სინათლე ჩვენში გამოიხატება როგორც საიდუმლო. დამიწებული ადამიანი მოქმედებს ნაცნობი მეთოდით, გათელილი გზით, რუტინული ანალიზით, მიწიერი ცხოვრებით შეძენილ გამოცდილებაში. მისთვის ცხოვრება გასაგები, უკვე მრავალჯერ გათელილი ისტორიაა, მოკლებული ყოველგვარ იდუმალებას, სასწაულს.
ასეთია მცირე სინათლე რომელსაც სიბნელე ეწოდება.
როდესაც ამ მიწიერი, რუტინული ადამიანის შეგნებაში სასწაულის, იდუმალების თუნდაც ცხოვრებისეული, ბოლო, უკანასკნელი ნაპერწკალი ჩაქრება, მისი სიცოცხლე იწურება, რადგან იწურება მისი ინტერესი სიცოცხლისადმი.
როგორ უნდა მივხვდეთ რომელ ადამიანშია მეტი სინათლე?
ეს მარტივია, მეტი სინათლე იმ ადამიანშია, რომელიც საკუთარ ცხოვრებას, სამყაროს, უყურებს როგორც იდუმალ, სასწაულ, ამოუცნობ გამოწვევას, ამოცანას რომელიც აუცილებლად უნდა ამოიხსნას პირადი ძალისხმევით.
მის შიგნით დუღს ინტერესი, ძიება, მიგნების ჟინი, მცდელობა, საიდულოს ამოხსნის დაუოკებელი სურვილი. ეს არის „მაღალი ვიბრაცია“, სინათლე რომელიც გამოსჭვივის მატერიიდან. სინათლე რომელიც ვერ შემოფარგლა სიბნელემ.
მაშასადამე კაცობრიობა იყოფა მკვლევარებად და შეგუებულ მასად.
მკვლევარს სწამს სასწაულის, უდიდესი საიდუმლოსი და ცდილობს იპოვოს ის, ამოხსნას, მაშინ როდესაც შეგუებულ მასას არაფრის არ სწამს, ის შეეგუა, დამორჩილდა ნაცნობს, ჩვეულს, მისთვის მოზომილს. ასეთია მცირე სინათლე(სიბნელე).
როდესაც ადამიანში ქრება საიდუმლო, ინტერესი, სასწაული, თავად ადამიანი კვდება.
მინიმალური ინტერესის მქონე, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ეზოთერულად ეწოდება მკვდარი, იმიტომ, რომ ის მკვდარია იდუმალების, საიდუმლოს, სასწაულის მიმართ, ის მკვდარია ღმერთის მიმართ.
ღმერთი ყველაზე დიდი სასწაული და საიდუმლოა, ის უნდა ამოვხსნათ. ამოხსნისას ჩვენ სულ უფრო უახლოვდებით საწყისს, სინათლეს, ვხდებით რა თავად სასწაული, ელვარება, იდუმალება.
არის სამი დევიზი, აქსიომა: სისუფთავე(სულიწმინდა), სიყვარული(ქრისტე), ნება(მამა).
პირველს ვეზიარებით სწორი ცხოვრების წესით(იხილეთ ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“).
მეორეს ვეზიარებით სიყვარულით(იხ. წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“).
მესამეს ვეზიარებით სულთან კონტაქტით(იხ. ჩემი დანარჩენი წიგნები), რომელიც გვაძლევს სურვილს გარდამავალს მისწრაფებაში, აღსულებულს გამანადგურებელი ნებით.
სწორედ გამანადგურებელი, მამის ასპექტი ჩვენში, უმოწყალოდ ანადგურებს ყველა წინაღობას, არასწორი ცხოვრების წესს, ცოდვებს, სიძულვილს, სიზარმაცეს, უსუსურობას, უღმერთობას.
უმოწყალო, სასტიკი, შეუწყნარებელი დამოკიდებულება ყველაფერი დრომოჭმულისადმი, ცოდვისადმი, რუტინისადმი, მიწიერი ცხოვრებისადმი, იწვევს ადამიანის შიგნით ღმერთის აალებას.
გვაქვს სამება:
1 – აქტიური სისუფთავე;
2 – სიყვარული(შემწყნარებლობა);
3 – ძლევამოსილი გადაწყვეტა! ერთი ხელის მოსმით მოცილება, უმოწყალო განადგურება ყველაფრის რაც არ დაექვემდებარა აქტიურ ძალისხმევას და შემწყნარებლურ დამოკიდებულებას!
ადამიანის ფიზიკური სიკვდილი არის სწორედ მესამე, მამის ასპექტის გამანადგურებელი მოქმედება, როდესაც უკვე გამოცდილია პირველი ორი და არცერთმა არ მოიტანა შედეგი.
ერთი შეხედვით შესაძლებელია მოგვეჩვენოს, რომ ადამიანი ძალზე ხშირად იყენებს მამის გამანადგურებელ ასპექტს, მაგრამ ეს მხოლოდ გვეჩვენება.
საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ეს ასპექტი სრულიად განუვითარებელი აქვს.
ის არ ცხოვრობს სწორი ცხოვრების წესით(ასკეტურად), არ ანვითარებს და იყენებს სიყვარულის(ქრისტეს) პრინციპს, შედეგად ხელი არ მიუწვდება ამ სამთაგან უმაღლესზე გამანადგურებელ ასპექტზე.
მისი სასტიკი და უგუნური ქცევა არ წარმოადგენს მამის მოქმედებას, რადგან მიმართულია არა დრომოჭმულის და სულისადმი ხელშემშლელი პირადი სისუტეების მიმართ, არამდ გარეთ, სხვა ადამიანებისადმი სიძულვილითა და წყენითაა ნაკარნახევი, პიროვნული გამოხატულებაა, და არაფერი აქვს საერთო მამის – ნების მოქმედებასთან.
მამის მოქმედებაა როდესაც ადამიანი უმოწყალოდ, ყოველგვარი თვთშეცოდების გარეშე ანადგურების საკუთარ ცოდვებს, ცოდვისადმი მიდრეკილებებსა და მსოფლმხედველობას.
მაგრამ პიროვნული მოქმედებაა და საშინელი ცოდვაა, თავად ცოდვილის განადგურება გარეთ, რაც მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანმა არ გააღვიძა საკუთარ თავში მამის გამანადგურებელი ასპექტი, ნება!
მოდით დავსვათ კითხვა: – მაშ რა არის რუტინა და რა წარმოქმის მას?
პასუხი: რუტინა წარმოიქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მუშაობს მამის ასპექტი ჩვენში, როდესაც არ არსებობს ნება უმოწყალოდ განადგურდეს დრომოჭმული.
ცეცხლი გვაძლევს სისუფთავეს, სინათლეს და სითბოს, მაგრამ ამავე დროს ანადგურებს ყოველივე დრომოჭმულს, გამხმარს.
ძველ აღთქმაში წერია „ღმერთი შემჭმელი ცეცხლია!“
„Бог есть огонь поядающий”!
მაშასადამე ცეცხლს(სინათლეს) გააჩნია სამი გამოხატულება:
1 – დედა, მატერია, სუფთა მატერია!
2 – შვილი, სიყვარული, ცნობიერება, მოსიყვარულე ცნობიერება მატერიაში.
3 – მამა, სუფთა მოსიყვარულე ცნობიერების მქონე მატერიის მაცოცხლებელი სული, ნება(შეწყალება), მაგრამ ამავე დროს, უსუფთაო, უსიყვარულო ცნობიერების მქონე მატერიის გამანადგურებელი ასპექტი( მარადისობის განახლება სრულყოფა).
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post