კითხვა: – გამარჯობა. სიზმარში ჯერ თქვენ გნახეთ, დიდი დარბაზი იყო, ბევრი ხალხით, მზის ნათება შემოდიოდა ფანჯრებიდან და საოცარი აურა აურა იყო. ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა, გამახსენდა წინა სიზმარი სადაც იგივე გარემოში ვიყავით და ამ სიზმარს მოვყვები – “ვდგევარ და ვვარჯიშობდი აღმდგენ ვარჯიშებს, გამოვიხედავ წინ, თქვენ კი ბოლოში იყავით, გამიკვირდა იქ რატომ ვიდექი, თქვენც ის ადგილი გამოანთავისუფლეთ და მითხარით, მოდი დადექი შენს ადგილას.” ახლა კი ამ სიზმარში იმ ადგილას ვიდექი და ვთქვი აი მოვედი. და გაგვეცინა. შემდეგ პირველი მოძრაობის კეთება დაიწყეთ. ამის შემდეგ სახლის კართან ულამაზესი წმინდანის გარეგნობის გოგონა იდგა, ასეთ ფრაზას გავიგებ – “აწმყოდან აწმყოში რასაც განიცდი, ეგ ხარ შენ და მაგას უნდა დაუკვირდე”. შემდეგ მომაწვდის ყურს, რომელიც ძალიან ფაქიზია და რომ ვუყურებ საოცარია, ნათება მოდიოდა მისგან და თითქოს ცოცხალი იყო. რაც სიყვარულის პრაქტიკას მოვუმატე ძალიან სანახაობრივი სიზმრები მესიმზრება ხოლმე მაგრამ ვცდილობ რომ აღვიქვა როგორც არაფერი განსაკუთრებული, ხიბლში რომ არ ჩავვარდე და სიყვარული დავკარგო…
მაგალითად სიზმარში მინდორში ჩამოვჯექი, სიყვარულის პრაქტიკის დროს და ვხედავ ამორბის თეთრი გამჭვირვალე ცხენი, ლამაზი ფაფარით და ნათელი თეთრი აურით, შემდეგ ჩემს ირგვლივ დაიწყებს სირბილს, წრეებს მირტყავს, თავიდან არ დამეჯახოს თქო მაგრამ მოვეშვი და ნეტარ მდგომარეობაში გადავედი, და ჩემს ირგვლივ წარმოიქმნა ცისარტყელასებრი ნათება..
მსგავს სიზმრებს რომ ვნახულობ ხოლმე კი ძალიან მინდება გაზიარება.. მივეჩვიე რომ არ მოვყვე, მაგრამ ეს იმპულსი მაინც ჩნდება… როცა ადამიანებს მოწყენილს ან უიმედოს ვხედავ ხოლმე…
პასუხი გიორგი(ოლმეკი): – გამარჯობა, ამჯერად ვასწავლი მხოლოდ სიზმარში, სხეულს გარეთ. აღმდგენი ვარჯიშები ცალკე თემაა, ამის მსურველი ცოტაა, ასიდან ერთი. თანაც სიზმარში მეორე ყურადღებაა და ბევრი ჩიჩინი არ ჭირდება სწავლებას. ყური აღნიშნავს ყურადღებას. ეხლა რასაც განიცდი ის ხარ, რაზეც გიჭირავს ყურადღება. თუ სიყვარულზე გიჭირავს სიყვარული ხარ. საბოლოოდ კი შენ ხარ ის ვინც გინდა რომ იყო. ადამიანი არაფერს არ აკეთებს მარადიულს, საგმიროს, შეუძლებელს, მითიურს, ლეგენდას, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მას ყურადღება სიკვდილზე უჭირავს. სიკვდილზე იმიტომ, რომ ხელი აქვს ჩაქნეული მარადიულზე, უკვდავზე, საგმიროზე, ლეგენდაზე, მითზე. ის არ აპირებს გახდეს არცერთი მათგანი და შესაბამისად აპირებს მოკვდეს. მას არ სჯერა ღმერთის! რწმენა არ არის ცარიელა სიტყვები, ღმერთის რწმენა პირველ რიგში შეუძლებლის შეძლების მონდომებაა, დაჯერებაა და შესაბამისად აქეთ უმოწყალო მოძრაობა, მოქმედება. ვინც ფიქრობს, რომ ეს ძალიან ძნელია, შეუძლებელია, მაინც არ გამოვა, არავის გამოსვლია, ჯობია იმას დასჯერდეს რაც უკვე აქვს და მსგავსი, – ის უკვე მკვდარია, რადგან ემზადება მოკვდეს. ყურადღება განსაზღვრავს რა მოხდება და არა რაიმე კანონი ან დადაგენილი, ცხოვრებისეული გამოცდლება. სიყვარულის პრაქტიკა საკმარისია სასწაულისათვის, მაგრამ ვისაც სჯერა ამ პრაქტიკის მხოლოდ ის ასრულებს მას და შესაბამისად მისია სასწაული. ერთის მხრივ არსებობს პირველი და მეორე სიკვდილი და ყოველი თქვენგანი ცხოვრებს მანძილზე დასაფლავებაზე ხვდებით, ეს ვითომ უტყუარი ფაქტია, რომ ყველა კვდება, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს ადამიანები ვინც არ კვდება არც პირველი და არც მეორე სიკვდილით. რატომ ვერ ხედავთ მათ? იმიტომ, რომ მათ არაფერი ესაქმებათ მათთან, ვინც გადაწყვიტა მოკვდეს. გადაწყვიტა საქმით, ქცევით და არა, სიტყვით. იქონიო საქმე მასთან ვინც გადაწყვიტა მოკვდეს, ნიშნავს ყურადღება შეაჩერო ამ გადაწყვეტილებაზე. მაინც რითი უნდა შეატყო ადამიანს უნდა სიკვდილი თუ არა? პირველ რიგში ასეთი ადამიანი ეძებს? იკვლევს და ეს არის მისი ნება იპოვოს ახალი, ისეთი რამ რაც აქამდე დამალულია. რატომ ეძებს? იმიტომ, რომ არ აპირებს მოკვდეს საცოდავად, საწოლში, ჩასველებული.. ის უკვე გადაწყვეტის გზაზეა, ცდილობს და უნდა, რომ არ მოკვდეს. ზოგიერთი მავანი ცდილობს ეს წმინდა რწმენა, სიცოცხლის სურვილი, წარმოაჩინოს გამრუდებად, ვერ აცნობიერებენ რა, რომ სიკვდილის კანონზომიერებაზე, გარდაუვალობაზე საუბარი, ვერ იქნება ვერც ჭეშმარიტება, ვერც სინათლე და ვერც მარადიული ფასეულობა. ჩვენ მხოლოდ მაძიებელთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რადგან პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც ადამიანმა გადაწყვიტა, მაშინაც კი თუ მან გადაწყვიტა მოკვდეს პირველი და მეორე სიკვდილით. ღმერთი მარადიული სიცოცხლეა და არა გარდაუვალი სიკვდილი, ეს როგორმე უნდა გაიგოთ. მე დაგიწერეთ ექვსი წიგნი რათა შეხვიდეთ ამ სამყაროში, კიდევ დაგიწერთ სხვებსაც. თავის დროზე გაჩვენებთ იმას რაც არასოდეს გინახავთ, მაგრამ თუ გადაწყვიტეთ მოკვდეთ, მაშინ ჩვენი შეხვედრა შეცდომაა.. მას შემდეგ რაც მე შეგხვდებით, სხვა გზას არ დაგიტოვებთ ვიდრე სიცოცხლე.. ზოგმა ეს ძალადობად გამოაცხადა, ეცადა რა ჩემს დაყოლიებას თავისი მდორე ცხოვრების წესზე. ეს არ გამოვა. მე უკომპრომისო ვარ! დაიწყეთ ჩემი წიგნებით, დააპრაქტიკეთ და გამოჩნდება შემდეგი ნაბიჯი, ვიდრე მარადიულ სიცოცხლემდე,
დისკუსია ამის შესახებ post