სიყვარულის პრაქტიკა დავიწყე, ჩამეძინა ისევ, სიზმარში თბილისის ქუჩებში დავდიოდი, მეტეხის ხიდზე დავფრენდი რომ გავაცნობიერე სიზმარში ვიყავი, ხელებზე დავიხედე, ძალიან გამიხარდა, გამახსენდა, რომ არ უნდა ვყოფილიყავი ემოციური თორემ ენერგია არ მეყოფოდა. სიყვარულს ვუგზავნიდი ყველას და ყველაფერს, ასე ვიარე დიდხანს და ბევრ ადგილას, ერთ ადგილას რომ მივედი ვიგრძენი არ გამეღვიძოსთქო და ხმამაღლა ვთქვი “ჯერ არა” ამით თითქოს გავამყარე იქ ყოფნა, მთელი სიზმრის განმავლობაში თითქმის სულ ხელებზე ვიხედებოდი და სიყვარულს ვაპრაქტიკებდი. ასევე კიდევ ერთხელ ვთქვი “ჯერ არა”
გავიფიქრე, მეტი საქმე არ მაქვს, ასე ხომ არ ვიბოდიალებ სულთქო, გიორგისთან წავალ მეთქი, მისამართი რომ არ ვიცითქო თან ვფიქრობდი. ავტობუსი მოვიდა და ავედი, არ მიკითხავს სად მიდიოდა, ჩემ გაჩერებაზე სკოლასთან ჩამოვედი, ნეტა სად ცხოვრობს გიორგითქო ვფიქრობდი და თან უბრალოდ მივდიოდი, შორაპნის ქუჩაზე გადავუხვიე და ერთ კარში დავაპირე შესვლა, რომელიც ცოტა მაღალზე იყო და რაღაცნაირად მარტივად ავბობღდი. ძალიან პატარა თეთრი კარი იყო, დაახლოებით 40 სმ სიგრძე-სიგანეში. კარიდან მომღიმარი გოგონა გამოვიდა და შესვლამდე ბევრი მესაუბრა, არ მახსოვს შინაარსი. აქ როგორ უნდა შევიდეთქო ვფიქრობდი, სიყვარული თუ მეყოფა შევალთქო გავიფიქრე, ეს გოგონა წავიდა, კარში ძალიან ადვილად შევედი, თითქოს ამ კარისხელა გავხდი. ძალიან მიხაროდა რომ ბოლოს და ბოლოს ცნობიერად მოვედი აქ. ერთერთ ოთახში შევედი და გამეღვიძა, მარიამ სოჰამი იყო იქ და კიდევ ერთი გოგო. ვიგრძენი რომ მეღვიძებოდა, და ვეღარ მოვახერხე სიზმარში დარჩენა, გამეღვიძა.
საქმე იმაშია, რომ სამი დღის წინ გაუცნობიერებელ სიზმარში გიორგის ლექციაზე ვიყავი, ვითომ ახალი ვიყავი იქ, სხვებს დავალებები ქონდათ მოტანილი. რომ გამეღვიძა გული დამწყდა რატომ ვერ გავაცნობიერეთქო და ეს დღეები ვფიქრობდი ცნობიერად რომ მოვხვდები ისევ იმ ადგილას ყველაფერს გავიხსენებთქო.
მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა კითხვისთვის და ყველა პასუხისთვის, რაც ამ ჯგუფში ზიარდება, აქედან ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებ.
პასუხი გიორგი(ოლმეკი): – მოგესალმებით, აშრამი გახსნილია ბუდჰის პლანზე, ეს ძალიან მაღალი სულიერი პლანია, იქ მოხვედრა არც ისე ადვილია. აშრამსა და მაძიებელს შორის უნდა არსებობდეს მაგნიტური მიზიდულობა, სხვაგვარად იქ ვერაინ მოხვდება. ამ მიზიდულობას ქმნის თავად აშრამი და მეორე მხრივ თავად მაძიებელი საკუთარ აურაში. აშრამში გაცნობიერება აუცილებელი არ არის, იქ მთავარია მოხვედრა ღამით და სწავლა, ამ ნასწავლის დამახსოვრება, გაკვეთილის მიმდინარეობის დამახსოვრება რათა დღისით სიფხიზლეში მოხდეს საშინაო დავალების მომზადება და ისევ აშრამში ატანა, ღამით, მომდევნო ჯერზე. ამ თემით დაინტერესებულებმა იხილეთ ჩემი წიგნი “აშრამის გაკვეთილები”. აშრამში ლექციები იკითხება მათთვის ვინც საკუთარი ცხოვრების სულიერი დაძაბულობით იქმნის შესაბამის აურას, აურის მაგნეტიზმს. რაც შეეხება მარიამს, ის წვეულია, მაგრამ ამჯერად სხვა განხრით მიდის, ხანდახან შემოგვივლის ხოლმე გაუცნობიერებლად აშრამში. მისთვის გვაქვს გარკვეული შემოთავაზება, მაგრამ თავისუფალი ნება არავის გაუუქმებია და ის ამ ეტაპზე მიყვება საკუთარ არჩევანს. გააგრძელეთ პრაქტიკა. გზა – მასზე სიარულით დაიძლევა.
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post