პარასკევი, ივნისი 27, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი პოსტები

მაისი 24, 2024
კატეგორია: პოსტები, სულიერი იერარქია, სულიწმინდას სწავლება
0 0
A A
0

ცხოვრების წესი

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©

 

   როდესაც ვსაუბრობ ცხოვრების სწორ წესზე, რა თქმა უნდა აქ იგულისხმება სუფთა, წმინდა ცხოვრება, ღრეობის ღორმუცელობის, თრობის, თვითდაკმაყოფილების, სექსის და ხარბი მომხვეჭელობის გარეშე. ეს სწორი წესი მოიცავს არა მხოლოდ ამ მიდგომას, არამედ შესაბამის დამოკიდებულებასაც სიცოცხლის მიმართ.

   დიდიან პატარიანად ვერავინ ხედავს თვისი ცხოვრების აზრს, უმეტესობა ამაზე საერთოდ არ ფიქრობს, ცხოვრობს ისე როგორც ყველა, ყველა კი არასწორ ცხოვრებას ირჩევს.

ამ არასწორად მცხოვრებ ადამიანთაგან აბსოლიტურ უმეტესობას არ სწამს არც ღმერთის, არც სულის, არც არაფრის. გარკვეული ნაწილი წესისამებრ დადის ეკლესიაში, მაგრამ ეს მხოლოდ წესიდან გამომდინარე, ვალის მოხდის მიზნით. მათი უმრავლესობა მხოლოდ ეკლესიაშია მორწმუნე, გამოვა თუ არა იქიდან ეგრევე ეშვება დინებაში და არაფრით გამოირჩევა ურწმუნოთაგან, ისევე იტყუება, მლიქვნელობს, შურის მაძიებელია, განრისხებულია, ყველაფერზე წარმსვლელია. საზოგადოება ქმნის თავისი გაუგებარი ცხოვრების წესით მღვრიე ნაკადს, აქაფებულ მდინარეს, რომელიც არ ინდობს არც ახალგაზრდას არც მოხუცს, კლავს ყოველგვარი სიწმინდის სურვილს და მოთხოვნილებას. ეს მღვრიე, აქაფებული, ატალახებული, აზვირთებული მდინარე არის ქაოსის, სიბნელის, ცოდვის ნაკადი, მეწყერი, ცუნამი.

ასეთ ტალახიან წყალში ვერაფერი ხარობს დიდხანს, ყველა და ყველაფერი კვდება, ხმება, ავადდება, ბერდება და კვდება უმოწყალოდ.

წესით სიკვდილი, ტანჯვა, წამება, უძლურება, სიღარიბე, გაუსაძლისი მდგომარეობა უნდა აფხიზლებდეს ადამიანს, უნდა დააფიქროს იგი ცხოვრების აზრზე, მიზანზე, წესზე, სულზე, ცოდვა მადლზე, მაგრამ არა, არავინ არაფერზე არ ფიქრობს.

ინდივიდუალურად, საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე არაფერი გამოვა. საზოგადოება ვერ შეიცვლება თუ თითოეული არ შიცვალა.

საზოგადოება, ინდივიდები როდესაც ხვდებიან რაიმე სერიოზულ სულიერ სამუშაოს, წვრთნას, პრაქტიკას, იმას კი არ ცდილობენ დაიმკვიდრონ იგი საუთარ თავში, შეიცვალონ ამ პრაქტიკის მოთხოვნის მიხდვით, არამედ თავად პრაქტიკა დაყავთ საკუთარი ცხოვრების წესზე, აუბრალოვებენ მას, ირგებენ საკუთარ თავზე, აბნელებენ, აუკუღმართებენ და სიხარული გაჰყვირიან, რომ აიწიეს ვიბრაიები, გასხივოსნდნენ, გამოიღვიძეს და მზად არიან ასწავლონ.

ამდაგვარად დედამიწაზე დღეს მილიონობით „მასწავლებელია“, მილიონობით „მოსწავლე“, მაგრამ არაფერი იცვლება, კაცობრიობა უფსკლურთანაა მისული და სადაცაა გადაიჩეხება.

ამის მიზეზია ამპარტავნება, არავის არ სურც შეცვლა, საკუთარი თავის კვლევა, რეალური ძალისხმევა, ყველაფერი მოჩვენებითია, ტყუილია. ორ სკამზე ჯდომა გახდა ტრენდული, მისაღები, „სწორი“.

რუტინული ქაოსია ყველგან და ყველაფერში.

ყველა ვინც არ ცხოვრობს ასკეტურად, ვინც ღრეობს, ერთობა, ვინც დროს ტყუილად კარგავს, ვისაც სექსი აქვს გამრავლების მიზნის გარეშე, ვინც მოიხმარს ტკბილეულს, ალკოჰოლს, წამალს, ვინც მრუშობს, მოცულია სიძვით, ათვალიერებს პორნოგრაფიას, ეწევა თვითდაკმაყოფილებას, ძალადობს, იტყუება, ილანძრება და სხვა, – ყველა სიბნელეს ემსახურება, ცოდვაში ცხოვრობს და სულს კარგავს. ასეთია საზოგადოება!

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ თქვენ არ იცნობთ ღმერთს, საკუთარ სულს, გაწყვეტილი გაქვთ პირადი ურთიერთობა, მხოლოდ მატერიალური სამყაროს მოქალაქე ხართ და არასდროს შესულხართ სულიერ სამყაროში.

