კვირა, მაისი 11, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი ამაღლებული მეუფე

დღე გრძელი

აპრილი 27, 2024
კატეგორია: ამაღლებული მეუფე, პოსტები, სულიერი იერარქია, სულიწმინდას სწავლება, ღვთიური ორდენი "ალმასის გზა"
0 0
A A
0

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „ალმასის გზა“

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©

მოსწავლის აურა აერთებს ცას მიწასთან, ის კიდევ ერთი სფეროა, თვალია, ქარბორბალაა მასწავლებლის აურაში. თანდათან ხდება მოსწავლის ჩაკრამების სინქრონიზაცია მასწავლებლის ჩაკრამებთან. ისინი უნისონში ბრუნავენ.

მასწავლებელს არ აინტერესებს თქვენი ყოველდღიური ურთიერთობები, რომლებიც სავსეა რუტინული ნაგვით. მას აინტერესებს მარადიული ცეცხლი გადმოსული თქვენი საშუალებით მოსაუბრეზე.

შინაგანად მორყეული, ცარიელი ადამიანები ვერასოდეს მიიქცევენ მასწავლებლის ყურადღებას. მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს –  რა უნდა თითოეულ თქვენგანს. ყოველი დღე უნდა მიეძღვნას არჩეულ, განსაზღვრულ, გადაწყვეტილ მიზანს, გზას.

ასეთი მიზანმიმართულობა და სიმტკიცე, გზის პატივისცემა და ერთგულება, მიიღწევა იმის გააზრებით, რომ ყოველი დღე ბოლოა. ისე უნდა იცხოვროთ დილიდან საღამომდე თითქოს ბოლო დღეა, უკანასკნელი.

ბოლო დღეს უნდა მოასწრო იყო მაქსიმალურად ეფექტური, კეთილი, მოქმედი, უმწიკვლო, უზადო, ძლიერი, ამაღლებული.

ბოლო დღეს ვერ დაუთმობთ უაზრო ჭორაობას, უმიზნო შეხვედრებს არაფრისმთქმელ მეგობრებთან, ლოთობას, ცოდვებს, განრისხებას, წყენას, უკმაყოფილებას, საყვედურებს, საქმის გარჩევას, დასწრებას, წართმევას, გამოძალვას, ცბიერებას, მატრაკვეცობას, თავმომწონეობას, ცნობადობას, ამპარტავნებას, ხიბლს, სექსს, თვითდაკმაყოფილებას .. მორჩა!

ამის დრო აღარ არის, გათავდა თქვენი სიცოცხლე.

ასეთი ნაცხოვრები დღე მაქსიმალურად ძლიერია, ლაზერივით სწორხაზოვანი, მჭრელი და მიზანდასახული. ეს უკანასკნელი დღე ემსახურება სულს, მარადისობას, ცეცხლს.

 თუ ყველაფერი უმწიკვლოა, მაშინ სული მოგცემთ კიდევ ერთ დღეს! კიდევ ერთ უკანასკნელ დღეს, კიდევ და კიდევ.

ცოდვები ამოკლებენ თქვენს დღეებს, სიწმინდე კი აგრძელებს მათ.

სიკვდილში არაფერია ბუნებრივი, რაც არ უნდა ამტკიცონ მავანთა ენებმა.

სიკვდილი მოქვს ცოდვას.

 ფიზიკური სხეულის სიკვდილითაც კი არ მთავრდება ცოდვის შვილთა თავგადასავალი, არამედ ის უფრო მძიმდება, აუტანელი ხდება, ელოდებათ რა მათ ამ ძიმე გზაზე მეორე სიკვდილი.

მათი ხანმოკლე ცხოვრება არაფერია იმასთან შედარებით რა ხანგრძლივი ტანჯვაც მათ ელოდებათ იმქვეყნად. (იხილეთ ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“).

აქ მნიშვნელოვანია მიხვდეთ, რომ სწორედ ეს უკანასკნელი დღევანდელი დღე განსაზრვრავს ხვალინდელს, მაშინაც კი თუ ბოლო დღეა, უკანასკნელი.  ხვალინდელი მაინც დადგება ამქვეყნად ან იმქვეყნად და ის იქნება უარესი ბევრად ან უკეთესი.

ჩვენი ორდენი მოწოდებულია უკეთესი გახადოს თითოეული ადამიანის ხვალინდელი დღე, ამ მიზნით მე დავწერე და გამოვეცი იესოს სწავლება ხვალინდელი დღის გაკეთილშობილების, აღდგომის  და ამაღლების შესახებ.

წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“  გაძლევთ საშუალებას ხვალინდელი დღე გახადოთ უხვი, ბედნიერი, სიხარულით აღსავსე, თავისუფალი, ზეციური, გადააგდოთ მწუხარება და სიდუხჭირე, გასაჭირი, სასოწარკვეთა.. ამ პრაქტიკით თქვენი დღე გაგრძელდება და იქნებით დღე გრძელი.

ორდენი აგრეთვე შემოგთავაზებთ საშუალებას გახდეთ კიდევ უფრო დღე გრძელი, კიდევ უფრო.., თუმცა ეს პრეროგატივა მოითხოვს ორდენის წევრობას და ალმასის გზაზე სიარულს. ჩვენი მკაცრი კრიტერიუმები პირველ რიგში მოგთხოვთ ცხოვრების სწორ წესს.. აქ მოტყუება გამორიცხულია რადგან ორდენის სადარაჯოზე დგანან უმაღლესი ძალები, რომელთან ცოცხალი კონტაქტი გააჩნია ორდენის თავკაცს, შემდეგ კი უკვე აქეთკენ იღვწიან მისი წევრებიც.

ჩვენთან არ არის და არც იქნება მკვდარი წევრები, ვითომ წევრები, გაუგებარი წევრები, ზარმაცი და ორ სკამზე მჯდომნი.. ყველა ვინც არის, იქნება, ან ეხმარება ოდენს არჩეულია მამის მიერ.

დღეგრძელობის კიდევ უფრო ღრმა ხედვა და მიმართულება ვისაც აინტერესებს, მათ გადავამისამართებ აწ უკვე გამოცემულ ჩემს წიგნზე „ალქიმია ოქროს საწმისი“ და ამ მიმართულებით თითქმის უკვე მომზადებულ წიგნზე „ალქიმიური ტრაქტატები“, რომლიც გამოვა უახლოეს მომავალში.

ზაფხულის ბლოდან ორდენი უკვე გამოჩნდება საზოგადოებრივ ველზე ნელ ნელა.

ორდენის წევრები არ ცხოვრობენ ეზოთერული ან სხვა რაიმე სახის ოცნებებით და ოცნებებში, არამედ ისინი ეჩვევიან მაღალ იერარქებთან პირდაპირ კონტაქტს, ემზადებიან და ანხორციელებენ მას.

ჩვენი სამყარო მოითხოვს გარდაქმნას, გარდაქმნაში წამყვანი და ძირითადი როლი ექნება ორდენს, ხოლო მისი წევრები იქნებიან დასაყრდენი და იერარქიის მიზნების გამტარებელნი მიწიერ პლანზე.

საშუალოსტატისტიკური ადამიანი და მაძიებელი საუკეთესო შემთხვევაში ოცნებობს სიწმინდეზე, სიბრძნეზე, სიყვარულზე, გმირობაზე, მაშინ როდესაც ორდენის წევრებისათვის გმირობა, სიწმინდე, სიყვარული, სიბრძნე,  ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ატრიბუტია.

ორდენის წევრი ფაქტიურად ემზადება უმაღლეს იერარქებტან პირდაპირი კონტაქტისათვის და როგორც კი მზად იქნება ანხორციელებს მას ალმასის კიბის უმაღლეს საფეხურზე.

ამდაგვარად, ორდენის სახით მონდომებულ, სუფთა ადამიანებს გზა ეხსნებათ მიწიდან ცისაკენ, მასწავლებლებისაკენ, სულიერი იერარქიისაკენ.

გზა შედგება ალმასის კიბეთაგან. ფაქტიურად ორდენის სახით იერარქია მიწდება და ემზადება ადამიანებთან ფართო კონტაქტისათვის.

როდესაც დრო მოვა ისინი ივლიან ჩვენს შორის

ვინც ეძებს ის იპოვის!

ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: ალმასის გზამამაორდენიწევრი
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

კითხვა პასუხი

კითხვა პასუხი

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !