ფულსაც…….
როდესაც ამას ვუხსნი მაძიებელთ ისინი მეკითხებიან: რატომ აკეთებთ ამას? ეს თქვენს ვალად მიგაჩნიათ, თუ ვინმე ითხოვს ამას თქვენგან?
არავინ არაფერს არ ითხოვს ჩემგან. ეს ცხოვრების წესია, სწორი აზროვნების შედეგი.
ოკულტური კანონი ამბობს: “რასაც გასცემ(ოკულტურად ამას გაგრძელება ჰქვია) იმას ამკვიდრებ საკუთარ თავში“.
როდესაც მე გავცემ ცოდნას, მე მას ვამკვიდრებ საკუთარ თავში. როდესაც ერთ მაძიებელს მაინც ეხსნება სწორი ხედვა, ეს ხედვა მკვიდრდება ჩემში, მტკიცდება და იზრდება. ოკულტურად რომ ვთქვა – მე “ვაგრძელებ” ცოდნას(ცოდნის ხაზს, ღვთიურ ხაზს, ღვთიურ მენკვიდრეობას ….).
“მე ის ვარ რასაც ვაგრძელებ”! – ასე წერია უძველეს წიგნებში.
როდესაც მე ვამთლიანებ(სწორი ხედვით) ადამიანებს, ეს მამთლიანებს მე. მაშასადამე ერთადერთი გზა გაამთლიანო საკუთარი თავი არის – დაეხმარო “სხვებს” გამთლიანდნენ.
როდესაც მე გავცემ ფინანსებს, მე ვამკვიდრებ სუხვეს საკუთარ თავში. ნუ გავიწყდებათ რომ გასცე ნიშნავს მიიღო! თუ არ გაეცი ვერაფერს მიიღებ. თუ არ აჩუქე არაფერს გაჩუქებენ…..
ყველა სხვა შემთხვევაში რჩება მხოლოდ წელებზე ფეხის დადგმა და მხოლოდ ამის საფასურად ფინანსების მიღება…. ესეც გაცემაა, მაგრამ ხშირად მას არაადეკვატური მიღება მოსდევს. ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანი მძიმედ მუშაობს, წვალობს, მას არ უყვარს თავის სამსახური, გონებრივად დაძაბულია, აგრესიული, გაბრაზებული, დატანჯული. ფიზიკურად შრომობს და ესეც გაცემაა, მაგრამ გონებრივად და ემოციურად ართმევს(თავს ესხმის, ლანძღავს, უარყოფითად უყურებს საკუთარ საქმეს და იმ ხალხს ვიზეც ან ვისთანაც მუშაობს და ურთიერთობაშია).
სიყვარული არის გაცემა! და მას აუცილებლად მოსდევს მიღება!
კეთილი ნება არის გაცემა.
თუ შენ არ გაგაჩნია კეთილი ნება(ელემენტარული სიყვარული), არ კულტივირებ სიყვარულს, არ ზრუნავ საკუთარ მოძმეზე, არ აგრძელებ(გასცემ, ჩუქნი ცოდნას) ცოდნის ხაზს, არ ხარ ცოდნის მიმღები და გამცემი, არ ხარ სიხარულის მომტანი – გამავრცელებელი, არ გასცემ ფულს რათა ის ემსახუროს სიყვარულის, ცოდნის, სწორი აზროვნების დამკვიდრებას.
თუ მხოლოდ იღებ და შთანთქავ, თუ აკვირდები სხვის შეცდომებს და აკრიტიკებ მათ, თუ ცდილობ გამოასწორო ახლობლები უთითებ რა მათ შეცდომებზე, თუ იბრძვი იმისათვის რომ საკადრისი ადგილი მიუჩინო ყველას, მაშინ შენთან თავისით არაფერი მოვა, მაშინ შენ მარტო რჩები, ცდილობ გამოეყო ერთიანს, ერთობას, ღმერთს.
ეს შეუძლებელია, მტკივნეულია……..
ღმერთი ჩუქებაშია, გაცემაშია, ძღვენშია…. ამ ყველაფრით თქვენ ღმერთს და მის ბუნებას ამკვიდრებთ საკუთარ თავში. ეს სიყვარულით ხდება და სიყვარულს აღვიძებს თქვენში.
გაკრიტიკება, შეცდომებზე აქცენტი, მხოლოდ მიღება, მარტო მუშაობა, შენახვა და საკუთარ თავზე ხარჯვა, საკუთარი თავზე ზრუნვა, სამაგიეროს პრინციპით გაცემა არის საკუთარი ღვთიური ბუნების გამოვლენის, ღვთიური ნიჭის, შესაძლებლობების, უნარის და სიუხვის, სიყვარულის მკვეთრი შეზღუდვა.
გაცემა, ჩუქება, ძღვენი არ არის ვალდებულება, – არამეტ ღმერთია მოქმედებაში!!! ეს არის ღმერთის ნება მოქმედებაში!!!
თუ ყოველდღიურად თქვენში, მოქმედებს ღმერთის ნება და ბუნება, მაშინ ის მკვიდრდება, მტკიცდება და თქვენ ხართ ის რაც თქვენ ხართ!!!
დისკუსია ამის შესახებ post