შაბათი, მაისი 17, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი პოსტები

ივნისი 13, 2024
კატეგორია: პოსტები, სულიერი იერარქია, სულიწმინდას სწავლება
0 0
A A
0

დასაწყისი

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „სამედიცინო კვლევები“.

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©

 

როდესაც ვუყურებ ადამიანს დეპრესიაში მყოფს, ჩანს გარკვეული სტრუქტურა მისი სხეულის გარშემო, ყავისფერი, მოშაო, ბლატი წებოვანი სუბსტანცია, რომელიც ჩამოედინება თავიდან ფეხებისაკენ და აწებებს ადამიანს მიწას.

ეს სუბსტანცია შედგება ბნელი, მოწყენილი, უსინათლო, უიმედო, სასოწარკვეთილი აზრებისაგან, ძალიან მძიმე და მაღალი გრავიტაციის ნივთიერება აწებებს ადამიანს მიწას, თითქოს მიწა ყლაპავს მას, როგორც ჭაობი ითრევს სულ უფრო ქვემოთ და ქვემოთ.

თუ ბოლომდე ჩაითრია, ადამიანი თავს იკლავს ან კვდება რაიმე ონკოლოგიური დაავდაებით და სხვ.

თავად დედამიწიდ გარშემო ატმოსფეროს ქვედა ფენები სავსეა ამ ბლანტი, მძიმე, წებოვანი ენერგეტიკით, აზრებით, გამოუვალობის აღქმით, კოლექტიური კაცობრიობა წარმოშობს მათ.

ამ სუბსტანციაზე რეაგირებს ამინდი, წარმოიქმნება რა დამანგრეველი ტორნადოები, ქარიშხლები, კოკისპირული წვიმები, ეს სუბსტანცია ჩაედინება მიწაში და იწვევს მიწის მასივების გადაადგილებას უდიდესი გრავიტაციული სიმძიმის გამო, ხდება მეწყერი, მიწსძვრები და სხვ.

რა უყოთ ამას?

იესო ცდილობს სინათლის ნაკადებით გააპოს სიბნელე თითოეულ ადამიანის გარშემო, რაც გამოიწვევს დედამიწის გარშემო აზრობრივი სიბნელის მუქი სუბსტანციის დაშლას. ეს სიბნელე არის არასწორი მსოფლმხედველობა რომელიც მეფობს კაცობრიობაში და თითოეულ ინდივიდში.

ჭეშმარიტება სინათლეა, ცრუ მსოფლმხედველობა კი წყვდიადი.

რა არის დაავადება?

დაავადება ცრუ მსოფმხედველობით გამოწვეული, ბნელი, მძიმე, უმომავლო, სასოწარკვეტილი, აგრესიული აზრებით გაჟღენთვის შედეგია.

სიღარიბე, გაჭირვება, უბედობა, სიდუხჭირე, პრობლემები ურთიერთობებში, ცუდი ჯანმრთელობა, რთული სიტუაციები ამავე წებოვანი სუბსტანციის გამოვლინების და მოქმედების შედეგია, ჭაობია რომელიც ითრევს და ღუპავს სულს და სხეულს.

ასე მჟღავნდება კარმა, წარსულ ინკარნაციათა და აწმყო ცხოვრებათა ცოდვები, ჩადენილი უგუნურებით ან ონავრობით, რომლებიც გვკვლავს.

ეტყობა თუ არა ცოდვა აზრებს, აზროვნების გეომეტრიას, შინა არსს, თვითაღქმას?

რა თქმა უნდა ეტყობა, ის თრგუნავს, აჰიპნოზებს ინდივიდს, უსახავს გამოუვალ სიტუაციას, კლავს მას აზრის საშუალებით მრავალჯერ.

ცოდვა წარმოშობს მომაკვდინებელ აზრებს, განწყობას, სასოწარკვეთას, რაც ადრე თუ გვიან ეტყობა სხეულს, ხასიათს, განწყოვბას.. ის კლავს სიცოცხლის სიყვარულს.

სინათლე რომელიც ანგრევს, აპობს ამ ბნელ სტრუქტურას, წვავს მას და ფერფლად აქცევს, მოდის იმ ადამიანებისაგან რომლებსაც ურთიერთობა აქვს იესოსთან.

იესო მუხტავს მათ ამ სინათლის შემცველი ცოდნით, აზრებით, მოქმედებებით, და ამ „სინათლის ისრებით“ ის გმირავს ინდივიდუალურ, ადამიანთა მასაში გავრცელებულ ცრუ მსოფლმხედველობს, სიბნელეს, სასოწარკვეთას, უიმედობს, დეპრესიას..

„მე ჯერ ეხლა ვიწყებ – თქვა იესომ!

