ერთადერთი წინააღმდეგობა რაც გააჩნია ადამიანს, არის მის შიგნით არსებული სასოწარკვეთა. ეს უკანასკნელი მაშინ იჩენს თავს როდესაც მთავრდება სიხარული.
სიხარული აადვილებს გულის გახსნას და აურაში შეიმჩნევა ფორთოხლისფერი ნათებით, რომლის სხივებიც მალავენ ლურჯს და ცისფერს. ეს ფერები განასახიერებენ კეთილგანწყობას რომელიც გადადის მადლიერ სიკეთეში.
როდესაც სიხარული და კეთილმადლიერება ერთადაა ადამიანში მაშინ მისი აურა ხდება მრავალფეროვანი და ეს ნიშანია მასწავლებლისათვის რომ აურა მზადაა ურთიერთობისათვის.
სიხარული და კეთილმადლიერება ამზადებენ მასწავლებელთან შეხვედრის დროს,ხოლო სიყვარული ამზადებს შეხვედრის სივრცეს, სივრცეში შეხვედრას. როდესაც დადგენილია ერთიცა და მეორეც, მაშინ იწყება შეხვედრათა ციკლი და სწავლება.
შეხვედრები ძალზედ ხშირად ხდება ფაქიზ პლანზე და ძალზედ იშვიათდა ფიზიკურზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფიზიკურ პლანზე მასწავლებელი სულ რამოდენიმეა. მაგრამ ბევრიც რომ იყოს, მაინც აბსოლუტური პრიორიტეტი ექნებოდა შეხვედრებს ფაქიზ პლანზე, რადგან ამ პლანზე შეხვედრა მოითხოვს მოსწავლის უნარს გადაიტანოს ცნობიერება ფაქიზ სხეულში. ეს პირველი გამოცდაა რომელსაც აბარებს მასწავლებლის მაძიებელი. ამის შესახებ ყველაფერი დავწერე ჩემს წიგნში „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
ერთი ჩემი მეგობარი მასწავლებლის ძიებაში ტიბეტში წავიდა ექვსი თვით, მერე კვლავ ერთი წლით, ეხლა კი აპირებს სამი წლით..
ბოლო საუბრისას ამ ადამიანის ერთი პრობლემა მივიტანე იესომდე ფაქიზ პლანზე მასთან შეხვედრისას.. იესო ჩუმად იყო ცოტა ხნით, რაღაცაზე ფიქრობდა, მერე მითხრა, რომ მეტად გასაკვირია ძიება ამხელა მანძილის მოშორებით როდესაც უმოკლესი გზა თვალწინაა და ეს – სიყვარულია! რა აზრი აქვს წახვიდე ფიზიკურად სადმე, თუ მასწავლებელი უნდა მოვიდეს შიგნიდან, ფაქიზ პლანზე და ამისათვის საჭიროა დააკმაყოფილო გარკვეული მოთხოვნები.
ამის პასუხად მე უთხარი რომ როგორც ჩანს ან ეგზოტიკას ეძებენ ან გარე მასწავლებელს.
იესომ მიპასუხა, რომ ერთსაც და მეორესაც მხოლოდ მაშინ ეძებენ როდესაც მზად არ არიან. მზად არ არიან შეიცვალონ. მისი თქმით, ყველაფერი რაც უხეშია ეყრდნობა ფაქიზს. ფაქიზშია საიდუმლო და არა გარეგან უხეშ მოქმედებაში და ძალაში. უმოკლესი გზა თვალწინაა, რა საჭიროა განაგრძო ტანჯვა როდესაც შეგიძლია შეწყვიტო ის. რა საჭიროა იარო ასობით კილომეტრი გარეთ როდესაც უნდა იარო შიგნით.
ამ ადამიანს იესოს რჩევით გაუგზავნე ჩემი წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“ და მივაწერე, რომ ამ წიგნში ყველაფერია რასაც ეძებს. თუმცა ის მაინც წავიდა ტიბეტში. ასეთია ადამიანების უცნაური სიჯიუტე..
ქაოსში მიღებული ცოდნა არ წარმოადგენს არავითარ ფასეულობას, მხოლოდ შინაგანი სიმშვიდიდან, სულიერი პლანიდან გადმოტანილია ფასეული. იმისათვის რომ რაიმე გადმოტანილ ინეს სულიდან სხეულში, სიზმრიდან სიფხიზლეში საჭიროა გულისა და გონების შეერთება. გონება კარიბჭის მცველია ის არავის არ უშვებს ზღურბლს მიღმა. ის მეციხოვნეა, გველია სამოთხეში.
გონების დამორჩილება, მისგან შხამის ამოღება, მისი დასუფთავება, წაღმა დაბრუნება, სასიკეთოთ მომართვა, სიკეთის სიხარულის და სიყვარულის სამსახურში ჩაყენება არის მთავარი გამოწვევა.
ამ გორაზე უნდა ავიდეთ, ციხე სიმაგრე უნდა ავიღოთ და ზედ ჩვენი დროშა ავაფრიალოდ ნაცვლად ბიბლიური გველისა. ეს იქნება ნიშანი ყველა მასწავლებლისათვის, რომ მზად ვართ უმაღლესი ევოლუციისათვის.
ვიდრე მთა გველისაა მას არავინ ენდობა.
ამ მთის ასაღებად საჭიროა ცნობიერების გადატანა ფაქიზ სხეულში და მისი საშუალებით ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებებში სწავლა. იხ. წიგნი „აშრამის გაკვეთილები“.
მოკლეთ თავს აღარ შეგაწყენთ, იარეთ შიგნით და არა გარეთ.
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post