ყველა რელიგიური თუ ეზოთერული პრაქტიკა გვეუბნება, რომ უნდა შევაერთოთ გული და გონება, მაგრამ ცოტამ თუ იცის საერთოდ რაზეა საუბარი.
გული მზდდება სიყვარულით, ეს გასაგებია ბევრისათვის. ცოტამ თუ იცის რომ ცნობიერება თავისი სუფთა ფორმით წარმოადგენს სიყვარულს აგრეთვე, მაშასადამე ამ ორის შეერთება ბუნებრივად ხდება,მაგრამ გვაქვს კიდევ მესამე – გონება და აი აქ პრობლემაა, რადგან გონება ყველაფერია გარდა სიყვარულია.
იმისათვის რომ შევართოთ გული და გონება, ეს რომ მოხდეს თავისით, გული გონება და ცნობიერება რომ შეერთდეს, საჭიროა გონება გაუთანაბროთ სიყვარულს, ავიყვანოთ სიყვარულამდე, გავხადოთ სიყვარული. თუ როგორ ხდება გონების გარდაქმნა სიყვარულად, მთელი ტექნიკა გადმოვეცი წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“.
გონება რთული „მექანიზმია“ და მისი კარმიული ფესვები ყოველთვის მიდის წყვდიადის სიბნელისაკენ, ეშვება რა წარსულ ცხოვრებათა ცოდვის მორევში. ის ცოდვის შვილია, დაცემული, ჭუჭყიანია, გარყვნილი, უზრდელი, თავხედი, პრეტენზიული, აგრესიული, მტაცებელი, მრუში, მლიქვნელი, ბოროტი და სხვა.. რადგან ადამიანები სწორედ გონების კარნახით მოქმედებენ, ამიტომ ისინიც ხშირად სწორედ ასეთივე თავისებურებებით და ხასიათით გამოირჩევიან.
აყალიბებს რა გონება ადამიანის მსოფლმხედველობას, საჭირო მისი გამოსყიდვა ცოდვის მორევისაგან, რომელშიც ის ყელამდეა ჩაფლული.
გონების გამოსყიდვა იწყება სწორი ცხოვრების წესით და ეს გადამწყვეტია.
სწორი ცხოვრების წესი, გამოსყიდული და გამოუსყიდავი გონების მიერ მოტანილი შედეგები, გონების ჯოჯოხეთური და სამოთხისეული ფესვები, იქ მოგზაურობა და მათგან დახსნა დაწვრილებით აღვწერე წიგნში „ფლობის ბეჭედი“.
გონებაზე მეტად აღმზრდელობითად მოქმედებს მისი გადატანა ფაქიზ პლანზე და მისი მოგზაურობა სულიერ სამყაროებში. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ეს მანევრი ახალი, სულიერი, ღვთიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, რაც აუცილებელია რათა მოვერგოთ ახალ სამყაროს, რომელიც უკვე შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში.
გონების გადასვლა სულიერ სამყაროთა ზღვაში ხდება ცნობიერების გადატანით ფაქიზ სულიერ სხეულში, რისი ტექნიკური დეტალებიც აღვწერე წიგნში „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
ერთია როდესაც გონება ჩართულია ყოველდღიურ რუტინაში, ისმენს რა გაუსაძლისი ცხოვრების შესახებ ადამიანთა გაუთავებელ წუწუნს, გოდებას, ლანძღვას, გინებას და მეორეა მისი ჩართულობა სულიერ პლანზე ღამღამობით ფუნქციონირებად აშრამში, იქ მიმდინარე სწავლებაში, ახალ ხედვაში, არამიწიერ ცოდნაში.
შემდეგი კიდევ უფრო აღმატებული და ძლიერი მექანიზმი გონების მოდრეკაში, მის ღვთიურ რელსებზე გადაყვანაში, განახლებაში და ღმერთის სამსახურში ჩაყენებაში – არის ურთიერთობა თქვენი სულის მასწავლებელთან. ეს უკანასკნელი შანსს არ დაუტოვებს ეგოცენტრულ გონებას, თქვენში არსებულ ეშმაკს, ბიბლიაში აღწერილ ძველ გველს, კვლავ მოგაწოდოთ აკრძალული ხილი, დაგცეთ და ტალახში ამოგსვაროთ. მასწავლებლის სიბრძნით გაჯერებული სიწმინდის წინაშე იძულებული შეიქმნებით დაიცვათ ღმერთის მცნებანი, იყოთ მისი საამაყო შვილი, მემკვიდრე და საქმის გამგრძლებელი.
მასწავლებელთან ურთიერთობის წარმოუდგენელი ნიუანსები გადმოვეცი წიგნში „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“, თუმცა ეს ხაზი ყველა ჩემს ზემოთ ჩამოთვლილ წიგნსაც გასდევს.
მაშ ასე ამდენი პერიპეტია, შრომა, ბრძოლა, თავგადასავალი შუაზე ტეხს გონების, ამ ბიბლიური გველის ამპარტავნებას, სიამაყეს, აგრესიულობას და სიეშმაკეს, ისყიდის მის ყველა ცოდვას, ამაღლებს რა მას სუფთა სიყვარულამდე.
როდესაც ეს ხდება მაშინ სამი სიყვარული: გული გონება და ცნობიერება ხდება ერთი და ადამიანი პირველად, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, გულით გონებით და ცნობიერებით ხედავს, ნათლად ხვდება რომ სიკვდილი და ტანჯვა არ ყოფილა აუცილებელი, არ ყოფილა ბუნების კანონი, არც სიცოცხლის ბალანსის დაცვასთან აქვს რაიმე საერთო, არამედ მხოლოდ გონების მიერ ფიზიკური და ფსიქიური სხეულების მოშხამვის შედეგი ყოფილა. გველის შხამით მოწამვლის შედეგი.
როგორც იქნა ბიბლიური გველი, ეშმაკი, ადამიანის მოდგმის უძველესი მტერი, დამარცხებულია მისი გაერთიანებული გულის გონებისა და ცნობიერების წინაშე და ის ხედავს პირველი და მეორე უკვდავების შესაძლებლობას, ყველა თავისი სხეულის(ფიზიკურის ჩათვლით) უკვდავების აუცილებლობას და ღვთიურობას. ის ხედავს ცათა სასუფეველს. მის წინაშე იხსნება უხვი სიცოცხლის შადრევანი – ალქიმია. სიცოცხლის შადრევანი ასე უწოდებდნენ ძველად ამ ღვთიურ სწავლებას და მე ის გადმოვეცი წიგნში „ალქიმია – ოქროს საწმისი“.
როდესაც თქვენი გული, გონება და ცნობიერება შეერთდება თქვენ ყველაფერს გაიგებთ ამ ღვთიურ წიგნში, მანამდე კი მე მოგაწვდით ამ უძველესი სიბრძნის, უხვი სიცოცხლის მომდევნო ნაწილს წიგნით „ალქიმიური ტრაქტატები – ანგელოზის შედედების ხელოვნება“.
დისკუსია ამის შესახებ post