კითხვა – გიორგი ოლმეკ საოცრება მოხდა, მაპატიეთ თუ თავი შეგაწყინეთ მაგრამ ძალიან საოცრება “ნამდვილი სიზმარი” ვნახე, ჩემს სახლში შევედი ბევრი ხალხი იყო, მე ვიცოდი თითქოს ეკლესია იყო, ოდნავ სხვანაირი იყო, მერჯვნივ მაგიდაზე ღვთისმშობლის ხატი იდო რომელსაც გვერძე მამა ნიკოლოზი ეხატა, შესვლისთანავე ქუდი მო იხადე პირჯვარი გადავიწერე და ვემთხვიე ხალხში ერთი ნაცნობი იყო ქალბატონი მ.ნ., მივხვდი რომ ელოდებოდნენ ვიღაც დიდ ადამიანს, მივესალმე და ჩამეხუტა და აცრემლიანდა, ვუთხარი როგორ მინდა მამა ნიკოლოზი ვნახო ერთხელ პირდაპირ და დაველაპარაკოთქო ხმამაღლა ემოციურად თან კარებისკენ გავიხედე და თითქოს მობნელდა ვიღაცეები იდგნენ სიბნელეში, მერე მაგიდასთან მივედი და ხატი აღარ იდო მეთქი ხატი აქ იდო, გავიხედე არე მარე ხალხი გაქრა და დაბნელებული იყო თითქოს ახალი ჩასული მზეა, მივხვდი რომ სიზმარია, და ისევ ნამდვილი იყო ყველაფერი ოღონდ ბნელოდა, ოთახები მოვიარე და პირჯვარი გადავსახე ყველგან, მდივანზე ვიღაც ბიჭი იჯდა ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა სიბნელეში ვერ ვიცანი და გადავწერე პირჯვარი თუ გაქრება ბოროტია მეთქი ვიფიქრე მაგრამ არ გაქრა, თითქოს მავიწყდებოდა რომ სიზმარში ვიყავი, სიბნელეში შუქი არ აინთო რამდენიმეჯერმე ვცადე ჩამრთველის დაწკაპუნება, ჩამრთველი ვიგრძენი სიმყარე და წკაპუნი, შემოსასვლელ კარებში გავიხედე შუქი რატომ არ არის მეთქი ვიძახდი დერეფანში იდგნენ კაცის სილუეტები თითქოს აკეთებდნე შუქს, შემოვედი სახლში დავბორიალობ, ისევ გამახსენდა რომ სიზმარი იყო თან ნამდვილი, (თქვენ რომ მითხარით შუბლზე გაისვით აგური ან ქვა ან მსგავსიო, მის მერე განზრახვას ვაკეთებ რომ სიზმარში ხელებზე უნდა დამეხედა და დავამატე “შუბლზე უნდა გავისვა აგური ან რამე ფიქრებში ხელებზე დახედვისას) გამახსენდა და გახარებული ხმამაღლა ვიძახდი სიცილით “ჰაჰაა აგური უნდა გავისვა შუბლზეეეე” და ჭიქა ავიღე სამზარეულოში ვიგრძენი სიმყარე და მივაქციე მოვაქციე წყალი და სახეში შევისხი, წყალი მართლა შემესხა, გაოცებისგან მივახეთქე კედელზე ჭიქა და გატყდა ჩვეულებრივი ხმით, მომეყარა ნამსხვრევები გავწიე თავი რეფლექსურად კინაღამ სახე ავიფატრე მართლა შევხტი უცებ მოულოდნელობისგან, შემდეგ აივნის კარ ფანჯარას მივაწექი ხელებით როგორც ჟელატინი გავწელე და გავედი აივანზე შემდეგ გავიარე უცებ კარ ფანჯარაში, შემდეგ წარმოვიდგინე სიმყარე და მივედე მაგარი იყო ვერ გავედი, გავიფიქრე სიზმრის ბუნებაზე და მთელი სისწრაფით გავიარე მეტალოპლასტმასის კარებში გავწელე კევასავით სარეცხის თოკებამდე გავედი და ფრენით ჩავედი სადღაც სამი სართული, რკინის თოკებს ჩავებღაუჭე და რეზინასავით გავწელე, ეს ყველაფერი სწრაფად გავაკეთე, უცებ გამეფიქრა სინამდვილეზე რომ მართლა ნამდვილად ვარდებოდი შიდი შემეპარა და ვარდნა ასწრაფდა, ისევ დავაძალე სიზმრის ბუნებაზე ფიქრი და შენელდა ვარდნა, ჰაერში გავჩერდი და ნელ ნელა ვიგრძენი ჟრუანტელი ტანში და გამომეღვიძა, გული ძალიან ფეთქავს, ძალიან ნამდვილი იყო ოღონდ შევამჩნიე კედელზე ჭიქის მირტყმის დროს ხმა თითქოს ოდნავ რბილი იყო, საოცრება იყო, დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა სიზმარი დროს რომ დავხედე, სახე რომ გამეჭრა იქ მართლა გამეჭრებოდა სახე ამ სხეულში? ძალიან საოცრება იყო ყველამ მინდა ნახოს ეს მართლა სინამდვილეა, ძალიან დიდი მადლობა გიორგი ოლმეკ სასწაულია პირდაპირ.
