კითხვა პასუხი
ყველა უფლება დაცულია ©
ანონიმური მონაწილე
კითხვა: – გამარჯობა გიორგი, მინდა ჩემი შეყვარებულის სიზმარი დავწერო, ცოტა არ იყოს აფორიაქებული ვარ იქნებ აგვიხსნა რასთან გვაქვს საქმე. გარკვეული პარალელები გავავლე თქვენს წიგნებთან, მაგალითად სატანურ გამყინავ ენერგიაზე და ა.შ თუმცა უკეთ მინდა გავიგო ყველაფერი. ყველაფერი დაიწყო იმით რომ მარცხრნა ხელზე ყველა ფრჩხილი მომტყდა, რის გამოც ექიმთან მივედი და აღმოვაჩინე, რომ თვეების ორსულად ვიყავი, მალე გამიჩნდაა შვილი რომელიც იყო ძალიან თმიანი დაა ქონდაა ძალიან კეთილი თვალებიი ლამაზი სახეე, ბავშვი ძალიან მალე იზრდებოდა დაა ცოტახანში ისევ შევამჩნიე, რომ იგივე ხელზე მომტყდა ისევ ყველა ფრჩხილი დაა ვფუქრობდი რატო მტყდება ესე ფრჩხილებითქო, რადგან ესე უცნაურად ხდება ყველაფერი ალბათ სიზმარშივართქო და გამოღვიძებაა ვცადე და სხვა სიზმარში გავიღვიძე, შვილი იქაც მყავდა საკმაოდ დიდი თავის ასაკთან შედარებით, მე და ჩემმა სიზმარში ქმარმა ( დღეის მონაცემებით შეყვარებულმა) სამოგზაუროდ გადავწყვიტეთ წასვლა და ჩემი დაქალიც გამოგვყვაა. თუ სწორად მახსოვს იტალიაში ვიყავით და გადავწყვიტეთ ერთ ერთი ძველი მუზეუმის დათვალიერება, რომელიც ადრე სალოცავი იყოო, მთლიანად ქვით იყო ნაშენები იატაკიც, კედლებიც, ადგილ ადგილ თითქოს ხავსიც ედო, შუა პროცესში ვართ და შევამჩნიე, რომ ჩემი დაქალი ჩვენს გვერდით არ არის ძებნა დავიწყეე, ვერსად ვიპოვნე დაა გადავწყვიტე ჩემს ქმართან ერთად სახლში დავბრუნებულიყავი, უამრავი ოთახი და კარი იყოო, ერთ-ერთი ოთახიდან ხმა მესმოდა მაგრამ, როცა გამოვაღეე არავინ იყო შიგნით, საბოლოოდ სახლში დავბრუნდი. რადგან იქაც არ იყოო ჩემი მეგობარი არ მასვენებდაა შინაგანი ხმააა, რომ დახმარება სჭირდებოდაა და უკან დავბრუნდი მუზეუმში სადაც ერთი არსება დამხვდა, რომელიც სახეებს იცვლიდა არაა მხოლოდ ადამიანის სახეებს ერთ მომენტში ცხოველიც იყო წამიერად სანამ ერთ სახეს არ აირჩევდა(ჩავთვალე, რომ ეს არსება დემონი იყო, ბუნდოვნად მახსოვს მგონი თვითონაც მითხრა დემონი ვარო), ულამაზესი ქერათმიანი ქალის, გამხდარი, ლოყის შუამდე ქონდა თმაა და ვთხოვე დამხმარებოდა მიუხედავად იმისა, რომ მეშინოდა, ირგვლივ სხვა არავინ იყო დახმარება რომ მეთხოვა… ვუთხარი ჩემს დაქალს ვეძებთქო, მითხრაა არაფერი ეშველებაა დრო გავიდა და ვერაფერი შეიცვლებაო უკვეო,( ადრე უნდა ეფიქრალ აწი გვიანი არისო ვეღარ შეიცვლებაო თუ რაღაც მსგავსი) გამოაღო ერთი კარი ზომით ძალიან პატარა და ჩემი დაქალი იყო გადაქცეული უპატარავეს მოლეკულად ან ატომად რაღაც ნაწილაკი იყო, მაგრამ მე ვხედავდი, სახე ქონდა შეცვლილი, სამყარო სადაც იყო პატარაა და თითქოს ლეგოს ფიგურებით იყო აგებული, მაგრამ ჩემი არ ესმოდა, “დემონმა” დახურაა კარი, მაგ დროს ჩემი დრო გამახსენდა იქნებ მეც მეწურებათქო
დროო და კივხვდი რომ უნდა წავსულიყავი დაა ვინმე მომეყვანა ვინც დამეხმარებოდა, რადგან მარტომ არაფერი ვიცოდი როგორ გადამერჩინა ჩემი დაქალი, თან შიშმა შემიპყრო საკუთარი დროის ამოწურვის შიშმა( ვიფიქრე თუ აქ დავრჩებოდი მეც გამიჭირდებოდა ძველ სამყაროში დაბრუნება და მეც შევიცვლებოდი) . დემონიი არ მიშვებდაა, ვუთხარი გამიშვი დაა მოვალხოლმეთქო ნუ გონებაში ერთდერთი სურვილი მქონდა, რომ გამოვსულიყავი უკან დაბრუნებაას აღარ ვაპურებდი, დემონი მომიახლობდაა და შემეხო ამ
დროს მთლიანად გავიყინე ჩემთან დაამყარა სექსუალური კავშირი (გამაუპატიურა), ვგრძნიბდი მის საშინელ სუნს და მისი კანი ძალიან უცნაური იყო განსხვავდებოდა ადამიანის კანისგან სრიალა, ლორწოიანი თევზისებუღი ღიღქოს მაგრამ ეგეთიც არაა, ესეთი სტრუქტურა ჯერ ნანახი არ მქონდა. უდიდესი სურვილი მქონდა მალე გამცლოდა, თაცის დაღწევას ვერ ვახერხებდი, ვერ ვმოძრაობდი. ამის შემდეგ ისევ ვთხოვე გამიშვითქო დაა ნახევრად ღია კარზე მითხრა შეგიძლია წახციდეო, სიზმარში ვგრძნობდი რომ ამ არსებაზე ჭკვიანი ვიყავი და მასზე მაღლა ვიდექი, (არ ვიცი რატო მეუფლებოდა ეს გრძნობა), გონებაში ვფოქრობდი იქნრბ ჩემი გამომწყვდევაც უნდათქო და არ გავალთქო ამ კარიდანსანამ არ დავრწმუნდები, რომ ჩემი სამყაროათქო, ვხვდებოდი, რომ მატყუებდა და მკაცრად ვუთხარი ეს არ არის ჩემი სამყარო და დამაბრუნე სასწრაფოდ სახლშითქო რამოდენიმსჯერ ისევ მომატყუა ამიტომ გადავწყვიტე თვითონ მომეძებნა გზა და გამივსულიყავი იმ შენობიდააან. საბოლოოდ მოვახერხე, ჩემს სამყაროში დაბრუნება, როგორც კი კარი გავაღე და გამოვედი გარეთ პოლიცია და ჩემი ქმარი დამხვდა. ( ჰო მთელი იქ ყოფნის პერიოდი ვიცოდი, რომ მეძებდნენ ვგრძნობდი), გარეთ, როგორც კი გავედი მაშინვე ვიგრძენი მზის სხივის შეხებააა და ნელ-ნელა იღვრებოდა ჩემს ახეულში სითბო, ძალიან დაბნეული ვიყავი რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკან გავიხედე მაინტერესებდა დემონი თუ მომყვებოდა დაა არ ვიცი რატოო, სიზმარში ვიცოდი რომ რაღაც პერიმეტრს ვერ მოშორდებოდა და ვერ მოვიდოდა ჩემამდე. დემომი გარეთ სახეშეცვლილი გამოვიდა მაგრამ ვიგრძენი, რომ ის იყოო ახლა უკვე შავგრემანი ქალიი, შავი გრძელი კაბით გძელი მაღლა აწეული თმა ქონდა დაა წრეებს ურტყავდა საკუთარ საცხოვრებელს და რამოდენიმეჯერ ჩემკენ გამოიხედა. შემდეგ ჩემს ქმარს ჩავეხუტეე დაა თავი მშვიდად ვიგრძენი მთელ სხეულში უდიდეაი სითბო ჩამეღვარაა, პარკში დავსხედით, ჩემი სახე ჩემი ბავშვობის სახეს გავდა და ხელები მეწყოო სკამზე ფეხებს ვაქანავებდი ისე როგოდც ბავშვი, მშვიდად ვგრძნობდი თავს, მზე გვანათებდა, მე ჩემს ქმარს ყველაფერი მოვუყევი, მან სიგარეტი მომაწოდა, ვიცოდი არ ეწეოდა არც ის არც მე და გამიკვირდა, თუ დაგამშვიდებს აიღეო, მე უბრალოდ ავიღე არ მომიწევია მაგრამ სიგარეტი ცოტაა სხვა ფორმის იყო, 3 ნაწილად დაყოფილი თითქოს ფურცლები ვერ ვხვდებოდი რაა იყოო და უცებ გამომეღვიძა.
პასუხი გიორგი(ოლმეკი): – მართლაც არ არის კარგი სიზმარი და ის მიანიშნებს, რომ ის დაქალი განწირულია დემონთა სამფლობელოსათვის, აგრეთვე მისი საშუალებით საავარაუდოდ დემონები მოქმედებენ ჩვენს სამყაროში. ფრჩხილები, კბილები, ძვლები წინაპრებია, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ წინაპრებიდან მოდის პრობლემა. მაგრამ ისტორია იმასაც გვეუბნება რომ თქვენი საცოლეც თიტქმის დემონთა მსხვერპლია, ანუ არც მას აქვს კარგად საქმე. შემთხვევით მოხვედრა დემონთა სამფლობელოში(ჯოჯოხეთში) შეუძლებელია, მხოლოდ თუ მათი ხარ საქმით და ცოდვებით, აქ უკვე დასაფიქრებელია რას აკეთებს თქვენი საცოლე ან მისი დაქალი ისეთს, რომ დემონებმა მათზე უფლება განაცხადეს და ეს უფლება დაქალის შემთხვევაში დაკმაყოფილდა, თქვენი საცოლეზე კი სანახევროდ, ჯერ პროცესშია. მუზეუმი სალოცავი – დემონი იქ იყო და დაქალიც იქ დაიკარგა. მუზეუმი არის განსაკუთრებული, გამორჩეული საგნების საცავი, სიძველის საცავი(ხავსი), იქ წარსულში დემონია, სალოცავი ლოცვაზე მიუთითებს – მაგრამ ვის მიმართ? იქნებ დემონის მიმართ? განა სასუალოსტატისტიკური ცხოვრება დემონის თაყვანისცემა არ არის? დემონმა პირდაპირ უთხრა რომ ის დაქალი მისია და მორჩა, მისი ბეჭედი აზის, მისი კუთვნილებაა, მან აგრეთვე განაცხადა უფლება თქვენს საცოლოზე. რაც შეეხება (გამაუპატიურა) – ამ ფაქტს, ეს წამების ერთი სიუჟეტია იმ სამყაროში, და თავად ეს ფაქტიც ირიბათ თუ პირდაპირ კავშირშია მის უფლებასთან, ან იმ ცოდვასთან, ცოდვებთან რაც დემონს ანიჭებს უფლებას თქვენს საცოლეზე! აქ მაინც მინდა ყველას შევახსენო, რომ სექსი ჯვრისწერის გარეშე ცოდვაა, ეს ისე ცნობისათვის. ეს ის სამყოფელია სადაც მოხვდება თქვენი საცოლის დაქალი და თქვენი საცოლე(იმქვეყნად) თუ არაფერი შეცვალა. მე არ ვიცი თქენი საცოლის ისტორია, წარსული და აწმყო, ამიტომ რა არის შესაცვლელი, ეს თავად უნდა განსაზღვროთ. ეჭვი არ შეგეპაროთ დემონს თქვენი საცოლის გამომწვდევაც უნდა და ის ამას მიაღწევს, თუ არაფერს შეცვლით. რა თქმა უნდა იმ დაქალის სამყოფელი კიდევ სხვაა, მაგრამ იმასაც ეს დემონი აკონტროლებს. არის ჯოჯოხეთში უამრავი უჯრა სადაც ინახებიან ცოდვილები, სადაც ისინი იტანჯებიან. ბავშური “უწყინარობის” და ონავრობის გამო ჩადენილი ცოდვაც ცოდვაა და ის განსაზღვრავს ჩვენს კუთვნილებას და მფლობელს. კარგად წაიკითხეთ ჩემი წიგნი “ფლობის ბეჭედი”, თქვენი საცოლის შიგნით დემონის სამყარო იხსნება და ეს სავარაუდოთ უკავშირდება სასქესო ცენტრს. წაიკითხეთ თავი “ცენტრების საიდუმლო”. თქვენს შეყვარებულს წააკითხეთ ეს წიგნი, ის თავად მიხვდება სად უშვებს შეცდომებს და რა ცოდვის გამო დასდევს დემონი. ვიდრე გვიან არ არის ბევრჯერ წაიკითხოს ეს წიგნი..
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
ჯგუფი ალქიმია
ჯგუფი სულიერი იერარქია
ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები
დისკუსია ამის შესახებ post