სიტყვები რომელსაც ამბობს ადამიანი არასოდეს არ არის მისი განცდების ზუსტი გამომხატველი, რადგან თავად მასში არ ცხოვრობს აზრის სიზუსტე. საშუალო ადამიანის აზრის სიზუსტე საშუალოა, უმნიშვნელო. ის ატყუებს თავის თავს ისვე როგორც გარშემომყოფთ.
ილუზია რომელშიც ის ცხოვრობს გარეთ გამოდის მისი საუბრით, ედება არემარეს კიდევ ილუზიის ერთ ფენად.
მან არ იცის ღმერთის სამყოფელი საკუთარ თავში, ამიტომ საუკეთესო შემთხვევაში ეძებს მას გარეთ.
არ იცნობს რა ღმერთს, მას არ შეუძლია შემოქმედება. შემოქმედების გარეშე ცხოვრება რუტინაა! გაუცნობიერებელი არსებობა, მოკლებული ყოველგვარ ჭეშარიტებას.
რაზეა მიმართული ადამიანის ცხოვრების ყურადღება?
ყურადღება მიშვებულია თავის ნებაზე, ინერციით თუ იმართება ?
აბსოლიტური უმეტესობის შემთხვევაში ჩანასახოვანი ყურადღება მიყვება გარე რეალობას, რუტინას. ის თავად ხდება რუტინა.
ყურადღება ღმერთის ატრიბუტია ჩვენში! ის მართავს მეფეთა მეფის კვერთხს.
რასაც მიეკარება ყურადღება, სწორედ ის გაცოცხლდება ჩვენს ცხოვრებაში.
ყურადღება ქმნის ღვთიურ გზას, ალმასის კიბეებს, რომელზეც უნდა გაიაროს მაძიებელმა, ან ქმნის ყოველდღიურ რუტინას, მორევს, ჭაობს სადაც იხრჩობა საშუალო ადამიანი.
როდესაც ღმერთის ეს ატრიბუტი ცოცხალია ჩვენში, როდესაც ის გამოიყენება მიზანმიმართულად, დამიზნებულია ღმერთის კვლევაზე, ყურად იღებს ღმერთის რჩევებს, ცდილობს ჩაებას ცოცხალ ღმერთს და აღარ ჩაეხსნას მას. მაშინ ყოველდღიური რუტინის ჭაობიდან ამოიზიდება გზა, რომელიც სულ უფრო შესამჩნევი ხდება, ჯერ გადადის მტვრიან ბილიკში, მერე ლამაზ მდელოში, ბოლოს კი ცისკენ მიმავალ, გამწვირვალე ალმასის აღმავალ კიბეში.
ეს გააკეთა ყურადღებამ რომელიც სწორად იქნა მიმართული.
მან აღმოაჩინა ჯერ სწორი ცხოვრების წესი, როგორც ზეცისაკენ მიმავალი ალმასის კიბის პირველი საფეხური(იხ. ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“).
შემდეგ აღმოაჩინა სიყვარულის პრაქტიკა და ეს გახდა მეორე საფეხური და ის ორი საფეხურით აიწია ცაში(იხ. ჩემი წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“.)
ამდაგვარად ყურადღების სიცოცხლე გახდა სიცოცხლის ყურადღება, მან წარმოქმნა ცისკენ მიმავალი კიბე და ზრუნავს მის ყოველ შემდეგ საფეხურზე. და აი უკვე ჩანს მესამე საფეხური როგორც სულში მოგზაურობის შესაძლებლობა ყოველ ღამით(იხ. ჩემი წიგნი „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“).
ალმასის მეოთხე საფეხური რომელსაც ყურადღება გახსნის და რომელზეც ავა მოსწავლე, არის სინათლის აგებულება, მისი გეომეტრია, აღმოაჩენს რა რომ თავად სინათლისგანაა მოქსოვილი და აღმოაჩენს მათ ვინც ეს გზა უკვე გაიარეს(იხ. ჩემი წიგნი „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“).
მაძიებელი, აწ უკვე მოსწავლე ყურადღების დამსახურებით უკვე ამაღლდა მეოთხე საფეხურზე ცისკენ მიმავალ კიბეზე, მაგრამ ის უკვე აღარ ჩერდება, ვერ გაჩერდება უკვე იხილა სულიერი სამყაროს სილამაზე, სულიერი ქალაქები, სხვა სამყაროები, თავისუფლება. და აი გამოიკვეთა მეხუთე საფეხურიც – დიადი აშრამი, რომელში სწავლისას მასწავლებლები მიმართავენ მის ყურადღებას განღმრთოვებისაკენ კიდევ უფრო ინტენსიურად(იხ. ჩემი წიგნი „აშრამის გაკვეთილები“).
კიდევ ერთი ალმასის მეხუთე საფეხური დაძლეულია, მოსწავლე მიწასა და ცას შორისაა გამოკიდული. და აღმოაჩენს, რომ თურმე შესაძლებელია სწავლის პროცესის, პროგრესის, საფეხურიდან საფეხურზე ზეასვლის ერთი ათჯერ დაჩქარება, მას გადაეცემა დამატებითი ცოდნა მისი სინათლის სხეულის შესახებ და ამაჩქარებელი ტექნიკა, შედეგად პროგრესი ათმაგდება, მისი აურის ბრუნვა უახლოვდება სინათლის სიჩქარეს და მოსწავლე უკვე მეექვსე საფეხურზეა ალმასის კიბეზე.
მეშვიდე საფეხურზე პროგრესირებადი ყურადღება უახლოვდება სინათლის ბუნებას და ნელნელა ხვდება რომ სიკვდილი სულაც არ არის აუცილებელი, რომ მას შეუძლია გაიხანგრძლივოს საკუთარი ფიზიკური სხეულის სიცოცხლე მრავალი ასწლეულით, ამისათვის საჭიროა მხოლოდ სინათლის შემოდინება მის სხეულებში. ფაქიზ სხეულთა გაცისკროვნების პარალელურად ეხლა მას გაეხსნა, გაუხსნეს, აუხსნეს, ძღვენად გადაეცა, საკუთარი სულისაგან, ყურადღების მეშვეობით, ფიზკური სხეულის სინათლით ავსების ქიმია და ამას ეწოდა ალქიმია.
ო, ღმერთო თურმე შესაძლებელი ყოფილა ფიზიკური სხეულის გაცისკროვნებაც, მისი გაჟღენთა თხევადი სინათლით, მისი გარდაქმნა გამჭვირვალე ალმასად, ბრილიანტად(იხ. ჩემი წიგნი „ალქიმია – ოქროს საწმისი“, და ყოველი მომდენო ჩემი წიგნი ამ მიმართულების რომელიც გამოვა კიდევ).
რა თქმა უნდა არის მომდევნო მერვე ბრილიანტის საფეხურიც რომლის დროსაც ადეპტი ეზიარება მასწავლებლებთან, ანგელოზებთან მუდმივი კონტაქტის ხელოვნებას ყოველგვარი ძილისა და სიზმრის გარეშე, დღისით მზისით სრულ ცნობიერებაში.
ასე საფეხურებრივად მოსწავლე ადის ზეცაში, გადის რა საფეხურეობრივ განმღთოვებას.
შემდეგი საფეხური არის აღდგომა და ბოლოს ამაღლება.
კიბის თითოეული საფეხური წვავს კარმის მისთვის კუთვნილ წილს.
აქ უნდა აღნინიშნოს, რომ მაძიებლები განსხვავდებიან კარმით, კონსტიტუციით, ბუნებით, ამიტომ კიბის ყველა საფეხური აუცილებელი არ არის ყველასთვის, მაგრამ პირველი ორი საფეხური აუცილებელია, რაც შეება დანარჩენ საფეხურებს ზოგი მათგანი შესაძლებელია ჩანაცვლდეს კარმიდან გამომდინარე, ზოგი შესაძლებელია მსახურებით დაიძლიოს ან კეთილი მეგობრის დახმარებით, ზემოდან ჩარევით და ა.შ. ეს ყველაფერი უკვე ინდივიდუალურია და ორდენის ფარგლებში გაირკვევა სათითაო მოსწავლისათვის.
დისკუსია ამის შესახებ post