კითხვა: – მოგესალმებით გიორგი პატივისცემით მინდა გაგიზიაროთ დღევანდელი ჩემი სიზმარი. მაინტერესებს თქვენი აზრი.
მესიზმრა ძველი დრო იყო , თითქოს ღამე მაგრამ ყველაფერი ნათლად ჩანდა. ვარსკვლავებით მოჭედილი იყო ცა. თითქოს ცა დედამიწას თავზე ქუდივით ეხურა.ციდან ოქროსფერი სხივები ვარდებოდა სხვადასხვა ადგილას დედამიწაზე. ხალხი თავის საქმეს აკეთებდა. მე ვსეირნობდი უცხო ბავშვთან ხელჩაკიდებული. ეს ადგილი იყო ფართო ველი, პატარა გორებით. ამ პატარა გორაზე მივდიოდით და მომესმა ციდან უზარმაზარი ძლიერი ხმა . რომელიც მეუბნებოდა.ახლა იერარქიაში და დედამიწაზე დიდი გარდაქმნები მიდის. გაერთიანდი პარტიაში(არ მახსოვს რა პარტია მითხრა) სვიმონ კანანელი კითხულობს(ესეც არ მახსოვს რას კითხულობს)მიიღე მონაწილეობა. იმდენად ცხადივით ხდებოდა ეს სიზმარი შემეშინდა . გამოვიღვიძე და ამ სიტყვებს ვიმეორებდი.
თუ აქვს ამ სიზმარს რამე ახსნა.
მადლობა ბატონო გიორგი თქვენი დათმობილი დროისთვის. თქვენი ღვაწლისთვის
პასუხი გიორგი(ოლმეკი): – დღეს უნიკალური მოვლენების მომსწრენი ვართ, უნიკალური მოვლენის, როდესაც სინათლე ცდილობს დაიბრუნოს, გაანათოს უკუნითი წყვდიადი. ხდება დედამიწის ბომბარდირება ცეცლით, ხდება დასხივება სინათლით. ეს აგიჟებს ბნელებს და ეხმარება ნათლებს. იერარქია ემზადება მიწაზე გამოსაჩენად, ამისათვის საჭიროა დედამიწის მოსახლეობის მომზადება, მისი გარდაქმნა. გარდაქმნა მოხდება ან შეგნებულად, ან სტიქიურად. სტიქიური სცენარი ზალზედ მძიმეა, ამიტომ მთელი ექსპერიმენტის იდეა იმაშია, რომ მოხდეს შეგნებულად. ცა ჩამოდის მიწაზე, მაგრამ მიწა არაა მზად. უზარმაზარი ძლიერი ხმა არის მამის და მან განაცხადა მიმდინარე მოვლენები. რაც შეეხება პარტიას, მოიძიეთ სვიმონ კანანელის წარსული და შეხედულებები, ის იყო ზილოტთა რელიგიურ- პოლიტიკური პარტიის წევრი. ეს პარტია მდებარეობდა გალილეაში და ეწინააღმდეგებოდა რომაელთა გავლენას ისრაელზე. მოკლეთ თქვენ ყველანი დაინახავთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოდან დაიწყება კარდინალური გარდაქმნები, რომელიც მოიცავს და გარდაქმნის მთელ მსოფლიოს. ეს შეეხება ყველაფერს, მეცნიერებას, კულტურას, ცხოვრების წესს, ფიზიკას, ქიმიას, კვებას, ენერგეტიკას, მედიცინას, ბიოლოგიას, მსოფლმხედველობას და ისეთ სფეროსაც რაც სასწაულად იქნება მიჩნეული და ა.შ. ასეთია გეგმა..
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post