ანონიმური მონაწილე
თავს ვიკავებდი ჩემი ამბის მოყოლისგან, რადგან არ მიყვარს პირად გამოცდილებასა და ემოციებზე საჯაროდ საუბარი ,მაგრამ იმპულსი მოვიდა და ვთვლი,რომ საჭიროა ამის გაკეთება. რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა გაიგოს ამ პრაქტიკის საოცარი ძალის შესახებ და მგონია , რომ პრაქტიკის შედეგების გაზიარებით, მოტივაცია მოიმატებს ადამიანებში როცა დაინახავენ, რეალურად რა შეუძლია სიყვარულს.
ოლმეკის შესახებ სულ რაღაც 3 თვის წინ გავიგე. მაშინ,როცა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი. სუიციდური აზრებიც კი მქონდა, რადგან გამოსავალს ვეღარაფერში ვხედავდი. ეს ცარიელი სიტყვები არ არის, იმ მდგომარეობამდე ვიყავი მისული, რომ ასე ცხოვრება ,უბრალოდ , ვეღარ გაგრძელდებოდა, რაღაც ძირფესვიანად თუ არ შეიცვლებოდა ჩემში. ფსიქიატრთანაც ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ვერც წამლებმა მიშველა, უფრო დამიმძიმდა კიდეც მდგომარეობა. იმ პერიოდში დედა უსმენდა მზეონას მედიტაციებს და ყური მოვკარი , დავინტერესდი, მერე კი მზეონას იუთუბ არხზე ოლმეკის შესახებ გადავაწყდი ინფორმაციას. თავიდანვე ვიგრძენი, რომ ეს იყო ის მაშველი რგოლი, რასაც უნდა ჩავჭიდებოდი… თუ კი რამე მოიძებნებოდა ინტერნეტში იმ ცოდნის შესახებ, რასაც ოლმეკი გვიზიარებს, ყველაფერი ვნახე და გული ჩუმი სიხარულით ამევსო, ვგრძნობდი რომ ეს იყო რაც გადამარჩენდა. ეს არ იყო ინტელექტის, გონების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამას გულში ვგრძნობდი, ინტუიციურად. მერე წიგნებიც გამოვწერე. გადავწყვიტე, რომ სერიოზულად უნდა მომეკიდა ხელი ამ ყველაფრისთვის და დავიწყე პრაქტიკა. ჯერ სიზმარხილვის პრაქტიკით დავიწყე, ძალიან მალევე მქონდა შედეგები : ინტუიცია გამიძლიერდა, წინასწარმეტყველურ სიზმრებს ვხედავდი, რაც მეორე-მესამე დღესვე სრულდებოდა… მაგრამ სტრესი იმდენად ძლიერი იყო დღის განმავლობაში,რომ ღამით 3-ჯერ გამოღვიძებას ვეღარ ვაკეთებდი, მინდოდა , რომ ღამით მაინც სრულფასოვნად დამესვენა და სამწუხაროდ, სიზმარხილვის პრაქტიკა შევწყვიტე. მაგრამ სიყვარულის პრაქტიკას ვაგრძელებდი და მიუხედავად იმისა რომ თავიდან ძალიან გამიჭირდა, ( გონება სულ პრობლემაზე ფიქრებზე მაბრუნებდა და თავიდან ვერანაირ წინააღმდეგობას ამას ვერ ვუწევდი) მივიღე გადაწყვეტილება,რომ როგორც არ უნდა ეცადოს გონება, მე მაინც სიყვარულის ფიქრებს და გრძნობებს დავუბრუნდებოდი.. რაც უფრო ჯიუტად მივუდექი ამას, მით მეტად დამემორჩილა გონება საბოლოოდ და ისეთ წინააღმდეგობას ვეღარ ვგრძნობდი. კი, ახლაც არის მომენტები, როცა ისევ ამიტანს ნერვიულობა,აკვიატებული აზრები, შიში, მაგრამ ადრე თუ მთლიანად ამით ვიყავი მოცული, ახლა ეს გაცილებით შემსუბუქებულია… ვერც კი შევადარებ. გულში სულ მახსოვს, რომ მთავარია სიყვარულზე ვიზრუნო, და სიყვარული თავად მიხედავს ყველაფერს… რომ სიყვარული იმარჯვებს იქ, სადაც დამარცხება გარდაუვალია… ნელ-ნელა ჩემს ცხოვრებაში სხვადასხვა სასიკეთო ცვლილებებიც მოხდა… სამსახურის შემოთავაზება, საჩუქრები, უდიდესი სიყვარული ადამიანების მხრიდან, კეთილგანწყობა… მერე მოვლენათა ჯაჭვი ისე აეწყო ( საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ამას) რომ ისეთ ადგილას აღმოვჩნდი ერთი შეხედვით სრულიად შემთხვევით, სადაც ძალიან მდიდარმა ადამიანმა გადაწყვიტა იქ მყოფი ადამიანებისთვის საახალწლოდ სოლიდური თანხა ეჩუქებინა, და ყველამ მიიღო ეს ფულის კონვერტები, მათ შორის მეც :)) როგორც ვიცი, ეს სიყვარულის პრაქტიკის “სავიზიტო ბარათია” :))) გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მზად იყო, რომ ყველა ჩემი ოცნება აეხდინა… ეს ყველაფერი დაუჯერებელი იყო.
ახლაც ვაგრძელებ სიყვარულის პრაქტიკას და გულში ყოველთვის სიმშვიდეს ვგრძნობ , რადგან შინაგანად ვიცი, რომ სიყვარული იზრუნებს ყველაფერზე. ჩემი დეპრესიაც შესუსტდა ამის ფონზე. ადამიანების ჩემს მიმართ კეთილგანწყობა კი იმატებს და იმატებს. ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე … ისეთი განცდა მაქვს, რომ აქამდე ღრმა ძილით მეძინა მთელი ცხოვრება და ახლა გამოვიღვიძე… არ ვიცი რა კავშირშია, მაგრამ რაც უფრო ინტენსიურად ვაკეთებ ამ პრაქტიკას, სიგარეტის მოწევის სურვილიც საერთოდ მიქრება ხოლმე და უკვე რამდენიმე დღეა აღარც ვეწევი))
ჩემი გამოცდილების გაზიარებით მინდოდა მადლიერება გამომეხატა Giorgi Olmek -ის მიმართ, მადლობა და მიყვარხართ
დისკუსია ამის შესახებ post