კვირა, აგვისტო 31, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი კითხვა პასუხი

კითხვა პასუხი

ნოემბერი 21, 2023
კატეგორია: კითხვა პასუხი
0 0
A A
0

ანონიმური მონაწილე
გამარჯობა ოლმეკ. ორი კითხვა მაქვს :))
წიგნში “აშრამის გაკვეთილები” გიწერია, რომ აშრამები არაერთია და განსხვავდება შესასწავლი მასალის სირთულის მიხედვით. არსებობს თუ არა ისეთი აშრამიც, სადაც მხოლოდ ლოგიკა ისწავლება, ან მხოლოდ ტექნიკური საგნები?
2. მაჰაბჰარატას ზოგიერთი წყარო ამბობს , რომ კურუკშეტრას ომში თითო მხარეს მილიარდზე მეტი მებრძოლი ჰყავდა .. და ეს ყველაფერი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით ადრე. ესენი უმეტესობა სხვა პლანეტებიდან მოვიდნენ ხომ?

ყველა უფლება დაცულია ©

პასუხი გიორგი(ოლმეკი):  – აშრამში ისწავლება არამიწიერი ცოდნა, მიწიერი საგნები და უბრალო ლოგიკა არ ისწავლება, ვისაც არ შეუძლია სწორი აზროვნება აშრამში არ დაიშვება. აშრამებზე სექტებერში ჩავატარებ ცოცხალ ლექციას.. ან ოქტომბერში. ეს მიწიერი სკოლა არ არის, ეს უმაღლესი სულიერი დაწესებულებაა სულიერ პლანზე, იმისათვის რომ ამაღლდეს ადამიანი სულიერ სფეროში ეს სასწავლებელი უნდა დაამთავროს.

რაც შეეხება კურუკშეტრას ომს: ეს ომიც და საერთოდ მთლიანად ნაწარმოები ეხება მეომრის ცხოვრებას, არა ფიზიკურ მეომარს არამედ სულიერ მეომარს. ვაი ეზოთერიკოსები ფიქრობენ, რომ ფიზიკურ მეომარზეა საუბარი, რაც სისულელეა. ბრძოლის ველი კურუ არის დჰარმის ველი, მოწოდების ველი. მოწოდების ველზე იკრიბებიან ისინი ვინც მზადაა იომოს სულში და არა ფიზიკურ პლანზე. ბრძოლები სულში გრანდიოზული მასშტაბისაა, რადგან აქ თავს იყრის ყველა დრო და სივრცე, ყველა მეომარი ვისაც ოდესმე უცხოვრია ან იცხოვრებს. ეს ველი აღწერილი მაქვს წიგნში “სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები”. კრიშნა ეუბნება არჯუნას- ნუ გეშინია დახოცე, ეგენი უკვე დიდი ხნის მკვდრები არიანო. ანუ არჯუნა კი ეკითხება ორივე მხარეს ჩემი ნათესავები და ა.შ. დგანონო, როგორ ვიომოო, მარა კრიშნა ეუბნება ეგენი დიდი ხნის მკვდრები არიანო. ამ პოემის ესე ზედაპირულად განხილვა არ შეიძლება, აქ ღრმა ანალოგიური აზროვნებაა საჭიროი და არა საშულო მონდომება. ეს მეომრები სხვა პლანეტებიდან არ მოსულან, თქვენ არ გესმით მანდ აღწერილის არსი რადგან სულიერ ბრძოლას არ აწარმოებთ. სულიერ ომს სათავეში უდგას ყოველთვის ღმერთი, უმაღლესი “მე”, მასწავლებელი და არა პიროვნება. ომის მოსაგებად საჭიროა გამანადგურებელი ასპექტი, რათა გაანადგურო ყველა წინაღობა. ამ ასპეტზე ვისაუბრებ ცოცხალ შეხვედრაზე. მილიონობით და მილიარდობით აზროფორმა რომ გაანადგურო, მთელი ლეგიონი და არმია რომელიც არ გაძლევს სანუკვარ მიზანთან მისვლის საშუალებას, ამას ჭირდება დიდი მხედართმთავარი, დიდი სტრატეგი, დჰარმის ველი და უმოწყალო დამოკიდებულება. თუ გეცოდება საკუთარი თავი ან “სხვა”(რაც ერთი და იგივეა) მაშინ ომს ვერ მოიგებ. ყველა არასასურველი, უღმერთო, არზრი არის მეომარი შენს წინააღმდეგ და დჰარმის ველზე ყველა ერთად იკრიბება გადამწყვეტი ბრძოლისათვის. შავი და თეთრი არმია, მკვდრები და ცოცხლები, მატერიის მეტრფე და სულის მხედრიონი. არჯუნა ამ ომს “საშიშ სამუშაოს” უწოდებს.

“სულმოკლეობა არ გამოიჩინო, შენი საქმე არ არის ეს, შენ მებრძოლი ხარ! გულში საცოდავი შეცოდება მიატოვე, ბრძოლაში ჩადექი, მტრების შემმუსვრელო”.

შემდეგ სტროფში კიდევ უკეთ განმარტავს –

“გარდაუვლად მოკვდება დაბადებული, გარდაუვლად დაიბადება მკვდარი, და თუ ეს ყველაფერი გარდაუვალია, მაშინ უადგილოა შენი შეცოდება”.

თქვენ ყველას საკუთარი თავი გეცოდებათ, გეცოდებათ მარხვისთვის, ასკეტიზმისთვის, ამ ცხოვრების სიმოვნებათა დათმობისთვის, როგორ აპირებთ ესოდენ გრანდიოზულ ომში გამარჯვებას თუ ყავაზე, სექსზე და ტკბილზე ან ხორცზე ვერ გითქვამთ უარი. თქვენ არ შეგიძლიათ გამეფებული, თავსმოხვეული ცხოვრების წესი გატეხოთ, მაშ როგორ აპირებთ კურუს ველზე მოტეხოთ კისერი მილიონობით მეომარს?

თქვენ ყველას გეცოდებათ საკუთარი თავი, თქვენ მეომრები არ ხართ. თქვენ ხორცის, ყავის, სექსის, თვითდაკმაყოფილების და ტკბილეულის აზრო ფორმათა მონები ხართ.

წაიკითხეთ ჩემი წიგნები: – “შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა”
“სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება”
“სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები”
“ალქიმია – ოქროს საწმისი” “

“აშრამის გაკვეთილები”

“СНО – ВИДЯЩИЙ”

ყველა უფლება დაცულია ©

წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ – https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

fb.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი  სულიერი იერარქია https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები https://www.facebook.com/groups/kitxvebi

ტეგები: აშრამიკრიშნამაჰაბჰარატა
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

კითხვა პასუხი

არწივზე მაღლა

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !