ინკარნაციათა ციკლის გაწყვეტა შეუძლია მხოლოდ თავად ადამიანს. ამისათვის საჭიროა ძლიერ დაძაბოს, მოიკრიბოს მთელი ძალა და შეერკინოს სიბნელეს საკუთარ თავში, გამოიკვლიოს, გამოიძიოს განმღრთოვების გზები, საშუალებები, თავდაუზოგავად, უმოწყალოდ იაროს თავისუფლებისაკენ.
ინერტული, რუტინის მოყვარული, ზარმაცი და გადაუწყვეტელი ადამიანი მუდამ ინკარნაციათა ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი იქნება.
ეჭვიანობა გადაუწყვეტელობის ყველაზე მახინჯი ფორმაა.
შინაგანი ძალის განვითარება არ ექვემდებარება შეგნებულ მოქმედებას მანამდე, ვიდრე ადამიანი სავსეა ცრუ რწმენებით იმის შესახებ, რომ ყოველივე მიიღწევა გარედან, ფიზიკური ქმედებით.
უგუნურს ჰგონია, რომ აზრს ძალა არ აქვს, მაშინ როდესაც ბრძენი აზრის ძალით აღწევს ყოველივეს.
ბრიყვს ჰგონია, რომ ვნებიანი, აგზნებული, ნასიამოვნები სიცოცხლის შედეგია ბედნიერება, მაშინ როდესაც ბრძენმა იცის, რომ მხოლოდ დამწვარ ხორციელ სიამოვნებას, დაფერფლილ ვნებას და ასკეტურად სუფთა ცხოვრებას მოაქვს სიმშვიდე გულში, ეს სიმშვიდე გადადის ნეტარებაში, რომელიც სინათლის ბუნებაა.
ყველა ადამიანი თავიდან მიდის ვნების გზით, მაგრამ ზოგი ამარცხებს ვნებას ზოგი კი იხლართება მასში, როგორც თევზი ბადეში.
გულის სუფთა ცეცხლი ანთია ვნებათა კოცონზე, ვნება იწვის, იფერფლება, ხოლო ამის პარალელურად ინთება გულის ცეცხლი მკერდის საკურთეველში. რამდენადაც ქრება ვნება, იმდენად ინთება გული.
ვნებათა ჩაქრობას მიუძღვენი წიგნი „ფლობის ბეჭედი“, ხოლო გულის ანთებას წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“.
გულის ანთებით ადამიანის ელემნტალი ევოლუციონირებს. ის ხვდება, რომ სხეულის განახლება, მშენებლობა, ჩანაცვლება უკეთესია ბევრად გულის ცეცხლზე მოხარშული ელემენტარული ნაწილაკებით.
ყოველთვის როდესაც გავდივათ სხეულიდან, სხეულში ვტოვებთ ელემენტალს და ის უვლის სხეულს.
ის ვინც გავიდა მოგზაურობს, ხოლო ის ვინც დარჩა სხეულში – უვლის სხეულს. ამ ხელოვნების ათვისებას მიძღვენი წიგნი „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
ათასი რჯულის ფსევდო „მასწავლებელი“ ინტერნეტში საუბრობს იმის შესახებ, რომ ფიზიკური სხეულის დატოვება არ შეიძლება, იქ ვიღაც ჩასახლდება და ა.შ.
მართალია ასეთი ადამიანი ავტორიტეტულად საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვს სიზმარხილვაზე.
განსხეულებული ადამიანის გარემოცვა, ვინც დაკავშირებულია მასთან კარმით, ხშირად საკუთარი ვნებიანი ცხოვრებით უბიძგებს ამ უკანასკნელის ელემენტალს ასეთივე ვნების ანთებისაკენ, ეწევა რა საკუთარი ენერგიით, საუბრით და ქცევით ვნების პროპაგანდას. ამით შეგნებით თუ შეუგნებლად აქრობს მისი გულის ცეცხლს და ძალას.
მხოლოდ მაშინ დადაგება ადამიანი ჭეშმარიტი განთავისუფლების გზაზე, როდესაც მისი გულის სიმშვიდე იქნება მტკიცე, როდესაც გულის ცეცხლი იქნება ძლიერი. ხოლო მისი გულის სიმშვიდე, სიმტკიცე და ცეცხლი, მაშინ იზრდება და ვითარდება, როდესაც მისი ვნებიანობა ჩაქრება, ხოლო მისი ცნობიერება განთავისუფლდება ორი ჯალათისაგან: – შიშისაგან და ცხოვრების ხანმოკლეობისაგან.
სინამდვილეში ერთიცა და მეორეც მხოლოდ უცოდინრობის შედეგია. შიშები მოდის მომავლიდან, ცუდი მომავლიდან. ცუდი მომავალი და ვნებიანი ცხოვრებიდან, არასწორი ცხოვრებიდან. ეს ყოველივე კი არასწორი მსოფლმხედველობიდან – არასწორი ცოდნიდან, უცოდინრობიდან.
რაც შეეხება ცხოვრების ხანმოკლებობას აქაც მხოლოდ უცოდინრობაა შუაში.
ჭეშმარიტ მსოფლმხედველობას, ადამიანის საკრალურ გეომეტრიას, სულთან კავშირს, წინა ინკარნაციათა უამრავ „მე“ -ს და მასწავლებელთან დიალოგებს მიუძღვენი წიგნი „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“ და წიგნი „აშრამის გაკვეთილები“, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობას, დღეგრძელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს სწავლობს ალქიმია, ამ უთხით გამოვეცი წიგნი „ალქიმია ოქროს საწმისი“.
თაბდაპირველი მოსწავლეობის საფუძვლები არ დევს გარეთ, რამდენიც არ უნდა ეცადოს შინაგანი მასწავლებელი გააღვიძოს ადამიანი ცოდნისაკენ, სწავლისაკენ, ძიებისაკენ, თუ თვითომ ადამიანში არ გაცნობიერდა ამის აუცილებლობა, ყველაფერი ფუჭია და ამაო.
არ არსებობს რაიმე დაშტამპული, არც სიცოცხლის ხანგრძლივობა, არც ცოდვა, არც წარსული, არც მომავალი, არც დაავადება თუ ნებისმიერი სხვა რამ, ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია თუ გვეცოდინება როგორ!
ცოდნის შეგროვებისაკენ მოგიწოდებთ მუდამ, ამაშია ხსნა, ჭეშმარიტ ცოდნაში.
წაიკითხეთ ჩემი წიგნები, მათში ოცდაათი წლის მანძილზე დაძაბული, გმირული შრომით ჩემს მიერ, სხეულს გარეთ, სულში შეგროვილი უნიკალური ცოდნაა გადმოცემული.
დისკუსია ამის შესახებ post