თხევადი სინათლე
თითოელი ინდივიდუმის პირადი “მე” – ს მინიჭებული აქვს უფლება არჩევანისა იმის შესახებ, თუ რა იგრძნოს, რა შექმნას და რა განიცადოს. თუ ადამიანი თავისი არსების მთელ სუბსტანციასა და ენერგიას მოიხმარს კონსტრუქციულად, მაშინ სიცოცხლე მიუგებს მას მშვიდობით, ზრდით, სიხარულით, სიმდიდრითა და სახელოვნებით – მის მიერ ამ ძღვენის გადმოდინებისათვის. თუ ადამიანი ირჩევს და ქმნის რაღაც სხვას, მაშინ მას თავსეყრება უბედურება და დაქცევა, მისი სხეულის დანგრევის იმედით.
პირადი “მე” არის სიცოცხლის, იდეებისა და “სინათლლის სუბსტანციის” სუფთა ელექტრონული სუბსტანციის მცველი….. თითოეულმა უნდა ატაროს პასუხისმგებლობა საკუთარ სამყაროზე. თუ ფიზიკური სხეულის დაუოკებელი სურვილების მიზეზით, მან შექმნა საკუთარი თავისათვის არასასურველი საგნები და პირობები, მაშინ ის ფლობს მთელ ძალაუფლებას გაასუფთაოს და გახსნას ისინი ცეცხლის სტიქიის სწორი მოხმარებით – რომლის უმაღლეს, უძლევამოსილეს და მუდმივ გამოვლინებასაც წარმოადგენს ღვთიური სიყვარული.
თუ ადამიანს სურს დაამყაროს წესრიგი საკუთარ პირად “მე” – ში და სამყაროში, მოიპოვოს მშვიდობა და შექმნას სიხარულის სიმშვიდე, სრულყოფა და სახელი, მაშინ მან უნდა მიაპყროს მზერა თავის ელექტრონულ სხეულს, სადაც იპოვის ღვთიური სრულყოფის მოდელს, რამეთუ ის შეუძლებელია იყოს ნაპოვნი და ვერასოდეს ვერ იქნება ნაპოვნი ვერცერთ სხვა ადგილას. იქ და მხოლოდ იქ, პირად “მე” – ს შეუძლია მოიპოვოს უსაფრთხიება, სიმშვიდე, კმაყოფილება, სიხარული და თითოეული კონსტრუქციული სურვილის ასრულება, რამეთუ თანდასწრების სისრულეში არის ყველაფერი, რაც კი შეიძლება ინატროთ.
ეს სრულყოფილი, მუდმივი, ელექტრონული სხეული იმყოფება თითოეული ინდივიდუუმის ფიზიკური სხეულის ზემოთ, 4 – 5 მეტრის სიმაღლეზე, თუ რა თქმა უნდა ის არ არის დამანგრეველი და ბორტი ადამიანი, ხოლო ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ის ადის კიდევ უფრო მაღლა…
ღვთიური ცეცხლის თაყვანისცემით და მისი ინსტრუმენტის პირადი “მე” – ს გასუფთავებით გონების და ფიზიკური სხეულის გარე აქტივობა მაღლდება ვიბრაციული ურთიერთშეთანხმებით, სანამ ნათლად არ დაინახავს ელექტრონულ სხეულს მბრწყინავი სინათლის შიგნით, რომელიც გარს აკრავს მის ძალის ველს. ფიზიკური სხეული, ანუ სხეულის ატომური სტრუქტურა – ეს ყველაზე უხეში ფორმაა და ჩანაწერია გონების გარე აქტიურობისა.
ზოგიერთ ეტაპზე რელიგია იძლეოდა ამ ელექტონული სხეულის შესახებ განმარტებებს, მოიხსენიებდა რა მას როგორც, მფარველ ანგელოზს. ეს მართლაც ასეა და კიდევ უფრო მეტიც არის თუ მას სწორად შეიმეცნებენ და განჭვრეტენ. მასში პირადმა “მე” – მ უნდა ეძებოს თითოეული დადებითი საგნის სიუხვე, ისევე როგორც ბავშს აქვს საკუთარი დედის იმედი. ყველაფერი რაც არის ღვთიურ-ცეცხლში, მოედინება ელექტრონულ სხეულში, სადაც გამოუთქმელი ძალა და სინათლის ინტენსიურობა “ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრებისა” დაბლდება ხარისხამდე, სადაც მას შეუძლია მოქმედება ფიზიკური სხეულის ვიბრაციულ ოქტავაში.
ელექტრონული სხეულის გულის ცენტრიდან მოედინება სიცოცხლის ესენციის ნაკადი, ანუ თხევადი სინათლე, რომელიც შედის ფიზიკურ სხეულში გირჩისებრი ჯირკვალიდან, ანუ პინეალური ჯირკვალიდან და ავსებს ნერვების არხებს. ეს თხევადი სინათლე მიედინება ნერვებში ისევე, როგორც სისხლი ვენებში. ის აიძულებს გულს იფეთქოს(გულისცემა), ამოძრავებს სხეულის მუსკულებს და შესაძლებლობას აძლევს ადამიანს იაროს ანდა აწიოს მაღლა ხელები. ასევე ეს არის მაენერგეტიზირებელი სინათლე ტვინის უჯრედების შიგნით.
სხეულის სიცოცხლის ნაკადს ხშირად უწოდებენ “ვერცხლის სიმს”. ეს მართლაც ასეა; რამეთუ თხევადი სინათლის ნაკადი შეუჩერებლივ პულსირებს ფიზიკურ სხეულში, ნერვიულ სისტემაში. ეგრეთწოდებული სიკვდილის დროს “ღვთიური თანდასწრება” კეტავს თხევადი სინათლის ნაკადს და ფიზიკური სხეული იხრწნება. მიზეზი იმისა, რომ კაცობრიობა აგრძელებს ეგრეთწოდებული სიკვდილის განცდას, მდგომარეობს იმაში, რომ ტყუილად ხარჯავს ამ ელექტრონულ სინათლეს არაზომიერ ემოციებში, ნაცვლად იმისა, რომ შეინახოს იგი ფიზიკურ სხეულში და ტვინში, უჯრედოვანი სტრუქტურის აღდგენისათვის და მთელი სხეულის მამოძრავებელი ენერგიით მომარაგებისათვის.
ადამიანებს არ უყვართ როდესაც მათ ეუბნებიამ ამ ჭეშმარტების შესახებ, მაგრამ სასიცოცხლო ენერგიის ხარჯვა არაკონტროლირებად გრძნბებში წარმოადგენს ყველა ფიზიკური სხეულის დაშლის მიზეზს, გარდა ძალადობისა. თუ გამოვიყენებთ შინაგან ხედვას იმისათვის რომ დავაკვირდეთ ჯანმთელი ბავშვის სიცოცხლის ნაკადს, მაშინ დავინახავთ, რომ მისი სხეულის ნერვები სავსეა ამ თეთრი მბრწყინავი თხევადი სინათლით.
შემდეგ, რომ დავაკვირდეთ ამავე ბავშვის სხეულს, მაგრამ ავადმყოფობის ან დაღლილობის დროს, მაშინ შევამჩნევთ სინათლის მნიშვნელოვან შემცირებას. ბებერ სხეულში, ის კიდევ უფრო მბჟუტავია, ხოლო თუ შევხედავთ სულს, რომელიც გამოდის სხეულიდან, ეგრეთწოდებული სიკვდილის დროს, მაშინ დავინახავთ, რომ სიცოცხლის ნაკადი მთლიანად იკეტება თავის კინკრიხოდან, და ხდება სინათლის უწვრილესი ძაფი, რომელიც შემდეგ წყდება. ამ მომენტში გული ჩერდება.
სენ – ჟერმენი
დისკუსია ამის შესახებ post