მამის ასპექტი ჩვენში, როგორც ყოვლისშემძლე მამის შვილში, რომელიც აგრძელებს მემკვიდრეობით მამის საქმეს, გამოიხატება ძლევამოსილებაში, ნებაში, მიზანში.
როგორც წესი ადამიანი რომელიც ვერ აცნობიერებს ზეციურ მშობელთან ერთობას, მოკლებულია ერთსაც მეორესაც და მესამესაც.
მოკლებულია იმიტომ, რომ თავად ამბობს უარს სამივეზე, ამბობს რა უარს მამაზე.
მიზანში ამოღების შემდეგ, საჭიროა მიზნის განხორციელების გეგმა, მამის გეგმა, რომელიც გადმოდის შვილზე მემკვიდრეობით.
თუ მიზანი დროებითია, პიროვნულია, ვიწრო ცხოვრებისეულია, შეზღუდულია, მხოლოდ მიწიერია, მოიცავს მხოლოდ საკუთარ თავს, ოჯახს ან ერს, ის ვერასოდეს გახდება მამის.
ასეთი მიზნით ჩვენ ვერასადოდეს ვიტყვით ფრაზას „მე და მამა ერთნი ვართ“.
თუ შვილი არ აგრძელებს მამის საქმეს, არ ანხორციელებს მამის გეგმას, მაშინ ის უძღები და ურჩი შვილია, მას უნდა ცალკე წასვლა, ცალკე კეთება, ცალკე გეგმა. თავისებური, თავნება ქმედება.
ამდაგვარი შვილი თვლის, რომ თავად მეტი იცის მამაზე, თავად უკეთ შეუძლია, უფრო სრულად შექმნის და დაგეგმავს, უკეთეს მიზანს დაისახავს.
ასე, ამპარტავანი, უძღები შვილი ამბობს უარს ყოვლისშემძლე მამაზე.
აქ იბადება ამოვარდნა მამის ყოვლისშემძლე ბუნებიდან, მისი შეზღუდვა, დაყვანა ანომალიამდე, რომელიც გამოიყურება როგორც შიში!
შიში გვეუბნება, რომ რაღაც არ შეგვიძლია, არ ძალგვიძს, რაღაცას ვერ გადავლახავთ. გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვართ მარადიული, სრული, ღვთიური, არამედ მოკვდავი ვართ, მხოლოდ მიწა და მტვერი, რომ სიკვდილი გარდაუვალია.
ღმერთს, მამას არასდროს ჰქონია ასეთი მიზანი, გეგმა, ხედვა, ნება. მამამ არ იცის რა არის სიკვდილი, გაჭირვება, დაავადება, შიში, შეზღუდვა, არასრულყოფილება.
მხოლოდ უძღები შვილი, დაცემული ანგელოზია ამ საშინელ დღეში, ჯიუტობს რა მამის მიმართ.
მაშ რა გვინდა ამ რეალობაში, ამ პლანეტაზე, ამ ყოფაში?
ჩვენ მამისგან წამოვედით!
ეს ყველაფერი უღმერთოა!
ადამიანი ცხოველი და საშუალოსტატისტიკური ადამიანი არაფერს არ ეძებს, ის კმაყოფილია, ვერ აცნობიერებს უმამო ცხოვრებას, არსებობას. თუმცა ევოლუციის შემდეგ საფეხურზე, მოდის მწვავე გაცნობიერება უდედმამო არსებობისა, სიმარტოვისა და უძლურებისა, იმის გაცნობიერება, რომ რაღაც ნამდვილად არ არის წესრიგში და იწყება ძიება, უკანდასაბრუნებელი გზის ძიება.
ბევრი ადამიანი მოთქვამს თავის გასაჭირზე, სიდუხჭირეზე, უსახსრობაზე, დაავადებებზე, ურთიერთობებზე, სურვილებზე რომელთაც ვერ ისრულებს და სხვა. ისინი მიუსაფარ ბავშვებს გვანან, რომელთაც არ უხარიათ ცხოვრება.
ადრე თუ გვიან, მაძიებელი მოიძიებს, რომ მამასთან დაბრუნება, იწყება სწორი ცხოვრების წესით, სიწმინდით და სისუფთავით. ამ აღმოჩენასთან ერთად ის იმდენად მოწყურებულია მამას, რომ დაუყოვნებლივ იწყებს სუფთა ცხოვრებას(იხილეთ ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“).
ასეთ ცხოვრებას მისთვის მოაქვს შვება, შიშები მცირდება, მაგრამ არ ქრება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ის უფრო გავს უზენაესი მამის შვილს, მაინც შორსაა მისგან და ჯერ კიდევ ეძებს გზას მამის სახლისაკენ. ის განაგრძობს ძიებას ცხოვრების ამ ახალი, სწორი წესით, და გარკვეული დროს შემდეგ აღმოჩენს მამასთან ერთიანობის, მსგავსების კიდევ ერთ ატრიბუტს – სიყვარულს! წარმოუდგენელი ენტუზიაზმით ის იწყებს ამ აღმოჩენის დამკვიდრებას საკუთარ თავში, რითაც კიდევ უფრო ემსგავსება მამას, ძლევამოსილი მამის ღირსეულ მემკვიდრეს.
ამჯერად სიყვარულის მეშვეობით ის უკვე ჭრის თავის მატერიალურ პრობლემებს, პრობლემურ ურთიერთობებს, ქრება გასაჭირი, სიდუხჭირე, წვალება, ტანჯვა, მწუხარება და უიმედობა წარსულს ბარდება(იხილეთ ჩემი წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“).
თურმე ყოფილა გამოსავალი.
შიშები ორმაგად შემცირდა, თითქმის მინიმუმზე დავიდა, მაგრამ მაინც დარჩა მცირედი და უბიძგებს მაძიებელს, განაგრძოს ძიება სულის მოსწავლის რანგში, რათა სრულად გააცნობიეროს საკუთარი მამის შვილობა. ის ისახავს გეგმას, პერიოდულად გააჩნდეს კონტაქტი საკუთარ სულთან, რომელიც დიადი მამის ნაწილია და ასეთი სახით გააცნობიეროს მამასთან იდენტობა, ერთიანობა. ამისათვის ის ეძებს რაიმე საშუალებას ტექნიკას და ადრე თუ გვიან პოულობს მას. ის აღმოაჩენს, რომ ღამით ძილისას, სიზმარში, ხედავს მამის სახლს და ცხოვრობს უკვე მამის სახლში, მხოლოდ ერთი პრობლემაა, მას არ ახსოვს იქაური არსებობა, მას არ შეუძლია მამასთან შეგნებული ცნობიერი ურთიერთობა, ღამით სიზმარში. ის ისახავს ახალ გეგმას რათა ისევე შეგნებულად და ფხიზლად დაიჭიროს თავი ღამით, სიზმარში, მამის სახლში, როგორც დღისით უჭირავს ფიზიკურ რეალობაში(იხილეთ ჩემი წიგნი „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“).
ამდაგვარად, მისი ოცნება სანახევროდ უკვე ასრულებულია, ღამ ღამობით ის ბრუნდება სრული შეგნებით სულში, მამასთან, აცნობიერებს რა უფრო მეტ იდენტობას მამასთან, მასში სულ უფრო იღიძებს მამის მარადიული, სრული, სიცოცხლის ნება.
ეხლა ღა ხვდება, რომ დღისით სიყვარულის პრაქტიკის შესრულებისას ის ასევე სულშია მამასთან.
ღამით სულში მოგზაურობისას ის აღმოაჩენს, რომ უკანდასაბრუნებელი უძღები შვილებისათვის არსებობს სპეციალური სასწავლო დაწესებულება, სადაც ასწავლიან ღმერთის შვილობას, გზას მამისაკენ, მამის ბუნებას. ამ დაწესებულებას ეწოდება აშრამი. ამის შემდეგ მას უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაიჭერს ამ სასწავლებელში სწავლისაგან და ყოველ ღამით ის ადის ამ მაღალ სულიერ პლანზე, რათა ისწავლოს ღმერთის შვილობა(იხილეთ ჩემი წიგნი „აშრამის გაკვეთილები“).
ამრიგად, ერთ დროს აბსოლუტური ათეისტი, დაცემული, არასწორი ცხოვრებით მცხოვრები, უსიყვარულო, უღმერთო, უთვისტომო, ობოლი პიროვნება, ეხლა უკვე ეჭვგარეშე ხედავს საკუთარ მამას, დედას და ბოლო ნაბიჯებს დგამს მემკვიდრეობაში შესასვლელად, მამის მიერ ბოძებული სულის დასამკვიდრებლად.
ის ხედავს ადამიანის სულს, სხეულს, მათი სინათლის გეომეტრიას, მოხატულობას, სინათით ნაქსოვ მატერიას, მანძილს რომელიც აშორებს თითოეული ადამიანის ფიზიკურ სხეულს, პიროვნებას, საკუთარი სულისაგან, მისი მშობელი ცენტრალური სინათლისაგან, მამის მიზნის, გეგმისა და ძლევამოსილებისაგან(იხილეთ ჩემი წიგნი „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“).
ხედავს სინათლით მატერიის გაჯერების უნიკალურ შესაძლებლობას ერკვევა რა დაწვრილებით სინათლის აგებულებაში, გეომეტრიაში.
ამ ეტაპიდან მას ახალი გეგმა აქვს, ის სწავლობს სინათლის შეგროვების მეთოდებს, საშუალებებს, საკუთარ ფიზიკურ და არამარტო სხეულში სინათლის შეტანის ხერხებს. ამ ძიებას ის მიჰყავს ალ-ქიმიასთან „სინათლის ქიმიასთან“.
ამ ეტაპზე მას გააჩნია უკვე ცნობიერი კონტაქტი სულთან, მამასთან და მისი დახმარებით სწალობს სინათლის ქვის, მატერიის, სულიწმინდის(დედის) შესაბამისი სუბსტანციის შეგროვებას, რათა ეზიაროს მას(იხილეთ ჩემი წიგნები „ალქიმია – ოქროს საწმისი“ და “ალქიმიური ტრაქტატები ტომი I”. ამ პროცედურით მისი ფიზიკური სხეული იჟღინთება წმინდა სულით, სინათლით და ყველა დაავადება ტოვებს მის სხეულს. ეს უკვე ღმერთის, მამის სახლია, მამა ხომ ყოველთვის შვილში ცხოვრობს. საბოლოოდ იკარგება ფიზიკური სხეულის სიკვდილის შიშიც კი, რადგან მისი სიცოცხლე ხანგრძლივდება მრავალი ასწლეულით. ასეთია უკვდავი მამის ძღვენი საკუთარი ერთ დროს უძღები შვილის მიმართ.
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post