სულთან კონტაქტი, ცნობიერების გადატანა სულში და უკან დაბრუნება, სულთან ცნობიერი კონსულტაცია, სწავლა, ყოველდღიური, ყოველღამიერი მოგზაურობა სულში, ორი სამყაროს შვილად ყოფნა – აი რა არის რეალური ცვლილება, სიცოცხლე და მიზანი. წაიკითხეთ ჩემი წიგნი „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.

თუ მხოლოდ ფიზიკურ სამყაროს აფიქსირებს თქვენ ტვინი, ცნობიერება, მაშინ თქვენ არ გწამთ სულის, ღმერთის.

უნდა ისწავლოთ დააფიქსიროთ სულიერ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, ამისათვის გაქვთ თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო. მარტო მარცხენათი ვერაფერს გახდებით. დღისით მხოლოდ მატერიას აფიქსირებთ, ღამე კი გათიშული ხართ მთლიანად.

მაინც როგორ უნდა ჩართოთ მარჯვენა ნახევარსფერო დღისით?

ამისათვის საჭიროა სიყვარულის პრაქტიკა, არალოგიკური სიყვარული, ალოგიკური სიყვარული, უმიზეზო სიყვარული. სიყვარული აღვიძებს თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს, სულს თქვენში. იხილეთ ჩემი წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“. თქვენ მკვდარი ხართ და ის გაცოცხლებთ. სიყვარულის გარეშე მუშაობს მხოლოდ მარცხენა ნახევრსფეროს სამი პროცენტი.

მარჯვენა ნახევარსფეროს შეუძლია გაალხვოს მატერია, გაალხვოს კარმა, გახსნას იგი როგორც ყინული წყალში. მარჯვენა ნახევარსფეროთი თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სიტუაცია რომელიც მთელი ცხოვრება გტანჯავთ, გაწვალებთ, გამოკეტილი ყავხართ.. შეცვალოთ გამოუვალი სიტუაცია, სიდუხჭირე, სიღარიბე, სნეულება, სიბერე, ურთიერთობები და სიკვდილი. დღეში ორი საათი სიყვარულის პრატიკა საკმარიასია, რომ ყველაზე რთული, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემაც კი მოაგვაროს.

მარცხენა, მატერიალური ლოგიკა გეუბნებათ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ თქვენი ინფორმირებულობა არასრულია, მხოლოდ „გველის“ სისინია.

ეს არასწორი, არასრული ინფორმირებულობა, უცოდინრობა, ხდება თქვენი სიდუხჭირის, სიღარიბის, უსუსურობის, წარუმატებლობის, სისუსტის, ავადმყოფობის, სიბერისა და სიკვდლის ერთადერთი მიზეზი. ასეთია „ვაშლის“ ფასი.

ადამიანები ყოველდღიურად მიერეკებიან ნახირს სასაკლაოზე, საიდანაც ისინი ბაზრის დახლებზე ხვდებიან. საქონელი რომ აცნობიერებდეს რა ხდება, ის თავს გაინთავისუფლებდა, იბრძოლებდა, გაიქცეოდა, შეიცვლებოდა და შეცვლიდა თავისი ცხოვრების და ქცევის წესს, მაგრამ ის ვერ აცნობიერებს სად არის, ვინ არის, რისთვის არის, მას მხოლოდ ბალახი, საჭმელი და გამრავლება ადარდებს. ასეთია „ბალახის“ ფასი, უდარდელი, მინდობილი, რუტინული ცხოვრების ფასი. ცხოველებს ძინავთ გაუცნობიერებელ ყოფაში, ამიტომ ყველა მათგანი მხოლოდ საკვებია, ხორცია ჩვენს მაგიდაზე და მეტი არაფერი.

გაუცნობიერებელი ადამიანის ყოფა იგივეა, ისიც საკვებია უფრო დიდ მაგიდაზე.

ასეთი ადამიანები ხშირად კითხულობენ „კი მაგრამ რითი დაამტკიცებ რომ ასეა?“,

– თქვენი ცხოვრების დასასრული არის ამისი ასპროცენტიანი მტკიცებულება. შეხედეთ თქვენს მშობლებს, მათ ავადმყოფობას, უძლურებას, სიკვდილს. სასტიკ, უმოწყალო, დაუნდობელ სიკვდილს. განა თქვენც იგივე არ გელოდებათ?

შინაურ ცხოველს არასოდეს უჩნდება კითხვა, ისინი თავჩაღუნულ მიდიან მათთვის გამზადებულ გზაზე, ბედზე, ესეთია მათი ცხოვრება.

ვიღაცა იტყვის „მოვკვდები და დავისვენებო“ მაგრამ წაიკითხეთ ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“ და მიხვდებით, რომ გაუცნობიერებელ სიცოცხლეს, გაუცნობიერებელი სიკვდილი მოსდევს, ასეთ სიკვდილს კი მომდევნო პატრონი, ისევ სასაკლაო და ისევ მაგიდა.

ასეთია „ვაშლის“ ფასი.

უღმერთო, ბნელი, ცოდვილი, დინებას, დამყარებულ წესს მინდობილი ცხოვრების ფასი.

გინდათ უბრალოდ იცხოვროთ, „იბალახოთ“ გამრავლდეთ და დასასრული კეთილი იყოს?

– თქვენი მოლოდინი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას.

ეხლა ხომ ხედავთ, რომ ასკეტებმა, წმინდანებმა, დიდმა ოსტატებმა ნამდვილად იციან ისეთი რამ, რაც მათ აიძულებთ იცხოვრონ განსხვავებულად!

ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: დახლინახირისაკვებიცხოვრების წესი
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !