ძალიან ბევრი წერილი მომდის თვითდაკმაყოფილების პრობლემასთან დაკავშირებით. ადამიანებს სურთ ამ სენისაგან განთავისუფლება, მაგრამ არ გამოსდით რა არის ამის მიზეზი?
1 – ითვლება, რომ თვითდაკმაყოფიება ნორმაა, მითუმეტეს ახალგაზრდა ასაკში. ამ ადამიანების გასაგონად ვამბობ, ეს არ არის ნორმა, არამედ მძიმე შეპყრობის შედეგია. სწორედ შეპყრობა მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც გსურთ თავი დაანებოთ ამ ჩვევას, ეს უკვე აღარ შეგიძლიათ. აღარ შეგიძლიათ იმიტომ, რომ სხვისი ნება გმართავთ.
ეს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა რომლის ფუძე შეპყრობაშია.
2 – ვერ დააღწევთ თავს ამ სენს თუ მთლიანად არ ამოიღებთ საკვებიდან ტკბილეულს, ნებისმიერს, მცირედსაც კი.
არ მიიღოთ მაღაზიაში ნაყიდი ტყემალი, კეჩუპი, მაიონეზი, კიტრის დაბეჭდილი წნილი და სხვა. ყველა მათგანში ამატებენ შაქარს.
არავითარი ჩირი, ტკბილი ჩაი, ყავა ან მსგავსი, არაფერი.
3 – არასოდეს არ მიიღოთ ალკოჰოლი, მცირედიც კი, არც ლუდი.
4 – ამოიღეთ საკვები რაციონიდან ხორცეული, თევზეული, კიბორჩხალები, მიდიები და მსგავსი. არცერთი მისხალი.
5 – არასოდეს მიიღოთ ცხარე, მწარე, პერიცა, წიწაკა და სხვა..
6 – არ მოწიოთ თუთუნი ის შეიცავს ალკალოიდებს.
7 – არ უყუროთ ეროტიულ ფილმებს, სცენებს, არ გააქტიუროთ მსგავსი წარმოდგენები.
8 – ეკლესიაში ჩააბარეთ არსარება და ეზიარეთ მინიმუმ რამოდენიმეჯერ, ეს დაგეხმარებათ საკუთარი ნების გამონთავისუფლებაში. ეს შეზღუდავს დემონს გარკვეულ წილად.
9 – არ დაუშვათ უძილობა, გადაღლა, ეროტიულ თემაზე საუბარი, შესაბამის მეგობრებში ტრიალი.
10 – არ მიირთვათ ტკბილი ხილი, თაფლი, გოგრა და მსგავსი.
გაითვალისწინეთ, თუ დემონი გაჯობებთ, თქვენ მოკვდებით ორი სიკვდილით, როგორც სხეული და როგორც სული.
პირველ და მეორე სიკვდილზე, სათანადო კვებაზე, ცენტრებზე, შეპყრობაზე და მისგან განთავისუფლებაზე, ასეთი ადამიანების იმქვეყნიურ ყოფაზე და ა.შ, იხილეთ ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი. იქ მომყავს ჩემი კვლევები ამ თემაზე, მასწავლებლის გაკვეთილები და ამ პრობლემის მთლიანი სურათი.
მე ვასწავლიდი გარკვეული დრო დარბაზში ღიად, იქ მყავდა „მოსწავლეები“ რომლებიც ამ სენით იყვნენ შეპყრობილნი. მათ არ მოინდომეს უარი ეთქვათ შემპყრობელისათვის, არ შეცვალეს კვება, ეგონათ ისედაც შეძლებდნენ, არ წავიდნენ ეკლესიაში ზიარებაზე, სიამაყემ არ გაუშვა, შედეგად ისევ ძველი ცხოვრების წესზე დარჩნენ, დღესაც ასე ცხოვრობენ. აგერ უკვე ათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვალეს, მიაჩნიათ რა, რომ ზედმეტად მკაცრად მოვექეცი. ბევრი მათგანი დღეს სხვებს ასწავლის ღიად ჭკუას იუთუბიდან. ხანდახან მათზე მეკითხებით – ამ ადამიანზე რას იყვით ან იმაზე.
აბა რა გითხრათ, საიდან დავიწყო..
მათი გონება დღესაც არეულია, თეთრი შავი გონიათ, შავი კი თეთრი..
არ არსებობს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი არ დაიცვათ და ამ სენს მოერიოთ, ეს დემონი ძალზე ძლიერია, ის უბრალოდ არავის უშვებს ხელიდან.
ბევრი მწერს მინდა თავი დავანებო მარა არ შემიძლია!
ვერც შეძლებთ თუ ყველა ნაბიჯს ზედმიწევნით არ დაიცავთ. ეს ბრძოლაა თქვენი სულისათვის და თქვენ მას წააგებთ თუ დისციპლინას არ მიმართავთ და უკანასკნელ ძალებს არ მოიკრებთ.
ვიდრე ცოცხალი ხართ ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ მერე უკვე აღარ, მერე თვენი საქმე წასულია.
ასე რომ გამოფხიზლდით, თავი ხელში აიყვანეთ, და იბრძოლეთ ვიდრე გამარჯვებამდე.
ხშირად მომისმენია დარბაზში ჩემს მითითებებზე პასუხი, – „ეს ჩემთვის არ არის, ეს სუსტებისთვისაა, მე ორივეს შევძლებ ხორცეულით კვებასაც და სწორ ცხოვრებასაც -„ .
მათი უმრავლესობა არამარტო ბევრჯერ გავაგდე, არასათანადო საუბრისთვის და ქცევისთვის, არამარტო წავიდნენ თავისით, არამედ ლანძღვით და კარის გაჯახუნებით წავიდნენ.. ისინი დღემდე ცდილობენ დაამტკიცონ ღიად თუ ფარულად, რომ მართლები არიან, მცოდნენი და სუფთები. თუმცა დღემდე აგრძელებენ არასწორ კვებას, ცხოვრების წესს და თვითდაკმაყოფილებას, რამაც ბოლომდე მოსპო მათი გარჩევის უნარი.
ზოგი მათგანი მატყუარას მიწოდებს, ზოგი შავ მაგს, ზოგიც იმაზე აპელირებს, რომ გულის ცენტრი არ მაქვს გახსნილი და იმიტომ ვარ ასეთი მკაცრი.
მომავალში ჩვენი ორდენი დანერგავს ასეთი ადამიანების მკურნალობის მეთოდს, რითაც დავეხმარებით მათ ამ ბრძოლაში.
ჩვენი ორდენი არასოდეს მიიღებს მსგავსი ჩვევის მქონე ადამიანებს საკუთარ რიგებში, თუ არ აღმოფხვრიან ამ მავნე ჩვევას.
არ მიიღებს იმიტომ, რომ ისინი დემონთა თანაზიარნი არიან, შავი საძმოს წევრები ცნობიერად ან გაუცნობიერებლად. არ გააჩნიათ გარჩევის უნარი და მათი ქცევა, ენა და სხეული ემორჩილება დემონებს. ისინი ძალზე ეჭვიანები, მერყევები არიან, ხშირად აგრესიულნიც. ლანძღვაზეც არ ამბობენ უარს.
მოვა დრო და ყველას დავეხმარებით ვინც მოინდომებს, მაგრამ ვინც არ მოინდომებს მასთან არაფერი გვესაქმება.
სადღეისოდ კი ამ სადავეებით რაც მოგეცით სავსებით შეგიძლიათ დაიბრუნოთ საკუთარი სხეული, ქცევა, ენა, გარჩევის უნარი და სისუფთავე. დაიბრუნოთ წმინდა სული.
სწორი არჩევანი გაკეთეთ – ჯერ კიდევ გაქვთ დრო!
დამატებით, ამავე თემაზე, აშრამში მასწავლებლების მიერ გაკეთებული გარკბეული მითითებები მომყავს წიგნში „აშრამის გაკვეთილები“.
დისკუსია ამის შესახებ post