1425 წლიდან სულიერი იერარქია ემზადება იმისათვის, რომ გამოვლინდეს ფიზიკურ პლანზე. მანამდე მას ათიათასობით წლის მანძილზე ჰქონდა ფუნქციონირების სტაბილური და დამყარებული რიტმი, რომელშიც შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ მიზნის გამო.
მასწავლებლები თავისებურად ემზადებიან კაცობრიობასთან ფიზიკური ურთიერთობისათვის, მართალია ისინი ადამიანები არიან, მაგრამ უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ საუბარს ურთიერთობისათვის, რადგან ეს პროცესი ხორციელდება ტელეპატიურად. შესაბამისად მიწიერ პლანზე გამოჩენის შემდეგ მათ მოუწევთ ისევ საუბართან დაბრუნება რაც მომზადების გარეშე ძნელი იქნება. აგრეთვე მასწავლებლები არ არიან ბოლომდე საქმის ყურში უახლესი ისტორიისა და მიმდინარე ყველა მოვლენის შესახებ, რადგან სულიერ პლანზე არსებულ აშრამებში მათ ჰყავთ ის ადამიaნები რომლებიც საჭირო დროს აწვდიან საჭირო ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხზე.
იერარქიის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდეთ წიგნში “სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები”.
სადღეისოდ არიან ფაქიზ პლანზე არსებულ აშრამებში მეოთხე ხარისხის განდობილები რომლებსაც ევალებათ ფინანსურ ეკონომიკური სისტემის შეცვლა მიწიერ პლანზე. მათ უნდა დანერგონ ბარტერისა და გაცვლის სისტემა რომლის კარიკატურულ სიმბოლოს წარმოადგენს დღევანდელი ფული. ეს ახალი სისტემა იქნება მკვეთრად ადამიანური და ჩაანაცვლებს დიდ ბიზნესს.
იერარქია პირდაპირ არ გამოჩნდება დედამიწაზე, ჯერ მოვლენ დაბალი ხარისხის განდობილნი და მოსწავლეები, ისინი მოამზადებენ საფუძველს უფრო მაღალი ხარისხის განდობილთათვის ხოლო ეს უკანასკნელნი მასწავლებლებისათვის.
ასეთია ღვთის სასუფევლის დედამიწაზე დამკვიდრების გეგმა….
კაცობრიობა თავისი ზნედაცემული ცხოვრების წესით, შეპყრობის საკმაოდ მაღალი ხარისხით, დადგება მასწავლებლებთან პირისპირ შეხვედრის წინაშე.
სულიერი სასწავლო დაწესებულებები აშრამები, რომლებიც სადღეისოდ არებობს მხოლოდ მაღალ სულიერ პლანზე, გადმოვა და დაფუძვნდება დედამიწაზე. სიბრძნის მასწავლებლების მიერ წაკითხული ლექციები და გაკვეთილები რომლებიც გადმოვეცი წიგნში „აშრამის გაკვეთილები“, წაკითხულ იქნება უკვე მიწიერ პლანზე დაარსებულ აშრამებში.
სადღეისოდ ასეთი აშრამი არ არსებობს დედამიწაზე, ის დაიწყებს ჩამოყალიბებას და დაარსდება 2025 წლის შემდეგ.
აშრამში პირველი რაც ისწავლება არის გარჩევის უნარი. ამ უნარის გარეშე ადამიანი მხოლოდ სათამაშოა გარე ძალების ხელში.
მოსწავლე სწავლობს აურის დანახვას, ხოლო აურაში, ადამიანთან მიერთებული არსების დანახვას. ძალზე ხშირად ეს შემპყრობელია, თუმცა იშვიათად შესაძლებელია მასწავლებელთან იყოს შეერთებაში კონკრეტული ინდივიდი.
მიერთების ფენომენი ცალკე შესწავლის საგანია. იმქვეყნად გადასვლის შემდეგ პარაცელსმა მას ცალკე წიგნი მიუძღვნა და ის ხელმისაწვდომია სულში მოგზაურთათვის იმქვეყნად არსებულ ბიბლიოთეკაში. მიერთების ფენომენი დაწვრილებით განხილული მაქვს წიგნში „ფლობის ბეჭედი“.
ოცდაათწლიანი პრაქტიკის შედეგად, ერთი შეხედვაც საკარისია, რომ დავინახო ვის ინტერესებს იცვას და ემსახურება ადამიანი მიწიერ პლანზე.
ძალზე ხშირად ეს მეტად სამწუხარო სანახავია.
ადამიანი თავად ღუპავს საკუთარ თავს, სულს და სხხეულს.
საბედნიეროდ არსებობენ ერთეული, სუფთა ადამიანები, რომელთან ურთიერთობაც ნეტარებაა სულისათვის.
ძალზედ იშვიათია, მაგრამ აქა იქ შესაძლებელია მათთან შეხვედრა.
დისკუსია ამის შესახებ post