პასუხი გიორგი(ოლმეკი): – კარგია, სიზმარხილვის პირველი კარი შეიღო, ასე უნდა გააგრძლო, მიწის ენერგია ქუსლებამდე ამოდის. შენი ცნობიერება ფეხის ტერფებიდან გაიზარდა ქუსლამდე. კუნდალინი ამჯერადაც აწიე. ამჯერადაც სულში ცნობიერად გადახვედი. ღვთისმშობლის ხატი დღევანდელი ეკლესიური დღესასწაულის ნათლისღების გამოხატულება იყო შენს სულში, სიზმარში, ეს იმას ნიშნავს, შეგიძლია სიზმარში მაინც იგრძნო ამ დღის მადლი. გრძობა მოდის თანგრძნობიდან, თანაგრძნობა შესაბამისი მსგავსობიდან, მოკლეთ კარგია ესეც. ჭიქის მიხეთქება საჭრო არ არის, მითუმეტეს როდესაც გრძნობს რთავ სიზმრის შიგნით. თუ ბოლომდე ჩართავ გრძნობებს როდესაც სულში ხარ გადასული, მაშინ იქაური ჭრილობა აქ დააჩნდება სხეულს გამოღვიძების შემდეგ, ეს უნდა იცოდე. ჭიქასაც სიყვარულით უნდა მოექცე. თუ კარგად წაიკითხე ჩემი წიგნები მაშინ უნდა იცოდე, რომ გრძნობები სიზმარს რეალობად აქცევენ. ხატი იმიტომ გაქრა და იმიტომ ჩამობნელდა, რომ აღქმის წერტილი დაიძრა, ვერ დაიჭირე გრძნობებით ერთ ადგილას. აღქმის წერტილზე ნახე ჩემს წიგნში “სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები”. ჩვენი ყოველდღიური რეალობა იმიტომ ინარჩუნებს გარკვეულ სტაბილურ უცვლელობას, რომ დღისით ვერ ძრავ აღქმის წერტილს. დღისით დაძვრა უნდა ისწავლო, ღამით გაჩერება. რაც შეეხება მეტალოპლასმასში გავლას, უკვე თავად მიხვდი ალბათ, რომ მეტალოპლასმასის კარ ფანჯარა მხოლოდ შენს თავშია, ამიტომ როდესაც ეჭვი გაგიჩნდა ლამის გაგიმყარდა იქვე და გაიჭედე. ისევე როგორც ქვემოთ ვარდნისას თოკებს რომ ეჭიდებოდი. ასეთმა მოგზაურობებმა უნდა შეგასწავლოს სიზმრის ბუნება, სულის ბუნება, ამას ბევრი დრო და გასვლა დაჭირდება, ბევრი გადასვლა სულში, მაგრამ ერთხელაც დაინახავ, რომ სიფხიზლეში, ეს სამყარო რომელსაც დღისით უყურებ – სიზმარია! მაშინ იგივე ბუნებას დაინახავ მასში რასაც სიზმრის შიგნით ხედავ. იგივე კანონებს აღმოჩენ ამ სამყაროშიც და შესაბამისად შეგეძლება ცვალო რეალობა, სიზმარი. აქამდე კიდევ მივალთ..ეხლა კი შემდეგი დავალება იქნება როდესაც სიზმარში ჭიქას დაინახავ ან რაიმე საგანს, მიდი მასთან და შეეცადე ერთი ჭიქიდან ორი გააკეთო ისე რომ არ შეეხო. მერე სამი გააკეთე, მერე ათი. ბოლოს ისევ შეამცირე ერთ ჭიქამდე. მაგ წიგნში “სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება” რაც გაკვეთილებია ყველა უნდა გაიარო, დაწვრილებით, არცერთი არ გამოტოვო, მაგ წიგნით აიღებ სიზმარხილვის ოთხ კარს, დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ.. აი ხომ ხედავ არც ისე რთულია როდესაც იცავ ყველა წესს, სწორი ცხოვრებას და განზრახვას ამუშავებ.. კარგია ყოჩაღ. როგორც უკვე ხედავთ მე ვასწავლი ყველას, პირაპირ აქ ამ ჯგუფში, მაგრამ თქვენი გასაკეთებელი თქვენ უნდა გააკეთოთ როგორც მოსწავლემ, მე კი ჩემსას გავაკეთებ, სხვაგვარად არ იქნება.. კარგია გააგრძელე პრაქტიკა.. სიზმარხილვის პირველი კარი ღიაა..
დისკუსია ამის შესახებ post