პარასკევი, მაისი 16, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი კითხვა პასუხი

კითხვა პასუხი

აპრილი 30, 2024
კატეგორია: კითხვა პასუხი, სიყვარულის პრაქტიკა, სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
0 0
A A
0

კითხვა პასუხი

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©

ანონიმუერი მონაწილე

კითხვა: – დიდი სიყვარულის სალამი ყველას და მადლიერება სამყაროს. ქრისტე მესიზმრა. გუშინ მთელი დღე გზაში და გუშინწინ მზეონას სიყვარულის მედიტაცია მქონდა ჩართული. სიზმარი არ დამამახსოვრდა კარგად. ქრისტე იდგა სკოლის ეზოში და რაღაცას ამაღლებულს და კარგს აკეთებდა. ვერ ვიხსენებ რას, მაგრამ იმით, რასაც აკეთებდა აღვფრთოვანდი და მეც იგივე ვცადე და გამომივიდა კიდეც. სინათლესთანაა დაკავშირებული, ოქროს სხივს უშვებდა ყველგან ან ოქროთი სავსე წყლით ავსებდა ყველაფერს, არ მახსოვს სამწუხაროდ. შემდეგ მეც იქ მივედი სადაც ის იყო, უნდა გადამერჩინა. ბოროტმა ძალამ მწვანე ლაზერი დააყენა დასაჭერად და თუ ის ქრისტეს ან მის გაკეთებულ რამეს მოხვდებოდა, ცუდი რაღაც მოხდებოდა. დავინახე ეს ლაზერი, უახლოვდებოდა ქრისტეს და ჩემს უკან დავიყენე რომ არ მოხვედროდა. ქრისტე ძაან მშვიდად იყო, ჩემთვის არაფერი უთქვამს. ამ დროს ჩემმა ნაცნობმა, რომელსაც შიზოფრენია აქვს და ნეგატიური პერსონაჟი იყო, კვების წყარო თუ ინფორმაციის წყარო ძველი კასეტის ფორმის კაბელში შეაერთა. ეს ძალიან ცუდის მომასწავებელი იყო. მაშინვე მივარდი და გამოვრთე თუმცა არ ვიცოდი ეს რას გამოიწვევდა. ამ დროს მივხვდი რომ ყველაფერი აფეთქდებოდა და ყვირილი დავიწყე ყველა გარეთ გადიდთქო, ქრისტე ვიცოდი რომ თავად მიხედავდა თავს. ამის მერე არც მინახავს. მასთან ასოცირდებოდა ულამაზესი გოგონა ულამაზესი თეთრი კბილებით, რომელიც გარეთ გავიყვანე. რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი ნეტავ ასეთი ვიყოთქო და მომივიდა აზრი რომ შეიძლება ვყოფილიყავი კიდეც. გარეთ გამოსვლისას ასევე მის შთამომავალთან ასოცირდებოდა პატარა ბიჭუნა პამპერსში, რომელიც აღტაცებით ჩაშჩერებოდა კომპიუტერის ეკრანს, მომღიმარი, მთლიანად მოცული იმ რაღაცით და მთელი შემოქმედებით. გვიკვირდა ასეთმა პატარამ ამდენი საიდან იცისო. ეს ბავშვი ავიყვანე და გულში მივიხუტე. ასევე ქრისტეს ახლო ადამიანთან ასოცირდებოდა მოხუცი ქალი, რომელიც ამბობდა რომ ძალიან გაუმართლა რომ თავიდანვე ქრისტეს გვერდით იყო, მაგრამ მის სიტყვებს არ მიყვა და ახლაც როცა საუბრობდა მისი ყოველი სიტყვა სიყვარულის საწინააღმდეგო იყო. ეს ქალი ძალიან ბებერი იყო და უშნო თან იცინოდა, ქილიკობდა, სერიოზულად არ უდგებოდა სიყვარულს. მისი ყოველი სიტყვა მას უფრო და უფრო მეტად აბერებდა ჩემს თვალწინ და ბოლოს ხელში ჩამაჭკნა- თითქმის ჩამაკვდა.

პასუხი გიორგი (ოლმეკი): – ძალიან კარგია, ქრისტეს ნახვა არასოდეს ხდება შემთხვევით, ესეიგი სიყვარულში გარკვეული წინსვლა გაქვთ, ცხოვრების წესშიც, თანაც ეს გამოცდაც იყო როგორ მოიქცეოდით და ერთგვარი გაკვეთილიც, ის ბავშვი ლამაზი გოგონა და მოხუცი ქალბატონი ადამიანის სამი მდგომარეობაა სიყვარულის ოდენობის და ქცევის მიხედვით. მოხუცი ქალი ისაა ვინც არ გაყვა ქრისტეს საქმეში, აზრებში, სიტყვებში. შედეგად უსიყვარულო სიტყვებმა, ქცევამ და აზროვნებამ ის დააბერა, დააჭკნო და მოკლა. გოგონა გაყვა და იდეალური სილამაზე შეიძინა, შინაგანი და გარეგანი, ბავშვმა კი ნიჭიერება. ყველა ჩვენგანი ან ეს ბავშვია, ან ის გოგონა ან მოხუცი ქალბატონი. ყველამ სეხედეთ საკუთარ თავს და ტქვით რომელი ხართ? დიდი ეჭვი მაქვს, რომ უმეტესობა მოხუცი ქალია, რომელიც ჭკნება და კვდება იმის გამო, რომ არ გაყვა ქრისტეს, სიყვარულს. არ გაყვა ცხოვრების წესით, არ გაყვა ქცევით, სიტყვით და აზროვნებით. არ გაყვა სიცოცხლეს და განა გასაკვირია რომ ჭკნება და კვდება? ვინც მოკლე სიცოცხლეს და სიბერეს ბუნებრივად აცხადებს, ყველა ცოდვას ეთაყვანება და სიკვდილის შვილია, ბნელია. კარგი ნიშანია, კარგი სიზმარია, კარგი გაკვეთილია ..

ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: გაკვეტილიიესოსიზმარიქრისტე
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

კითხვა პასუხი

კითხვა პასუხი

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !