არ არსებობს იმაზე უფრო მყარი კავშირი, ვიდრე მასწავლებლის სინათლის სხივები, რომელიც თავად ადამიანმა ჩააქსოვა საკუთარ აურაში. ისინი მუდამ იქ რჩებიან, მაგრამ გაორებული ადამიანი ვერ ამჩნევს მათ.
მხედველი ხედავს ამ ჩაქსოვილ სინათლეს.
სადღეისოდ უამრავი თვითმარქვია აცხადებს პრეტენზიას „მასწავლებლობაზე“, მაშინ როდესაც მათ აურაში არ იძებნება მასწავლებლის სინათლე.
ცოდნა არის შემოქმედების ცეცხლი. შემოქმედება, თანაშემოქმედება მასწავლებელთან ბადებს ცოდნას.
ცოდნის მფრქვეველი ადამიანი ბევრია, მასწავლებელთან თანაშემოქმედებაში მყოფი კი არცერთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი საკუთარ ეგო-ს და ფანტაზიებს აფრქვევს.
ადრე ჩემს წიგნებში გადმოცემულ ინფორმაციას ლექციებად ვკთხულობდი, მაგრამ მივხვდი, იმდენად დიდი ენერგია იდო ამ გამოცდილებაში, რომ მისი ერთჯერადად აღება შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ გამოვეცი წიგნებად.
მაგალითად ავიღოთ წიგნი „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“, რომელშიც გადმოვეცი ადამიანის სინათლის სხეულის აგებულება, სულის სხეულის და სამშვინველის ურთიერთ ჩართვის გეომეტრია, წინა ცხოვრებათა ფრაქტალურრი განლაგების სქემა, ყველა ადამიანში საკუთარი თავის შეცნობის მექანიზმი და სხვა..
მკითხველის წინ ფაქტიურად იშლება სულის არეალი საინდანაც მოედინება სულიერი სამყაროს ენერგეტიკული ნაკადები ინფორმაციის ფორმით და სახით. წიგნში გაჟღერებულ აზრზე მედიტირება ხსნის კიდევ უფრო ღმა შინა არსს, კიდევ და კიდევ .. ხდება სამყაროს მასშტაბური აღქმა, მისი ენერგიებით გაჯღენთვა, გაცნობიერების აღმაფრენა.
წიგნში „აშრამის გაკვეთილები“ გადმოვეცი მასწავლებელთა მიერ წაკითხული სწავლებანი ლექციების სახით, რომელებიც პირადად მოვისმინე სულიერ პლანზე არსებულ სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში. ამ ნაწერებში, ამ ლექციებში მასწავლებელთა ენერგეტიკა დევს, მათი ცოცხალი ენერგია, სრულყოფამდე ამაღლებული ხედვა, ცოდნა, ჰარმონია.
იესოს ენერგიას ეხებით წიგნით „შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“, სწორედ ის იწვევს ცვლილებებს თქვენს შიგნთ. ქრისტეს ცნობიერებას გაზიარებთ თავად სიყვარულის პრაქტიკა, ამ პრაქტიკაში დაყოფილი თითოეული საათი გმატებთ ქრისტეს ცნობიერებას.
წიგნი „ფლობის ბეჭედი“ დავწერე იმ მიზნით, რომ ადამიანი შეეხოს ჩემი მასწავლებლის ენერგეტიკას, განსაზღვროს საკუთარი სულის ბედი, შეეხოს სამოთხისეულ ენერგიებს და „აიცრას“ ჯოჯოხეთის ბნელი ზონების მიმართ, ბნელი ჯოჯოხეთური ენერგეტიკის ზემოქმედებაზე და გავლენაზე ვიდრე ცოცხალია.
სუფთა ცხოვრების, ისევე როგორც ცოდვილი ცხოვრების შედეგები ბოლომდე გაიაზროს და პასუხისმგებლობა აიღოს მათზე. ბოლოსდაბოლოს გამოისყიდოს საკუთარი სიბნელე.
რა აზრი აქვს თეთრ იერარქიაში მოქმედი მასწავლებლისათვის ისეთი მოსწავლის ყოლას, რომლის მეშვეობითაც ის ვერ შეაღწევს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში? არავითარი.
მოსწავლე სინათლის გამანაწილებელია, წყარო კი მასწავლებელია, რომელსაც მიეწოდება ღმერთისაგან..
ასევე იქცევიან შავი საძმოს მასწავლებლებიც, რომლებიც ცრუ „მასწავლებლებს“ ალაპარაკებენ საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან რათა მათ გაავრცელონ თავიანთი ეგოს-ს ნააზრევი სისულელეები.
მათ ჰყავთ მოლაპარაკე თავები, რომელებსაც არ გაუვლიათ სულიერი ტრენინგი, საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ გაეცნენ თეორიულად, შედეგად მხოლოდ საკუთარი ნააზრევს, ან სხვის გამოცდილებას ასაღებენ საკუთრად და ტრანსლირებენ, რაც ტყუილია თავისი არსით. ასე აღწევს სიბნელე ფართო მასებში.
აქ კარგი იქნებოდა გარჩევის უნარი, რომელიც არ გააჩნია საზოგადოებას, რადგან მისი ფესვები სწორი ცხოვრების წესიდან მოდის.. ასეთი ცხოვრების წესი კი უკვე თითქმის დაიკარგა..
უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისათვის, სულისათვის, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
ყველაფერი აქვეა და ამავე დროს ძალიან შორს.
ზოგმა ჯოჯოხეთი უნდა გაიაროს მიზმამდე, ზოგმა სამოთხე, უმეტესობა კი ჯოჯოხეთის გავლით სამოთხეს ირჩევს გაუცნობიერებლად. ეს მეტად მტკივნეულია, თუმცა ადამიანის არჩევანი წმინდაა, მას ვერავინ შეეხება.
დისკუსია ამის შესახებ post