მიუხედავად იმისა, რომ უკვე დავწერე კიდევ გავიმეორებ: – ორდენში გაწევრიანება ხდება მხოლოდ ჩვენი მიწვევით!
ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი ფინანსები, სოციალური სტატუსი, სქესი და სხვა. მიიღებიან მხოლოდ სრუწლოვანები.
მოწვევა და წვეულის საქმიანობა ექვემდებარება ორდენის უკან მდგომი სულიერი ძალების მონიტორინგს.
ორდენი საქმიანობას ღიად დაიწყებს ზაფხულის ბოლოდან, ასეა დაგეგმილი სულიერი პლანიდან.
ორდენი სულიერი იერარქიის პირდაპირი გაგრძელებაა მიწიერ პლანზე, ამიტომ ეზოთერულ ტურისტებს, ცნობადობას, ტყუილს და არასწორი ცხოვრების წესს ამოფარებულ ადამიანებს ორდენში არაფერი ესაქმებათ.
ორდენი საფეხურეობრივად გადადის სულიერ იერარქიაში, ორდენში გაწევრიანებით თქვენ წინ იშლება იერარქიის წევრობის ვიწრო გზა.
ორდენის წევრობა არ არის სამუდამო, როგორც კი კანდიდატი გადაუხვევს გზას ის ჩაიხსნება ორდენიდან, იქნება რა გარიცხული, მისთვის ჯობდა არასდროს ყოფილიყო ორდენის წევრი, რადგან ამ სიმაღლიდან დაცემა ასჯერ უარესია.
ორდენის წვრთნა, მოქმედება, ვრცელდება ძალიან ფართო არეალზე, ის საქმიანობას ეწევა საერთაშორისო, მსოფლიო მასშტაბით, დროში, სივრცეში, სამყაროებში.
კარგად წაიკითხეთ თითოეული სიტყვა რაც აქ წერია, რომ მერე არ თქვათ რომ არ იცოდით.
ორდენის წევრს უნდა შეეძლოს პირდაპირი კონტაქტი იერარქებთან, დღისით მზისით, ამიტომ რეალურად ორდენში მიიღება ის მაძიებელი რომელიც გავლის ორდენის ხელმძღვანელბით შესაბამის წვრთნას და მიაღწევს ამ სიმაღლეს. ანუ წვეული კანდიდატი იქნება გამოცდის გზაზე, მას შეეთავაზება წვრთნა ერთი მეორის მიყოლებით, ვიდრე ის არ მიაღწევს საბოლოოდ გამართულ კონტაქტს სულიერ იერარქებთან, მასწავლებლებთან, პირდაპირ დღისით მზისით. ამ დროს მოხდება მისი გაწევრიანება ორდენში, მას გადაეცემა ამ სულიერი სანის შესაბამისი ბეჭედი, რომელსაც ის ატარებს ორდენის წევრობის დასტურად. ბეჭდის ხარისხი, მასალა და მოჭედვა აგრეთვე დამოკიდებულია კონტაქტის ხარისხზე იერარქიის წევრებთან დღისით მზისით.
დისკუსია ამის შესახებ post