განდობანი და ქრისტეს გზა:
1 – დაბადება. “ახლად დაბადების გარეშე, ადამიანს არ შეუძლია ღმერთის სამეფოს ხილვა”.
2 – იორდანეში მონათვლა. ეს ზუსტად ინ ნათლობაა, რომელზეც მიუთითებს იოანე როდესაც გვეუბნება, რომ სული წმიდითა და ცეცხლით მონათვლა ხელდასხმულ უნდა იქნას ჩვენზე ქრისტეს მიერ.
3 – ფერისცვალება. მიგვითითებს ისეთივე სრულყოფაზე, როგორი სრულყოფილიცაა ჩენი მამა ცათა სასუფეველში.
4 – ჯვარცმა. აღმოსავლეთში მას დიდ განდგომას უწოდებენ. იგი მოგვიწოდებს საკუთარი მდაბალი ბუნების მსხვერპლად შეწირვისა და მასზე გამარჯვებისაკენ.
5 – აღდგომა. სიკვდილის დამარცხება.
6 – ამაღლება. საბოლოო ტრიუმფი და გამარჯვება სიკვდილზე.
ასე გამოიყურება ექვსი დრამატული საიდუმლო. ასეთია განდობანი, რომელიც ადრე თუ გვიან ყველამ უნდა განვლოს. განდობა – სასიცოცხლო პროცესია და ამ პოცესის გავლა იმათ შეუძლიათ ვინც დისციპლინით წვრთნის საკუთარ თავს და ნებით შედის ასკეტიზმში. ამ გზის გავლა მიმდინარეობს განდობილთა იმ ჯგუფის დაკვირვებითა და დახმარებით, რომლებიც მართავენ რასას და ცნობილნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელებით. განდობა – ეს რეალობაა და არა მშვენიერი და ადვილად მისაღწევი ოცნება, როგორც ხანდახან მასზე საუბრობენ ზოგიერთი მიწიერი სკოლის წარმომადგენლები. განდობა ეს ის პროცესი არაა, რომელსაც ექვემდებარება ადამიანი, როდესაც ის დაკავშირებულია ამა თუ იმ ორგანიზაციასთან, ან რომლის შემეცნებაც შესაძლებელია ასეთ ჯგუფებთან შეერთებით. ის არ მიიღება საზოგადოებებში, ეზოთერულ სკოლებში და ორგანიზაციებში. ასეთ ორგანიზაციებსა და სკოლებს შეუძლიათ მხოლოდ ასწავლონ მაძიებელთ გარკვეული კარგად ნაცნობი და ძირეული “ამ გზის წესები”, და მიიყვანონ იგი ზღურბლთან, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა მისი აღჭურვილობა და ბედი. რასის მასწავლებლები და ქრისტე, რომელიც წარმოადგენს “ყველა მასწავლებლისა და მოძღვრის, ანგელოზებისა და ადამიანების მასწავლებელს” დაინტერესებულნი არიან ასეთი ორგანიზაციებით არა უმეტეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციული მოძრაბით მსოფლიოში, რომელთაც მოაქვთ სამყაროსთვის სინათლე და ჭეშმარითება. მსოფლიოში განდობილი შეიძლება იპოვოთ თითოეულ ნაციაში, რელიგიის მიმდევრებში, თითოეულ ჯგუფში სადაც მუშაობენ კეთილი ნების ადამიანები.
განდობა – ეს სიყვარულის აღმოჩენაა, ღვთიურობის მეორე ასპექტის, რომელიც საკუთარ თავს გამოხატავს სიბრძნით. ეს გამოხატვა მთელი სისავსით ჩნდება ქრისტეს ცხოვრებაში. მან გაგვიხსნა ჩვენ ნამდვილი სიყვარულის ბუნება.
განდობა აღინიშნება და ხორციელდება ცნობიერების მთელი რიგი გაფართოებებით, ღვთიურობისა და ყოველივე მასში შემავალის, უმწიკლო ზრდადი შემეცნებით. ცნობიერების ეს გაფართოებები თანდათან უხსნიან ადამიანს მისი მაღალი და მდაბალი ბუნების ხარისხს.
პირველი განდობა, რომელსაც მეორედ დაბადება ეწოდება, აღნიშნავს მაძიებლის გადასვლას ევოლუციის იმ საფეხურზე, რომელზეც მასში – ქრისტეს ცნობიერება იბადება. სწორედ ესაა მეორედ დაბადება. ის რაც ნელნელა მწიფდებოდა ადამიანში, ბოლოსდაბოლოს იბადება და ქრისტე(მომავალი მხსნელი, რჩეული) იბადება შეგნებულად. ცოცხალი ქრისტეს ცნობიერება თვითოეულ ჩვენგანშია ჩანასახის სახით, მაგრამ ოდესღაც იგი მწიფდება და იბადება, შესაბამისად შესაძლებელი ხდება პირველი განდობის მიღებაც. საკუთარ თავზე მუშაობა გრძელდება და ქრისტეს სიცოცხლე ადამიანში იხსნება და ვითარდება მანამდე სანამ შესაძლებელი არ გახდება მეორე და მესამე განდობის მიღება. მესამე განდობის ფერისცვალების შემდეგ, როდესაც პიროვნება უკვე ემორჩილება სულს, ანუ შიგნით მცხოვრებ ქრისტეს და ღმერთის დიდებას შეუძლია სხეულის საშუალებით ნათება, ადამიანი დგება მეოთხე განდობის წინ.
დაბადების, მსახურებისა და მსხვერპლის შედეგად განდობილი ხდება ღმერთის სამეფოს “მოქალაქე”.
განდობილი უბრალოდ კარგი ადამიანი არ არის. მსოფლიო სავსეა კარგი ადამიანებით, რომლებიც ძალიან შორს არიან იმისაგან რომ იყვნენ განდობილნი. ეგრეთწოდებული “ცხოვრებისეული” წმინდანებიც არ არიან განდობილნი. განდობილი – ეს ადამიანია, რომელმაც ძირითად მყარ ეთიკურ ხასიათს და ერთგულებას დაუმატა საჭირო გონიერი შემეცნება. დისციპლინის მეშვეობით მან კორდინირება გაუწია საკუთარ მდაბალ ბუნებას, პიროვნებას, ისე, რომ იგი ხდება – “ჭურჭელი რომელის გამოყენებაც ოსტატს შეუძლია”, ოსტატის მცნებაში აქ იგულისხმება სული. ამ გზაზე ის ხვდება მათ, ვინც მის მსავსად სწავლობს სულთა სამეფოს მოქალაქეობას. გზა სამეფოსაკენ იძებნება კითხვების დასმითა და მათზე პასუხების მიღებით, ძიებით და პოვნით, და იმ შნაგანი ხმის მორჩილებით, რომელიც შეიძლება გაგონილ იქნას მაშინ, როდესაც სხვა ყველა ხმა გაჩუმებულია.
როდესაც ეს ხმა იქნება გაგონილი, ჩვენ მივდივართ შესაძლებლობების გაცნობიერებისაკენ და ვდგამთ პირველ ნაბიჯს პირველი განდობისაკენ. საკუთარ თავში ვპოულობთ ღმერთს. განდობის პროცესის მეშვეობით მაძიებელი აძლევს საშუალებას ქრისტეს – დაიბადოს.
პირველი განდობისას ქრისტე იბადება მოსწავლეში. ადამიანი ცოცხალია იმიტომ, რომ მასში განსხეულებულია ღმერთი. პირველი განდობის მიღებისას ის აცნობიერებს საკუთარ ღვთიურ წარმომავობასა და ბუნებას შეგნებულად.
ცალკეული მოსწავლის ცხოვრება, განდობის მიღებამდე – ახალი დაბადების გამოცდილების მიღებამდე – უკიდურესად ძნელია და მკაცრი. სიბნელეში სიძნელეების გავლით ნაპოვნი უნდა იქნას ქრისტე, გამოცდების შედეგად შეიძლება აყვავდეს ქრისტეს სიცოცხლე და ჩვენ შეგვიძლია წარვსდგეთ მის წინაშე პირისპირ – როგორც მოსწავლე განმდობის წინ.
ქრისტე მშვიდად ცხოვრობდა საკუთარ სახლში მშობლებთან ერთად, გადიოდა რა სახლში მონოტონური ყოველდღიურობის, ჯგუფურ ნებასა და საჭიროებებს დამორჩილებული, მსხვერპლის გაღების გაკვეთილებისა და მსახურების ცხოვრების ყველაზე ძნელ მონაკვეთს. ეს ყოველთვის არის ის პირველი გაკვეთილი რომელიც მოსწავლემ უნდა შეისწავლოს. სანამ იგი არ იქნება ნასწავლი უფრო წინ ვერ წაიწევს. სანამ ღვთიური ბუნება არ იქნება გამოვლენილი სახლში, მათ შორის, ვინც კარგად გვიცნობს და აგრეთვე ახლო მეგობრებს შორის, არც კი უნდა მოველოდეთ იმას, რომ ღვთიური ბუნება შეძლებს საკუთარ გამოვლენას ყველგან. ჩვენს ყოველდღიურ, არასაინტერესო, ერთგვაროვან ცხოვრებაში – იქ სადაც ჩაგვაგდო ბედმა, ისე უნდა ვიცხოვროთ როგორც ღმერთის შვილებმა. ადგილი სადაც ვიმყოფებით, – ეს ის ადგილია, საიდანაც იწყება ჩვენი მოგზაურობა, და არა ადგილი საიდანაც გავრბივართ. თუ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი როგორც მოსწავლეებმა, ვაწარმოოთ და გავშალოთ სიყვარული იქ, სადაც ვიმყოფებით, მაშინ არანაირი სხვა ხელსაყრელი შესაძლებლობა არ მოგვეცემა, მანამ, სანამ არ განვახორციელებთ ამას აქ. სწორედ აქ იმყოფება ჩვენი გამოცდისა და მსახურების მინდორი. ბევრი გულწრფელი მაძიებელი და მოსწავლე ფიქრობს, რომ ისინი შეძლებდნენ “ღვთიურ ქცევისა და ხასიეთია გამოვლენას”, მათ რომ სხვა სახლი ჰქონოდათ ან სხვანაირი მშობლები ჰყოლოდათ და სხვა გარემოში ეცხოვრათ. სინამდვილეში მათ რომ უკეთესი სახლში ეცხოვრათ, “უკეთესი” მშობლები და გარემო ჰქონოდათ, უფრო მეტი თავისუფალი დარო და ფული რომც ჰქონოდათ, ჯანმრთელობა და მეგობრებიც რომ ყოფილიყვნენ იდეალურნი, ისინი მაინც ისეთები იქნებოდნენ როგორებიც არიან, იმიტომ, რომ ეს მათი ბუნებაა და ევოლუციური განვითარების ის საფეხურია რითაც ისინი მოვიდნენ ამ სამყაროში და რომელიც მოითხოვს შემდგომ სრულყოფას. ხოლო ყოველივე რაც თან ახლავს მოგზაურს, რომელმაც დაბადებასთან ერთად დაიწყო ახალი მოგზაურობა, საკუთარი თავის შემდგომი სრულყოფის მიზნით, იდეალურად იქნა შერჩეული მის მიერ(წინა ინკარნაციებში დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით) ამ მიზნების უმოკლეს დროში მისაღწევად. გამოცდები და კრიზისები წარმოადგენენ ხელსაყრელ შესაძლებლობას იმისათვის რათა აღმოვაჩინოთ ჩვენი ბუნებისა და ხასიათის სუსტი და ძლიერი მხარეები და შევცვალოთ, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ისინი. მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ მანამდე იქნება ჩაკეტილ წრეში, სანამ არ ისწავლის სწორ(სიყვარული) რეაქციას ნებისმიერ სიტუაციაზე, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მიეცემა მას საშუალება გავდეს ჩაკეტილი წრიდან უფრო “დიდ” და “სხვა” სამყაროში, გარემოში, უფრო მეტ ხალხში და საზოგადოებაში. მიეცემა საშუალება გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი ღმერთისაკენ. სანამ მაძიებელი ან მოსწავლე არ გაივლის ამ გაკვეთილს არანაირი სხვა გაკვეთილს ან შესაძლებლობას მას არ შესთავაზებს “სამყარო”. ამ გაკვეთილის გავლისას მაძიებელი ხვდება, რომ იგი, საკუთარი არასწორი რეაქციებით, თვითონ ამძიმებს სიტუაციასა და ურთიერთობას გარეშემო მყოფთა მიმართ. ბოლოს და ბოლოს იგი იწყებს საკუთარი შინაგანი განწყობისა და აზრების, მსოფლმხედველობის მოდერნიზაციას. შედეგად გარშემო მყოფნი ” ხელის შეშლის’ ნაცვლად ხელს უწყობენ მას. ხშირად მოსწავლე ვერაფრით ვერ იგებს რატომ იწვევს მისი მცდელობები იცხოვროს ‘სულიერი” ცხოვრებით ასეთ ანტაგონიზმს, რატომ არ ეკიდებიან მას თანაგრძნობით გარშემომყოფნი იმ დროს როდესაც იგი ცდილობს იკითხოს, ისწავლოს, გაიაზროს “სულიერი” ლიტერატურა და დრო დაუთმოს მედიტაციას. ბოლოს და ბოლოს ოდესღაც მოსწავლე ხვდება, რომ “სულიერება” არ არის წიგნების კითხვა და ფაქიზი, განსხვავებული აზრებისა და ცოდნის შეგროვება, იგი ხვდება, რომ ჭეშმარიტი სულიერი წინსვლა და ევოლუცია სიყვარულის საშუალებით ხორციელდება.
ხშირად მოსწავლე საკუთარ მსახურებას აღარ ეწევა და ჩაანაცვლებს მას კითხვითა და ტექნიკური მედიტაციებით რომელებსაც იგი კიდევ უფრო შორს მიჰყავთ სიყვარულის გამოვლენისაგან. გარშემომყოფნი იწყებენ მისი შესასრულებელი ყოველდღიური ერთფეროვანი საქმის საკუთარ თავზე აღებას, რაც თანდათან ძაბავს სიტუაციას. ხშირად მოსწავლე ითხოვს გარშემომყოფთაგან(ოჯახის წევრებისაგან) სიჩუმეს სახლში, იმ დროის მანძილზე როცა ის მედიტირებს. სახლში უნდა იყოს სიმშვიდე და არავინ არ უნდა შეაწუხოს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის მედიტირებს! არავინ არ უნდა მოაცდინოს იგი. ასეთი არასწორი შეხედულებები და სირთულეები აღარ წარმოიშობა, მაშინ როდესაც მაძიებელს ეცოდინება ორი რამ: პირველი – რომ მედიტაცია არის პროცესი რომლის მიზანია ყურადღების გადატანა და კონცენტრირება სიყვარულზე. მეორე – ეს პროცესი შნაგან სამყაროში(აზროვნებაში) უნდა მიმდინარეობდეს რაც შეიძლება ხშირად და პირველ რიგში სწორი რეაქცია(სიყვარული) უნდა გვასწავლოს, აქ კი შეუცვლელია ის ხალხი და სიტუაციები რომელიც გარს გვაკრავს, რადგან სწორედ ისინი გვაძლევენ უნიკალურ შანსს კიდევ და კიდევ “ვივარჯიშოთ” სწორი რეაქციის გამომუშავებაში. ასეთი შინაგანი და გარეგანი რეაქციაა ის ჭეშმარიტი მიღწევა რომელიც გვმატებს შინაგან რწმენას საკუთარი ღვთიური წარმომალობის შესახებ და იმ უნიკალური ფაქტის ძლევამოსილების გაცნობიერებას, რომ წინაღობები მოხსნილია და არ არსებობს სიტუაცია და ადამიანი რომელიც განიზრახავს მაძიებლის შეჩერებას. სწორედ ამ დროს მოსწავლე აცნობიერებს უძველეს წიგნაბში გადმოცემული სტალკინგის(სწორი რეაქციის) ხელოვნების ერთერთი ფორმულის – “როდესაც მეომარი ხვდება ჯოჯოხეთში იგი დაუყოვნებლივ იწყებს ჯოჯოხეთის სამოთხედ გადაკეთებას” – ჭეშმარიტ არსს.
დისკუსია ამის შესახებ post