ეს  სინათლის წვიმის დასაწყისია, მანათობელი ადმიანების არმია ემზადება რათა სინათლის უამრავი ნაკადი, ისარი, წმინდა გიორგის მახვილი, აძგეროს სიბნელის შხამიან დრაკონს.

ჩემს წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“ მე აღვწერე იესოს უკან მდგომი სინათლის არმია, რომლებიც მან იხსნა სათითაოდ ჯოჯოხეთიდან, წყვდიადიდან.

თავად ეს წიგნი მისი ერთი მანათობელი ისარია, მახვილია, რომელიც ანგრევს წყვდიდიას შემბოჭავ, მძიმე, წებოვან სტრუქტურებს.

იესოს დახმარებით გამოუშვი ექვსი წიგნი, ექვსი სინათლის ისარი, ზევსის ექვსი განმგმირავი ელვა. მზადდება მეშვიდე.

რაც უფრო უჭერს წებოვანი მასა და ითრევს უთვალავ ადამიანს ჯოჯოხეთის ჭაობში, მით უფრო იზრდება დახსნილთა რიცხვი, ისინი ვინც განთავისუფლდნენ ამ სინათლის ისრების მოქმედებით.

უკიდურესი ჭიდილი სიკვდილთან, კრიზისი, ქმნის ხელსაყრელ შესაძლებლობას რათა ვიხსნათ საკუთარი თავი ღმერთის დახმარებით, ვიხსნათ გვერძე მდგომი, საბოლოოდ კი კაცობრიობა.

იზრდება ჭაობი, წებოვანი მასა, უკვე ყველა ატყობს ბნელ გარდაქმნებს, მთელი მსოფლიო იძირება, თუმცა ეს ხელსაყრელი შესაძლებლობაა და უკიდეგანო საასპარეზო რათა გავარდეს ელვა, სინათლის მახვილმა იქუხოს და გააპოს შავი ღრუბლების მიერ შექმნილი წყვდიადი.

როდის ჩაიდინეთ ცოდვა? როდის შეეკარით შავ წებოვან მასას?

მაშინ როდესაც ღორმუცელობა დაიწყეთ, თვითდაკმაყოფილება, მრუშობა, სიძვა, უაზრო სექსი გამრავლების მიზნის გარეშე, ალკოჰოლის მოხმარება, უძილობა, აზარტული თამაშები, მოწევა, წამალი, ტყუილი, თავის წარმოჩინება, აგრესიულობა, ცნობადობა, ინერტული რუტინული ცხოვრება და სხვა.

როგორც ბარონი მიუნჰაუზენი იტყოდა, ეხლა ის ღა დაგრჩენიათ საკუთარ თავს თმებში ჩაავლოთ ხელი და ჭაობიდან ამოწიოთ ცხენთან ერთად.

მართალია თქვენ სხვაგვარად გეჩვენებათ თქვენი ყოფა, მაგრამ ამავე დროს რაც მე დავწერე ზუსტად ასეა.

 როგორც ხედავთ ბრძოლა თქვენი დაცემისათვის, ჭაობში სამუდამო სიკვდილისათვის, პირველ რიგში გონებაში მიმდინარეობს, როდესაც გონებაში ბრძოლას აგებთ მერე უკვე ეს ბრძოლა გადადის ფიზიკურ პლანზე მოქმედებაში, აქ უკვე დემონთა თანამშრომელი ხდებით, რადგან სხვას აძლევთ ცოდვის მაგალითს საკუთარი ცხოვრების წესით, მოქმედებით, საუბრით, მსოფლმხედველობით.

ყველა, ვინც თავის გარშემო ქსოვს ცოდვის ბლანტ, წებოვან, შავ, მძიმე სუბსტანციას და ეხვევა მასში, გამოყოფილია ღმერთისაგან ამ სუბსტანციით.

სხეულის გარშემო მოქსოვილ წებოვან, ცოდვის, შავ ენერგეტიკულ სტრუქტურას ეწოდება დემონის ბუდე, რადგან იქიდან „იჩიკება“ ბნელი არსება.

დემონებზე და მათ ყოფაზე იხილეთ ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“.

მინდა როგორმე მიხვდეთ, სულიერი გზა ერთმოქმედებიანი აქტი არ არის, არამედ ცხოვრების, აზროვნების, მოქმედების წესია, განსხვავებული მსოფლმხედველობაა, ცოცხალი რწმენაა და ცოცხალი ღვთიური ცოდნაა. პირველ რიგში დაუღალავი ძიებაა, მიგნება, აღმოჩენა.

ბოლოს რა აღმოაჩინეთ?

ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: დასაწყისიმასაშავიწებოჭაობი
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

ინტელექტის სწორი აქტიურობა

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !