პარასკევი, მაისი 30, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი პოსტები

ივნისი 6, 2024
კატეგორია: პოსტები, სიყვარულის გავრცელება, სიყვარულის პრაქტიკა, სიყვარულის პრაქტიკის შედეგები, სულიწმინდას სწავლება
0 0
A A
0

სიყვარულთან თანამშრომლობა

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „უკვდავებისაკენ მიმავალ გზაზე“

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©

სამყაროს უდიდეს საიდუმლოს ორი მხარე აქვს ორი ბოლო, ერთია ღმერთი, მეორე კი ადამიანი. ადამიანი ღმერთის სხვა მხარეა, გამოვლინება.

მეგობართან შევხვდი მის მეგობარს, რომელსაც არ უმართლებდა. როგორც თვითონ თქვა არაფერში. ის დაღვრემილი თვალებით იყურებოდა, წყნარი, მორიდებული, უწყინარი. მისი აურა აჩვენებდა წესიერ ცხოვრებას, თუმცა არასწორ მსოფლმხედველობას.

ვისაუბრეთ, ლაპარაკისას გამოცოცხლდებოდა ხოლმე, თუმცა დაღლილი იყო ცხოვრებისაგან და უიმედო.

მე მას ვკითხე იმის შესახებ თუ რა იცოდა სიყვარულზე?

მან მოიყვანა ციტატები ვეფხისტყაოსდნიდან, შექსპირიდან და ა.შ.  ბევრი ისაუბრა სიყვარულის აღმატებულებაზე, რომ სიყვარულს მოაქვს აღმაფრენა და გმირობის ჟინი.

მე ვკითხე თავად რატომ არ იყო ამ მდგომარეობაში?

მან მძიმედ შემომხედა და მიპასუხა, რომ  ეს უნდა დაგემართოს, სიყვარული ამოუხსნელია და ის თვითონ წყვიტავს როდის მოვიდეს და როდის წავიდეს.

„კარგად მომისმინე“, – მივმართე მე,

  • „სიყვარული შესწავლადია, ამოხსნადია, ის თვითონ არ წყვიტავს როდის მოვიდეს და როდის წავიდეს, ამას შენ წყვიტავ!“

„რაღა დროს ჩემი სიყვარულია, უკვე ორმოცდაათს გადავცდი, ეგ ახალგაზრდების საქმეა, მე კი ეხლა ყოველდღიური გადარჩენის პრობლემა მიდგას“.

როგორც მივხვდი ეს მეტად განათლებული ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობდა, დიდ სიდუხჭირეში, წესიერება მას უფლებას არ აძლევდა „მარიფათი“ გამოეჩინა, მან განმიცხადა რომ ღმერთსაა მინდობილი.

„იქნებ ისე არ არის ყველაფერი თქვენ რომ გგონიათ?, -მივმართე მე.

„აბა როგორ არის“, – მიპასუხა მან და მძიმედ შემომხედა.

„იქნებ ღმერთი შიგნიდან მოდის ჩვენთან, იქნებ ჩვენ უნდა მივიდეთ მასთან?“

„ეკლესიაში?“ – იკითხა მან.

„დაუშვათ ღმერთი სიყვარულია, ბოლოს როდის გიყვარდათ?“ – არ მოვეშვი მე.

„დიდი ხნის წინ, ეხლა სხვა პრობლემები მაქვს, სიყვარული ახალგაზრდების საქმეა“, – მიპასუხა მან.

      „გამოდის ღმერთი ახალგაზრდების საქმე ყოფილა, მაშინ თქვენ ვისზე ხართ მინდობილი?“

      „მთავაზობთ ურთიერთობა გავაჩაღო ვინმესთან?“

      „მე გთავაზობთ არა ურთიერთობის გაჩაღებას ვინმესთან, არამედ სიყვარულის მდგომარეობის დაბრუნებას, ეს სხვადასხვა რამაა“.

        გადამწყვეტი მოქმედება იყო საჭირო და პირდაპირ უთხარი:

  • „ხვდებით თუ არა, რომ თქვენი ყველა გასაჭირი, გაუმართლებობა, სიდუხჭირე უღმერთო ცხოვრების ბრალია?“.

მისი აურა გაწითლდა, მერე გაყავიფრდა, მერე ისევ გაწითლდა, მივხვდი, რომ ეწყინა, მერე ეცადა გადაელახა წყენა და ნეიტრალური პოზიცია შეენარჩუნებინა ჩემს მიმართ, მაგრამ არ გამოუვიდა.

მან ისევ წესიერებაზე და სიჩუმეზე დადო ფსონი, ისევ ჩუმად დაჯდა.

იმ საღამოს ღამის ორ საათზე დავიძინე, რათა ამ ადამიანისათვის მიმეხვედრებინა, რომ მას მთავარი აკლია, სიყვარული!

ჩემი წიგნი მივეცი „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“.  მივახვედრე, რომ ან ამ წიგნში რაც წერია გააკეთებს, შეასრულებს და „მკვდრეთით აღდგება“, ან წასულია მისი საქმე.

გავიდა ექვსი თვე.

ეს პიროვნება ქუჩაში დავინახე წელში გამართული, კარგად ჩაჩმული, მტკიცე ნაბიჯით, მისი აურა კი უამრავ ოქროსფერ ძაფს შეიცავდა. თვალები უბრწყინავდა, პირდაპირ გზაზე, სიარულისას, სიყვარულს აპრაქტიკებდა, ეს ჩანდა, მისი აურა ანათებდა სადღაც სამჯერ მეტი სინათლით.

მეგობარს დაურეკე და ვკითხე როგორ იყო ამ ადამიანის საქმეები?

მან მიპასუხა, რომ გასაკვირად კარგად აეწყო, სადღაც ვიღაცამ მიიწვია, საქმე გამოუჩნდა, ეხლა საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს, მანქანის ყიდვასაც აპირებსო, თითქოს შეიცვალა ადამიანი მთლიანადო, უამრავი გეგმა აქვსო, დეპრესიიდან მთლიანად გამოვიდაო, არ გამიკვირდება ცოლსაც თუ მოიყვანსო..

ეს უკვე ბევრჯერ ვნახე. აი ასე ცვლის სიყვარულის სწავლება, სიყვარულის პრაქტიკა ადამიანებს.    ამისათვის დავწერე წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“ და აღვწერე მასში სიყვარულის დაბრუნების ხელოვნება. აღვწერე ისე, როგორ იესომ მასწავლა ჩვენი შეხვედრებისას, სიტყვა სიტყვით ჩავწერე. ამ წიგნის წაკითხვა იესოსთან ერთწლიან ცოცხალ ურთიერთობას უდრის.

წაიკითხეთ, დაამკვიდრეთ ღმერთი თქვენში, ნუ იცხოვრებთ უღმერთოდ, განმღრთოვება ღმერთთან ერთობაა, მასთან თანამშრომლობაა სიყვარულში.

 თუ მარტო დგახართ კარის წინ, უღმერთოდ, ის არ გაიხსნება, მაგრამ თუ ღმერთთან ერთად მიადგებით კარს, მაშინ კარი ღია დაგხვდებათ.

თუ თქვენში ღმერთია, თუ განმღთოვება გიჭირავთ საკუთარ თავში, თქვენი ყველა სურვილი ასრულდება, ყველა!

     შემდგომში ამ ადამიანმა დანარჩენი ჩემი წიგნების წაკითხვის სურვილიც გამოთქვა, შეიძინა კიდეც, აგრეთვე მრავალსსათიანი შეხვედრის დიდი სურვილიც გამოთქვა, მაგრამ მას უკვე ხელში ეჭირა სიყვარული, ჩემი წიგნები, და მასზე აღარ ვდარდობდი, დანარჩენი უამრავი საქმე მქონდა გასაკეთებელი, ამიტომ ამდენი დრო არ მქონდა, ამდენი საათები..

თქვენ არ გჭირდებათ შეხვედრა, გჭირდებათ მხოლოდ ჩემი წიგნები!

 თანდათან დავნერგავთ ურთიერთობის სხვა ფორმებსაც, მაგრამ უკვე მათთვის ვინც წაიკითხა წიგნები, იმუშავა მათზე, დანერგა თავის ცხოვრებაში, აღადგინა საკუთარი თავი „მკვდრეთით“, და უფრო მეტი უნდა ვიდრე – „ყველაფერი კარგად არის“.

განმღრთოვებას უამრავი საფეხური აქვს, ის იწყება „საკუთარი თავის მკვდრეთით ღდგენით“ და აგრძელებს გზას „ცაში“, ბროლის, ალმასის  კიბეებით, წარმოუდგენელი, წმინდა, საკრალური ცოდნისა და საიდუმლოებებისაკენ.

ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: წიგნი შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !