ცოტამ თუ იცის, რომ ნება შვიდსაფეხუროვანია, შედგება 7 მდგენელისაგან,
ალბათ უკვე გასაგებია, რომ ენერგიის ტიპი რომელსაც ვუწოდებთ ნებას რთული მრავალმხრივი, სპეციფიკური შემადგენლობისაა.
ნების შესწავლას აშრამში მრავალი საათი ეთმობა, სწავლა გრძლდება ათწლეულობით. მე ვცდილობ ჯერ ელემენტარული საფუძვლები განვიხილო.
აშრამის გაკვეთილები გადმოვეცი წიგნში „აშრამის გაკვეთილები“.
თავად ნების სხეული პირველია თუ ზემოდან ქვემოთ მივყვებით, ანუ ის შეესაბამება კინკრიხოს ცენტრს, ეს ცენტრი უძლიერესია ყველა დანარჩენს შორის. მას ეწოდება „ათასი ნების სხეული“(ამის შინაარსობრივი ახსნა მოყვანილი მაქვს წიგნში „ფლობის ბეჭედი“).
მაგრამ ვიდრე ნების სხეულამდე ავალთ, ადამიანს გააჩნია ფიზიკური სხეული და მას აქვს საკუთარი სურვილები, საკუთარი ვ-ნება ამოძრავებს.
ეს ვ-ნება არ ცნობს ღვთიურ ნებას, ის მთლიანად ემსახურება ფიზიკური სხეულის ელემენტარულ მდაბალ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში ღვთიური ნების ეს მეშვიდე მდგენელი არ მუშაობს, ის ეწინააღმდეგება ღვთიურ ნებას, ამუხრუჭებს მას, ამუხრუჭებს ღვთიურ გეგმას რომელიც უნდა განახორციელოს ღვთიურმა ნებამ მიწიერ პლანზე, ამუხრუჭებს ღმერთის ჩამოსვლას ფიზიკურ სხეულში. სხვაგვარად რომ ვთქვა სცოდავს ღმერთის წინაშე.
ფიზიკური სხეული ითხოვს სექსს, თვითდაკმაყოფილებას, სიამოვნებას სხვა სხეულთან ხახუნით, რაც ხარჯავს ღვთიურ ენერგიას უმიზნოდ, არაგეგმიურად, უღრმთოდ.
პირველი რაც უნდა შეასრულოს ადამიანმა განმღრთობის გზაზე არის ფიზიკჯური სხეულის დამორჩილება, სხეული უნდა დაემორჩილოს ღვთაებრივ ნებას და გახდეს ინსტრუმენტი ღმერთის ხელში. ამ შემთხვევაში ის გახდება ღვთიური ნების ფიზიკური – მეშვიდე ასპექტი, მდგენელი. ღმერთის ნება ჩამოაღწევს ფიზიკურ პლანზე და დაიწყება ღვთიური გეგმის განხორციელება.
ღმერთს გააჩნია საკუთარი გეგმა თითოეულ ადამიანზე.
მთელი არსებობის მანძილზე სხეული ითხოვს პერიოდულად, სისტემატიურად სექსს. ეს მისი უცვლელი ნებელობაა.
მოსწავლის მიზანია ეს მდაბალი ნება მოთოკოს, შეუსაბამოს ღვთიურ ნებას, მკაცრად აკონტროლოს და არ მისცეს საშუალება საკუთარი ნება მოახვიოს პიროვნებას. შესაბამისად არ არსებობს მოსწავლე სქესობრივი ასკეზის გარეშე! ყველა ვინც ქადაგებს სექსის და სულიერების ერთობლივ თეორიას, არის შავი ძმა, შეგნებულად ან შეუგნებლად.
ამ შეხედულებიდან გამომდინარე საშუალოსტატისტიკური ადამიანი მიეკუთვნება უფრო შავ ძმებს, ვიდრე თეთრს, ხშირად შეუგნებლად. აი ამიტომ ცდილობს საზოგადოება, რომელიც შედგება საშუალოსტატისტიკური ადამიანებისაგან, დაიცვას სექსის „მონაპოვარი“ და ყველა გზით და საშუალებით ეწინააღმდეგება სასქესო ასკეზას.
ზოგადად ასკეზა ითვლება ბერული ცხოვრების წესად, მაგრამ ბერი ზრუნავს სულზე, მაშინ როდესაც საერო კაცი მატერიაზე, სხეულზე და მხოლოდ მარხვის პერიოდში სულზე. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მისი ნება ფრაგმენტირებულია, დაყოფილი, მას ბევრი სურვილი და მიზანი აქვს, მისი ენერგია იფანტება აქეთ იქეთ ამ სურვილების დევნაში.
ფიზიკური სხეულის გარდა ადამიანს გააჩნია ასტრალური სხეული, ეს სხეული გვანიჭებს ემოციებს და ნაწილობრივ შეგრძნებებს. მას თავისი სურვილები გააჩნია, მოთხოვნიუილებები, პრეტენზიები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელიც ანაწევრებს ღვთიურ ნებას, საკუთარი ნებით.
ამ სხეულს სწადია იყოს პირველი, მიუხედავად იმისა რომ მეექვსეა.
ნებისმიერ სიტუაციაში ის გამოდის წინა პლანზე და პირველი რეაგირებს მიმდინარე ან უკვე მომხდარ მოვლენებზე. ამის ბრალია, რომ ადამიანი ემოციურად უდგება საკითხებს, პრობლემებს და სხვა.
ეს სხეული პასუხისმგებელია ფიზიკურ კვებაზე, ის გვიბიძგებს კვებისაკენ და ეს ხდება მით უფრო ხშირად და ხანგრძლივად რაც უფრო ხშირად აქტიურობს იგი.
ღვთიურ ნებას მოაქვს ნეტარება, ტოტალური სიმშვიდე, სიმტკიცე, სიყვარული, ცდილობს რა ეს პარამეტრები დაამკვიდროს ფიზიკურ პლანზე, მაგრამ ემოციური ნება, ეწინააღმდეგება მას თავისი ფორიაქით, ჰიპერ აქტიურობით, ღელვით, წინა პლანზე გამოვარდნით და დაუყოვნებელი რეაგირებით მოვლენებზე. საბოლოოდ კი, თუნდაც ამ ორი უმართავი თავ-ნება სხეულის ჩარევით, იმის ნაცვლად, რომ ადამიანი სუფთად, წმინდათ, მშვიდად, გაწონასწორებულად, სიყვარულით ,მტკიცედ მოქმედებდეს ფიზიკურ პლანზე, ის , გაფანტულია, დაქსაქსული, დახუნძლული ცოდვებით, გაუწონასწორებელი, სექსს აყოლილი, სმა ჭამას გადაყოლილი, ემოციური, ღელვადი, პანიკისადმი მიდრეკილი, უკმაყოფილო, სიძულვილში ჩაფლული ეგომანიაკი.
ცალკე საკითხია მენტალური სხეული, რომელიც არანაკლებია თავისი აქტიურობით ასტრალურზე. მისი პირადი ნება გამოიხატება განხილვებში, განიხილოს ყველა და ყველაფერი, შეფასოს, აწონოს, განსაჯოს, განიკითხოს, გაასამართლოს, მიუსაჯოს და დასაჯოს.
ღვთიური ნება ჩამოედინება პირველი ღვთიოური სხეულიდან, კინკრიხოდან, რომელიც არის რეალური მმართველი, მაგრამ მდაბალი მენტალი ახვედრებს საკუთარ ნებას, განხილვას, განსჯას, რაც სრულდება ღვთიური ნების რეინტერპრეტირებით, დამახინჯებით, და შედეგად არასწორი იდეებით, აზრებით, მოქმედებით. საბოლოოდ გამოდის ძალიან გაფუჭებული ტელეფონი.
ასკეტურმა ცხოვრების წესმა უნდა დაიმორჩილოს ფიზიკური სხეული და გააუქმოს მისი ხორციელი ვ-ნება. ასკეტურმა კვებამ უნდა დაიმორჩილოს როგორც ფიზიკური ასევე ასტრალური სხეულის ნაწილი, ხოლო მისი მეორე ნაწილი ისევე როგორც მენტალი უნდა დაიმორჩილოს სიყვარულის პრაქტიკამ, ლოცვამ.
სიყვარული მოედინება პირველი ღვთიური სხეულიდან როგორც მისი უცვლელი ნება, მენტალმა ასტრალმა და ფიზიკურმა სხეულებმა ის უნდა გაატარონ უცვლელად. ღვთის სასუფეველი ძალისხმევით აიღება, ანუ ეს სამი სხეული ძალისხმევით უნდა დავიმორჩილოთ!
ღვთის სასუფეველი არის იქ სადაც სუფევს ღვთის ნება.
აი ამ ნებისათვის იბრძვის მაღალი ადამიანი, ცდილობს რა დაიმორჩილოს მდაბალი ანალოგი.
სიყვარულის პრაქტიკა ამიტომ მივიღე, დავწერე და გადმოგეცით წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“.
პირველი ადამი ცდილობს შევიდეს მეორე ადამში. სწორედ პირველი ადამი შეიქმნა ღმერთის ხატად და სახად, ის არავის არ გამოუგდია სამოთხედან და დღესაც იქ არის, მაგრამ მეორე ადამი დაეცა, ჩამოვადრდა მიწაზე და ჩაეფლო ღმერთისადმი წინააღმდეგობაში. ის დაცემული ანგელოზია.
ასეთია ღვთიური ნება და პირობნების ურჩობა სხეულით, ემოციებით და აზრო-ვ-ნებით. როდესაც ნება გახდება ერთიანი, შვიდსაფეხუროვანი კიბე პიროვნებიდან ღმერთისაკენ და პირიქით, მაში ღვთის სასუფეველი დამკვიდრდება ჩვენში, ჩვენ შევალთ ღვთის სასუფეველში.
ამიტომ არავინ მოგატყუოთ, რომ ღვთის სასუფეველი მარჯვნივაა ან მარცხნივ, ზემოთაა ან ქვემოთ, რადგან ის თქვენშია და ძალისხმევით აიღება, მკვიდრდება!
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post