ანონიმური მონაწილე კითხვა: – სიზმრებს ვერ ვხედავ.. უფროსწორად ვერ ვიმახსოვრებ. ან თუ ვიმახსოვრებ ძალიან დაბალი დონის ქვეცნობიერის აზრებს, შიშებს, კომპლექსებს და მსგავს თემებზეა ძირითადად აგებული სიუჟეტი, თითქმის არაფერი ახლის მომცემი. სიყვარულის კულტივირებას თითქმის ყოველთვის ვცდილობ, ვცდილობ ნებისმიერ საკითხს, პრობლემას თუ დაბრკოლებას სიყვარულით მივუდგე და ისე გადავლახო და მოვაგვარო და არ მივცე შიშს, ბრაზს და ემოციებს ჩემი შეპყრობის საშუალება. მოკლედ სრულიად გააზრებული მაქვს სიყვარულის ძალა, ყოველდღიურად ვხედავ ამ ძალას, რეები ხდება ჩემს გარშემო, რა როგორ ლაგდება, (შენი წყალობით), მაგრამ სიზმარში მაინც არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება. რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს? ასკეტურად არ ვცხოვრობ.
პასუხი გიორგი(ოლმეკი): – საინტერესო სიზმრებისათის საჭიროა სიზმარხილვის ხელოვნება, უნდა წაიკითხოთ ჩემი წიგნი “სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება” და აპრაქტიკოთ რაც იქ წერია გაკვეთილებად. ასევე აუცილებელია და ამის გარეშე არაფერი გამოვა – ცხოვრების ასკეტური(სწორი) წესი, რადგან სიზმრის სხეული ვითარდება და ყალიბდება სწორედ სასქესო ენერგიის ხარჯზე. ჩვეულებრივი ცხოვრებით არაჩვეულებრივი შედეგი არ მიიღწევა. რაც შეეხება სიყვარულის პრაქტიკას – უნდა აპრაქტიკო კლასიკურად როგორც წიგნში “შეხვედრები წმინდანებთან” მაქვს აღწერილი. ზოგადად ყველამ, ვინც აქ არის და კითხულობს, უნდა გაიგოთ, რომ ასკეტიზმის გარეშე სულიერი გზა არ არსებობს, ხოლო ყველა ვინც ამბობს, რომ არსებობს, და გაიარა, გინდა დიდი “გურუ” იყოს, გინდ იუთუბის “მოლაპარაკე თავი” ჩვეულებრივი მატყუარაა. ყველა ეს ადამიანი ემსახურება სიბნელეს, რადგან თესავს ცრუ შეხედულებებს, მოლოდინებს და ჭორებს სულზე, მასთან კონტაქზე და საკუთარ მიღწევებზე. წაიკითხეთ ჩემი წიგნები: – “შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა”
“სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება”
“სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები”
“ალქიმია – ოქროს საწმისი” “აშრამის გაკვეთილები”
“СНО – ВИДЯЩИЙ”
დისკუსია ამის შესახებ post