პარასკევი, მაისი 16, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი პოსტები

სადავეები

მარტი 25, 2024
კატეგორია: პოსტები, სიყვარულის გავრცელება, სიყვარულის პრაქტიკა, სულიერი იერარქია, სულიწმინდას სწავლება
0 0
A A
0

სადავეები

ამონარიდი ჩემი წიგნიდან “უკვდავებისაკენ მიმავალ გზაზე”.

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©.

როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ ამოწურეს ყველა საკუთარი რესურსი, და მიაღწიეს თავისი შესაძლებლობების ზღვარს, რომ პრობლემების გადაჭრა და გარე პირობებთან გამკლავება მათ ძალას აღემატება, ისინი იწყებენ ღვთური დახმარების თხოვნას, მოთხოვნას, ძიებას. მათ სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩებათ.

ასეთი ადამიანი ეძებს ხსნას, დახმარებას, მას სურს გაეკვეს რა გააკეთოს, როგორ, რომ მოიპოვოს საკუთარი ბედის, საკუთარი სიცოცხლის, ცხოვრების ხარისხის, დღეგრძელობის, ჯანმრთელობის, სიუხვის, ბარაქის, წარმატებულობის სადავეები.

ეხლა როდესაც ყველაფერი აირია, როდესაც ძველი სტაბილურობა დაიკარგა, კომფორტის ზონა დაირღვა და თითქმის გაუსაძლისი გახდა პრობლემათა ჯაჭვი, როდესაც არსებობისათვის ბრძოლაზეც კი მიდის საქმე, პიროვნება ხვდება, რომ მისი თვითდარწმუნებულობა მხოლოდ ილუზიაა და ბედის რეალური სადავეების შესახებ მან არაფერი იცის.

თითქოს იგივე ძალისხმევას დებს, იგივენაირად იღწვის, შრომობს, ფიქრობს, მაგრამ რატომღაც დოვლათი, სიუხვე, წარმატება მცირდება, კლებულბს. ვერაფერი გაუგია რა ხდება სამყაროში, მის თავს, რა მოსდის მის ცხოვრებას..

 შიშები და ჩუმი პანიკა ისადგურებს მასში.

ის ვერაფერს წყვიტავს, მას არ აქვს გავლენა საკუთარ სიცოცხლეზე, რეალობაზე, ბედზე, ურთიერთობებზეც კი.

ამ ეტაპზე ის დგას არჩევანის წინაშე, დანებდეს და ჩაიქნიოს ხელი ცხოვრებაზე, შევიდეს დეპრესიაში, აღიაროს რომ მხოლოდ სათამაშოა უმაღლესი ძალების ხელში, თუ ეძიოს გამოსავალი ვიდრე არ იპოვის.

უმეტესობა ნებდება, მაგრამ გამონაკლისები არასოდეს. შედეგად ეს უკანასკნელნი იწყებენ ძიებას, ეძებენ რაღაც ახალს, აქამდე უცნობს, იწყებენ დაშვებას, რომ შესაძლებელია რაღაც დარჩათ უყურადღებოდ, მთლად ისე არ არის ყველაფერი მათ რომ ეგონათ.

შესაძლებელი ყველა ცდება, ბევრნი ცდებიან, მთელი საზოგადოებაც კი.

ის კითხულობს, იქექება ინტერნეტში, ლიტერატურაში, ბოლოს ადრე თუ გვიან მიაგნებს რაღაც უცნაურ ლიტერატურას(წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“), სადაც მოთხრობილია სიყვარულის პრაქტიკის ძლევამოსილებაზე, მის გადამწყვეტ კარდინალურ მოქმედებაზე.

წიგნის წაკითხვის შემდეგ მას მიეცემა იმედი, საშუალება, ხვდება, რომ შეიძლება ეს სწორედ ის სადავეა რაზეც ოცნებობდა, რათა ემართა საკუთარი ბედი, წარმატება, დღეგრძელობა, ურთიერთობები, სიუხვე, ბარაქა..

ოდნავ ფეხქვეშ მიწა იგრძნო, სიხარული, რაღაც იპოვა, მაგრამ რა?

არ იცის დაიჯეროს თუ არა, იქნებ მომდევნო ტყუილია, ან ავტორმა შეთხზა რაღაც, უბრალოდ დაწერა, ან იქნებ ეს არ არის მართალი?

ეჭვები ტანჯავს, მაგრამ ამავე დროს მისი ერთი მხარე დაჟნებით მოითხოვს დაიჯეროს, გაყვეს ამ გზას, დააპრაქტიკოს წიგნში მოცემული სწავლება, მეთოდები, ყურში ჩაჰყვირის, რომ სწორედ ისაა რასაც ეძებდა ამდენი ხანი.

ბოლოს გადაწყვეტს , რომ დაიწყოს პრაქტიკა, რადგან სხვა გზა აღარ აქვს, უკვე ყველაფერი დანარჩენი ცადა. დასაკარგი აღარაფერია.

