ანონიმური მონაწილე ·
ყველას მოგესალმებით, მთელი ცხოვრება ვუყურებ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა, დალოცვილი ყურძნისა და ვაზის სამშობლო, სადღეგრძელოები დალოცვისა, ღვინით ვლოცავთ რადგან არ იღებს ღვინო ცუდს, სულ ღვინო ღვინო ვაზი ვენახი ვაზი ვენახი ყურძენი, (მის სიტყვების საკრალურობას აღარ ჩავუღრმავდები) ნოემაც ხომ პირველად ვაზი დარგო კიდობნიდან გამოსვლისას როგორც ცნობილია, ღვინისგან კეთდებოდა წამალიც ადრეულ დროში, საბარძიმე ღვინისგან ხდება წმინდა ზიარების საიდუმლო, მოკლედ შემდეგ ვიგებთ რომ ალკოჰოლი მავნებელია, მავნეა სულისთვის და მოჰყავს შემპყრობელი, აგდებს ცნობიერებას, რომ ნებისმიერი ალკალოიდი არის დამღუპველად მავნებელი, ჩნდება დიდი კითხვა რატომ? რატომ არის ღვინო ვაზი ვენახი ყურ ძენი დალოცვილი თუ ის მავნებელია? ის გამომრჩა ღვინოს რომ სვამ ყველა გიყვარდება და კარგად გრძნობ თავს, იქვე არის ლუდის მოხარშვა მაღალ მთიან რაიონებში, მადლობა წინასწარ, იმედი მაქვს ისეთი თემა არაა რაც არ დაიწერება და არ გადაგვემტერება ხალხი რას იძახითო როგორ გაბედეო და რაღაც ესეთები…
პასუხი გიორგი ხაჩიური(ოლმეკი): – საქართველო იყო ღვინის ქვეყანა ოდითგანვე, მაგრამ კოლხეთში ღვინო მზადდებოდა არა ყურძნისაგან. ძველ ალქიმიურ წიგნებს თუ ნახავთ იქ მოხსენიებულია ღვინო როგორც ძირითადი ინგრედიენტი, მაგრამ ყურძნის ღვინო რომ აიღოთ იქიდან არაფერი გამოვა. კოლხები სვამდნენ წმინდა სულის ღვინოს და ის კარდინალურად განსხვავდება ყურძნის ღვინისაგან. მე გამოვცემ მომდევნო ალქიმიური განხრის წიგნს “ალქიმიური ტრაქტატები – ანგელოზის შედედების ხელოვნება” სადაც განვმარტავ უფრო გასაგებად ამ ხელოვნებას, სულ ღიად ვერ დავწერ ეს აკრძალულია ოდითგანვე. ეს იქნება მედეას წიგნი რომელიც აქედან წაიღეს ბერძნებმა. თუ ღმერთმა ინება ამის გამოცემა ამ სახით. მაშ ასე, ჩვენი შორეული წინაპრები კოლხეთში სვამდნენ წმინდა სულის ღვინოს, რომელიც სპეციფიქკურად ყენდება, ეს არ არის ღვინო იმ გაგებით რაც ჩვენთვისაა ცნობილი, მაგრამ არის “უკვდავების” ნაყენი. იმ დროს კოლხეთში ვაზი ასე მრავლად არ იზრდებოდა, არ იყო ამისათვის ხელსაყრელი პირობები. არც საჭიროება არ იყო ვაზის. ჩვენი ტერიტორია დაჭაობებული იყო. ამ ღვინოს ეწოდება მშრალი ღვინო, ღვინო რომელიც არ ასველებს ხლებს. ეს ღვინო ცვლის საკვებს და სასმელს, წყალს და პურს, ის არჩენს ყველა დაავადებას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს მრავალი ასეული წლით. დევნის შემპყრობლებს, წვავს სხეულებრივ უწმინდურობას, აახლებს სხეულს და დროს აბრუნებს უკან ათეულობით წლით. ეს ღვინო შედგებოდა “გოგირდისაგან” , “მერკურისაგან”. გოგირდი გამოისახებოდა ყურძნის ლებანის სახით, ყურძნის მტევანი, ხოლო “მერკური” როგორც ვაზი რომელიც ისხავს მტევანს. ამ თემაზე უკვე გამოვეცი ალქიმიური წიგნი “ალქიმია – ოქროს საწმისი”.
ეს წიგნი რთულია საქმეში ჩაუხედავი ადამიანისათვის, მაგრამ ჩახედულისათვის უნიკალურია. ალქიმია მოდის მოსწავლესთან მხოლოდ მეორე განდობის წინ. “გოგირდი” რომელისგანაც” მზადდება მშრალი ღვინო, წარმოადგებს სამყაროს სულს, ანგელოზს, ხოლო “მერკური” ამ ანგელოზის სამყოფელს. თანამედროვე ღვინო მხოლოდ სიმბოლური გამოძახილია, აწ უკვე დაკარგული, ჩვენი ნამდვილი ცოდნის. ზიარებისას იყენებენ გამოხდილ წყალში ძლიერ განზავებულ სპეციალურ ღვინოს, ალკოჰოლი იქ მინიმუმის მინიმუმია და ეს ასე უნდა იყოს. თქვენ ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ დღევანდელი ღვინოი მარტო კარგს იღებს და ინახავს, ის ცუდსაც ზუსტად ასე იღებს და ინახავს. მშრალი ღვინო რომელიც არ ასველებს ხელს, არ შეიცავს არცერთ გრამ ალკოჰოლს. როდესაც ჭეშმარიტი ღვინო ჩანაცვლდა ფსევდო ღვინით, გმირთა ქვეყანა გახდა ყანა. ასე იცის უცოდინრობამ, ღმერთის დავიწყებამ და საკუთარი ღვთიური წარმომავლობის უარყოფამ. ღმერთის რჩეული ერი, გახდა ეგო-ს მიმდევარი, მატერიის თაყვანისმცემელი, ზარმაცი და ამაყი.. ძალიანაც ნუ იტრაბვახებთ ამ ღვინით, ეს თქვენს უცოდინრობას უსავამს ხაზს.. გირჩევთ გარჩევა ისწავლოთ, მაშინ აღმოჩენთ, რომ ერთ დიდ ტყუილში ცხოვრობთ, ხოლო “გურუები” და “გასხივოსნებულები” რომლებიც ხშირად ჩანან ეკრანზე, ჭკვიანური და გულწრფელი საუბრით, ამ სიცრუის კიდევ ერთი მექანიზმია..
დისკუსია ამის შესახებ post