მოსწავლე ნებით დევნის შემპყრობლებსაც კი, მაშინ როდესაც საშუალო ადამიანი თავად შეპყრობილია.. ხედავთ სხვაობას?
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მოსწავლე, განდობილი ატარებს ღვთიურ ნებას და ეს ნება დევნის დემონებს.
ვის ნებას ატარებს საშუალოსტატისტიკური ადამიანი?
ის ატარებს საუკეთესო სემთხვევაში 50% საკუთარ ნებას და დანარჩენი ნება რომელიც საკუთარი ჰგონია შემპყრობლისაა, ამიტომ აკეთებს მთელი ცხოვრება იმას რაც არ სურს, არ მოსწონს, არ უნდა მაგრამ მაინც აკეთებს.
წამალდამოკიდებულს შესაძლოა აღარ სურს წამლის გაკეთება მაგრამ მაინც იკეთებს, ალკოჰოლიკს შესაძლოა მობეზრდა დალევა, მაგრამ არ შეუძლია არ დალიოს, ოდესღაც საკუთარი სურვილით სვავდა, მაგრამ ეხლა აღარ შეუძლია არ დალიოს, მაშინაც კი თუ არ სურს. მოთამაშე თამაშობს, ვიღაცა ხორცზეა დამოკიდებული, სხვა თვითდაკმაყოფილებაზე, სექსზე, ქეიფზე, ღორმუცელობაზე, ბევრი აკეთებს იმას რაც არ სურს, ეს ეხება ბედსაც, სამსახურსაც, ცხოვრების წესსაც და სხვა. მაშ ვის ნებას ასრულებთ თუ თავად არ გსურთ? და თუ ჩვენი ცხოვრების არსებული წესი სხვამ დაამკვიდრა და ამით დაგვამორჩილა საკუთარ ნებას, ჩვენ მივყვებით ამ წესს და შესაბამისად მის ნებას.
ღმერთი ყოვლისშემძლეა, სულიერი ნება ღვთიური ასპექტია რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია, სამწუხაროდ კაცობრიობა არ იყენებს ამ უნიკალურ ძალას. ადამიანი ფანტაზიორია, მეოცნებე, სურვილების მონა ვიდრე სიკვდილამდე, მაშინ როდესაც ნება ამარცხებს თავად სიკვდილსაც.
მოსწავლის შეჩერება შეუძლებელია, მისი ცხოვრება განსხვავებულია, ნამდვილი, საინტერესო, ის ბეწვის ხიდია, რისკია, ნოვატოი, ნამდვილი სიგიჟეა, მაგრამ სწორედ ეს აძლევს სიცოცხლეს ხალისს. საშუალოსტატისტიკური ადამიანი კი მიყვება სხვის ნებას მოწყენილი, და ვერ გაუგია როგორ გადაუხვიოს მას.
წაიკითხეთ ჩემი წიგნები, ნუთუ იქ იპოვით რამე ნორმალურს, მოსაწყენს, რუტინულს, საშუალოს, მოსაბეზრებელს, სტანდარტულს..?
მოსწავლემ იცის, რომ ყველაფერი მის ხელშია, არ არსებობს ამოცანა რომელსაც ის ვერ გადაჭრის, არ არსებობს სირთულე რომელსაც ვერ დაძლევს, წინაღობა და სიმაღლე რომელსაც ვერ აიღებს.
ნება, ნებისყოფა მოდის საჰასრარა ცენტრიდან, მაშინ როდესაც სურვილი მოედინება მზის წნულიდან. სულთან კონტაქტი ნების გარეშე შეუძლებელია.
საშუალოსტატისტიკური ადამიანი და მაძიებელი ფანტაზიორია, მსურველი, მაგრამ არა შემსრულებელი, ის მხოლოდ სათამაშოა შემპყრობლის ხელში.
მოსწავლემ, იცის, რომ სწორედ მისი ნების ძალა, ნებისყოფა წყვიტავს ასრულდება თუ არა მისი სურვილი. აქედან გამომდინარე მან მტკიცედ იცის, რომ საკუთარი მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელია მხოლოდ თავად. ეს არ უნდა დააბრალოს უმაღლეს ძალებს, ბედს ან სიტუაციას, რადგან ერთადერთი რაზეც დამოკიდებულია მისი მიზნის ასრულება არის მისი ნება, ნებისყოფა.
მოსწავლე აზროვნებს სხვაგვარად, ვიდრე მაძიებელი ან საშუალო სტატისტიკური ადამიანი, ის რაც შეუძლებელია ამ უკანასკნელთათვის, შესაძლებელია მოსწავლეთათვის.
მაძიებელმა თავად უნდა მიაგნოს ნებას საკუთარ თავში, გამოიყენოს ის და დადოს თუნდაც მცირე მაგრამ მიღწევა ნების საშუალებით.
სურვილი პიროვნების ატრიბუტია, მაშინ როდესაც ნება სულის გამოვლინებაა. ნებით მოქმედებს სული, სურვილებით პიროვნება.
სურვილი უნდა აყვანილ იქნას ნებამდე და მხოლოდ მაშინ ასრულდება ის.
სურვილი უნდა გადაყვანილ იქნას ძლიერ სურვილში, ეს უკანასკნელი მისწრაფებაში, ხოლო მისწრაფება კიდევ უფრო აღმატებულ ხარისხში – ნებაში!
ასეთია მოსწავლე, მეომარი, ხოლო საშუალო ადამიანი ფაბნნტაზიორია, მას დღეს ერთი უნდა, ხვალ მეორე, ზეგ მესამე, არცერთი მათგანი არ გადადის ნებაში.
ნებისათვის უცხოა, დანებება, უკან დახევა, გადადება, სხვაზე დაბრალება, რადგან ის თავად არის მოქმედი აგენტი და პასუხისმგებელი შედეგზე. სხვას აბრალებს ის ვინც შეპყრობილია, დანებება ამის მაშვენებელია.
ნება წარმოადგენს გადაწყვეტილებას მიაღწიო მიზანს, აიღო სრული პასუხისმგებლობა გადაწყვეტილზე, უყოყმანოდ, უმწიკვლოდ, უზადოდ იმოძრაო, იმოქმედო დაუღალავად მიზნის მისაღწევად. ან გამარჯვება ან სიკვდილი. ნება არ ტოვებს უკან დასახევ სივრცეს, მხოლოდ წინ, მაშინ როდესაც სურვილი, საერთოდ არ განიხილება სერიოზულ მოქმედებად, ის უბრალოდ არის და ვიღაცამ უნდა აასრულოს..
მსურველთა რიცხვი, ისევე როგორც სურვილები უთვალავია, მაგრამ ისინი არასოდეს ხორციელდება.
ადამიანს შესაძლებელია მრავალი ცხოვრება სურდეს რაღაც, მაგრამ ეს მხოლოდ სურვილია.
მაძიებელთა დიდ უმრავლესობას მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ნებაზე. ისინი ერთმანეთში ურევენ ნებას და სურვილს.
ოცნებაში ყველას სურს გმირობა, ფანტაზიებში ყველა გმირია, ფლობს ტალანტებს და სულიერ ძალებს, ბრძნია და ამაღლებული, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ საშუალო სტატისტიკას ავსებს.
ვინც მცირე საქმეს და შესაძლებლობას არ უდგება უმწიკვლოდ, უზადოდ, სრულყოფილად, ის დიდ საქმეს ვერასოდეს შეასრულებს.
ვერც ის ჩაიდენს გმირობას ვინც წელებზე ფეხს იდგავს შრომაში და მერე მთელი დღე დასტირის თავის დაკარგულ ცხოვრებას.
ცდებიან და ვერაფერს მსგავსს ვერ მიაღწევენ ისინი, ვინც სხვას ასწავლიან, მაშინ როდესაც თავად არ უსწავლიათ და გამოუცდოიათ.
არ არსებობს სიცოცხლე ბრძოლის გარეშე. ადამიანი მუდამ ადარებს თავის ბედს შემხვედრის ცხოვრებას, გამოაქვს აქედან დასკვნები რაც უაზრობაა და მეტი არაფერი. ვის ედერებით? განა ასე გახდებით გმირი, მხსნელი?
ეს მიგიყვანთ საშუალო სტატისტიკურ ბედთან და ცხოვრებასთან, ამპარტავნებასთან, შეცდომებთან და სულის გაყიდვასთან.
მაძიებელი და მოსწავლე ემზადება იმისათვის, რომ შთაიღვარონ მასწავლებელში, მათი აურა გაერთიანდეს მასწავლებლის აურასთან. მასწავლებელი არ არის არც ჩვეულებრივი, არც საშუალო, არც გზაში შემხვედრი რიგითი ცხოვრების მქონე. ის არასოდეს არავის ადარებს თავს, არამედ ისახავს მიზანს და აღწევს მას.
ადამიანის აურა გამოხატავს მის ცნობიერებას, ეგოიზმი არ აძლევს საშუალებას აურას გააჩნდეს თანაბარი ნათება. ნებისყოფის მქონე ადამინის აურა არ ციმციმებს, არ მერყეობს, მას თანაბარი ნათება აქვს რაც ესოდენ იშვიათია.
მოსწავლე ცხოვრობს მინიმუმ ორ სამყაროში, ფიზიკურში და სულიერში, ამიტომ ყველა შემხვედრი რეაგირებს პირველ რიგში მის აურაზე, ცნობიერად ან ქვეცნობიერად.
ადამიანი საკუთარ აურაში ატარებს მთელ სამყაროს, ამაზე დავწერე წიგნში „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“, სადაც მოვიყვანე შესაბამისი სქემები. ამ საკითხებზე და წიგნში მოყვანილ მასალეზე მედიტირება ხსნის წარმოუდგენელ სიღრმეებს სამყაროს შესახებ, ადამიანის შესახებ, ეს ცოდნა აუცილებელია რათა ჩაწვდეთ უკვდავების ნებას, რადგან უკვდავების უმაღლესი ატრიბუტი ნებაა!
თავიდან იყო წყვდიადი, ღმერთმა თქვა – დაე იყოს ნათელი და იშვა ნათელი – ხედავთ? ნებამ შვა სინათლე!
თავის დროზე და ადგილზე ეს ცოდნა გამოგადგებათ.. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ყველა დაინახავს, რომ თურმე დიდხანს სიცოცხხლე შესაძლებელია, ყველა ვინც გამოგვყვება. წიგნში „სინათლის სხეულის გეომეტრია“ მომყავს წრიული ველები აურაში, რითაც სამყაროები უკავშირდებიან ერთმანეთს, ეს არის მატერიის და სულის შიდა სივრცე. ღვთიური კორიდორი. ნების პერანგი.
ყველაფერი რაც მიწერია ჩემს წიგნებში, ყველა ცოდნა და შეხვედრა მოხდა შიდა სივრცეში, სულში. ფაქტიურად ამ წიგნებით საკუთარი სული გადმომაქვს ფურცლებზე.
ბევრს სწადია სულიერი ცოდნა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სული იმდენს უმხელს ადამიანს რამდენ სისუფთავესაც ხედავს მასში. სისუფთავე ნების გარეშე არ მოდის. ესეიგი სისუფთავე ნების ატრიბუტია.
წიგნში „აშრამის გაკვეთილები“ გადმოგეცით დიადი მასწავლებლების მიერ სულიერ პლანზე აშრამში წაკითხული ლექციები და გაკვეთილები, რომლებსაც პირადად დავესწარი, რა ეს წიგნი წაგიკითხიათ და რა თავად დასწრებიხართ, აიღეთ და გამოიყენეთ, შეასრულეთ რაც იქ წერია, ეს სულიერი წვრთნაა, ნების წვრთნა. სულის უმაღლესი ატრიბუტი ნებაა, ნება გამოყოფს ჯერ სიყვარულს, სიყვარულის შემდეგ სიწმინდეს(წმინდა სულს).
როგორ გგონიათ რატომ გაზიარეთ სიყვარულის პრაქტიკას წიგნით “შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა”? იმიტომ, რომ სიყვარული კეთილი ნებაა, სიყვარული ნების ატრიბუტია რომელიც განსაზღვრავს ნების ბუნებას.
თუ კარგად დააკვირდებით, ექვსივე წიგნში უხილავი ფონი არის – ნება! ნების გარეშე ადამიანი ვერასოდეს გაივლის ამ გზას.
წაიკითხეთ, ისწავლეთ, იმედიტირეთ – თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ნების ხვედრია!
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post