თავიდან ჰგონია, რომ მცირე ძალისხმევაც საკმარისი უნდა იყოს შედეგის მისაღებად, კიდევ ერთხელ კითხულობს წიგნს და აღმოაჩენს, რომ თურმე არა, დიდი ძალისხმევაა საჭირო, სერიოზული მიდგომა, პრაქტიკა. სხვა გზა აღარ არის, უნდა აპრაქტკოს, უნდა სცადოს, უნდა დაუთმოს დიდი დრო..

და აი ის უკვე ყოველდღიურად სამი ოთხი საათს უძღვნის ამ პრაქტიკას, გადის გარკვეული დრო, სამი ან რამოდენიმე კვირა, ან თვე, და მისი ცხოვრება კარდინალურად იცვლება უკეთესობისაკენ. თავიდან არ სჯერა, რომ ეს სიყვარულმა ჩაიდინა, დამთხვევას მიაწერს სასიკეთო ცვლილებებს, მაგრამ შემდეგ უკვე ნათელი ხდება, რომ სიკეთე, სიუხვე, დღეგრძელობა, სასურველი ურთიერთობები და სიუხვე, ბარაქა, წარმატება მისი თანამდევია.

ასეთი ინტენსიურ პრაქტიკას მიუჩვეველია, სიზმარმაცე უმტკიცებს, რომ ეყოფა, მაგრამ მან უკვე იცის, რომ გაჩერება შეუძლებელია, უსიყვარულოდ მას არ აქვს არც მომავალი და არც აწმყო, ისევ ჩაიძირება, დაიკარგება, ტალახში ჩაეფლობა.. ისე დაბრუნდება სიღარიბე, სიდუხჭირე, წარუატებლობა, პრობლემები, შისები, ჩუმი პანიკა, დეპრესია..

არა არა, ეს აღარ უნდა, ოღონდ ეს არა..

ყველაფერს იზავს, სიყვარულს დროს დაუთმობს, პირველ ადგილზეც კი დააყენებს, ოღონდ კი ისევ იმ წუმპეში და უიმედობაში არ დაბრუნდეს..

თანაც, უკვე ასე თუ ისე მიეჩვია სიყვარულის კულტივირებას, თითქოს სხეულიც კი შეეჩვია, თითქოს ითხოვს კიდეც, რადგან რაღაც სიამოვნებას, კმაყოფილებას განიცდის სიყვარულზე ფიქრისას, სიყვარულში დაბრუნებისას.

მისი ცხოვრებაც აეწყო, სასწაულად მარა აეწყო, ფინანსებმა მოიმატა საგრძნობლად, ჯანმრთელობა უკეთესი გახდა, ურთიერთობებიც კი გამოსწორდა გარშემო ადამიანებთან.. ღმერთო ეს სასწაულია, არარსებული თურმე არსებოს..

სადავეები, სადავეები მოიპოვა ცხოვრებაზე, ბედზე, სიცოცხლის ხარისხზე..

არა არა, ამას ვეღარ გაუშვებს ხელიდან, გაუშვებს კი არა ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს, უნდა შეეზარდოს ამ გადამრჩენელ პრაქტიკას, სიყვარულს, სწავლებას, გზას ..

 ეხლაღა დავიდა მის გონებამდე იესოს სიტყვები: „მე ვარ სიცოცხლე, გზა და ჭეშმარიტება“..  მართალი უთქვამს, მართალი..

არ ეგონა, თუმცა იმდენი ჭკუა ეყო, რომ ეს „აბსურდული“ მიდგომა, დაეჯერებინა, გამოეცადა.. იქნებ ამ წიგნის ავტორს სხვა მიგნებებიც აქვს?

იქნებ საერთოდ ყველაფერი რაც დაწერა ასეთივე მოქმედია?

და აი დადგა შემდეგი ნაბიჯის დროც, არჩევანი ისევ წარსდგა მის წინ, წაიკითხოს მომდევნო წიგნი თუ არა?

რომ წაიკითხოს, მაშინ სხვა გზა არ დარჩება, რადგან უნდა დააპრაქტიკოს, გვერდს ვეღარ აუვლის, ეს კი დამატებითი შრომაა, მაგრამ რომ არ წაიკიტხოს, ვაი თუ იქ რაღაც ასეთივე მნიშვნელოვანი წერია? სიცოცხლის გადამრჩენელი, შეუცვლელი.

ისევ ეს არჩევანი, ისევ ახალი დაშვება.. ისვ შრომა და მიღწევა, ახალი სიმარლის აღება, გმირობა..

თურმე შეძლებია, თურმე შეძლებია..

წაიკითხეთ ჩემი წიგნები:

წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: პრაქტიკასადავეებისიყვარულისიყვარულის პრაქტიკახსნა
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი
ფლობის ბეჭედი

მძიმე შეპყრობა

ღვთიური სინათლე

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !