ქართა შორის
როგორც კი ჩატვირთულ იქნა ბოლო ნივთები, მე მოვთავსდი ჩემს ჯიპში და გაკვირვებულმა აღმოვაჩინე იქ ინდიელი ქალი, რომელსაც ეცვა ტუნუკის მომსასხამი ზურმუხტისფერი მწვანე პერანგის ზემოთ. ის მე მგზავრის ადგილიდან მიცინოდა.
– ფარლის რანჩოს თავზე იღრუბლება, – თქვა მან.
ფარლის რანჩო ეხლა ჩემი რანჩო იყო. მე მივაჩერდი ქალს, და ვერ გამეგო, რას აკეთებდა ის ჩემს მანქანაში….
– მგონი, თქვენ იმ მხარეში გჭირდებათ წასვლა? – ვკითხე მე, თან ვეცადე გამეხსენებინა, ხომ არ შევხვედრივარ ამ ქალს მაღაზიაში.
– მე არაფერი არ მჭირდება, – მიპასუხა ინდიელმა,. ….
– ძალიან თავაზიანი ხარ, მაგრამ მე პირდაპირ რანჩოზე მივემგზავრები, მე იქ ვცხოვრობ.
– თქვენ იქ ცხოვრობთ? – გავიმეორე მე, თან გაკვირვებული უყურებდი მას.
– პრაქტიკულად, მთელი ჩემი სიცოცხლე.
– ჩემი ბიძის ადვოკატს არაფერი უთქვამს თქვენზე, – ინტერესით ვთქვი მე.
– მე არც ვფიქრობდი, რომ იტყოდა, – კეთილგანწყობილად თქვა ქალმა. – მე არაფერს არ ვფლობ, და მე არ მჭირდება არაფრის ფლობა.
ის გაჩუმდა და მე მაკვირდებოდა.
– ზოგიერთ ადამიანებს არ შეუძლიათ მივიდნენ სადმე და მიიღონ სიამოვნება მიწისაგან, თუ ის მათ არ ეკუთვნის. როგორც ჩანს მიწის ფლობა მათთვის მიზეზია მასზე დასარჩენად. მაგრამ არა ჩემთვის. მე იქ ვცხოვრობ, იმიტომ რომ ამ მიწასა და ჩემს შორის არის ნათესაობა. შენ გესმის რა არის ნათესაობა?
– ეს ნიშნავს, რომ თქვენ გრძნობთ მასთან სიახლოვეს, – ინტერესით უპასუხე მე.
– უფრო მეტი, ვიდრე სიახლოვე – თქვა ინდიელმა. – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. ამ მიწას მე ისევე უყვარვარ, როგორც მე მიყვარს იგი.
– და მერე ბიძაჩემი? – ვიკითხე მე, რადგან არ მესმოდა, საით უმიზნებდა ინდიელი ქალი.
– შენი ბიძა ფლობდა ამ მიწას, და ისიც იყო მასთან ნათესაურ კავშირში, – მიპასუხა მან. – და ჩემთანაც.
– როდესაც შენ მიიღე რანჩო მემკვიდრეობიღ, მე გადავწყვიტე იქ დარჩენა, – გააგრძელა მან. – მე ვიფიქრე, რომ შენ დაგჭირდება ვინმე, ვისაც ენდობი……
– თქვენ ვინ ხართ? – ვკითხე მე.
– ალანა დამიძახე, – თქვა ქალმა, და რაღაცამ გაირბინა მის თვალებში. მას ქონდა ღრმა ცისფერი თვალები. ……. მე არასოდეს მინახავს ინდიელი ცისფერი თვალებით.
– როგორ წიგნს წერ ეხლა?
– ვიმედოვნებ ძალიან არაჩვეულებრივს, – უბრალოდ უპასუხე მე.
– ეჭვი არ მეპარება, მიპასუხა ალანამ…..
– მე მინდა დავწერო ადამიანზე, რომელიც სწავლობს იცხოვროს ცნობიერებაზე დაყრდნობით და არა აზროვნებაზე.
მე ვთქვი ეს როგორც რაღაც ბუნებრივი, არც კი მეჯეროდა რომ ის მე გამიგებდა.
ეს მონათხრობია იმ ადამიანზე, რომელიც სწავლობს იცხოვროს სუფთა გაცნობიერების პოზიციიდან, და არა გაუთავებელი მსჯელობისა და განსჯისა, – განვაგრძე მე, მაგრამ შევყოვნდი, ვგრძნობდი რომ არეულად ვლაპარაკობდი. მე გამიჩნდა ნაცნობი შეგრძნება, რომ დამწყვდეული ვარ საკუთარ თავში. – რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენგანს გვიწევს აზროვნება, სულელურად დავამატე მე.
ალანა არ აქცევდა ყურადღებას ჩემს განცდებს.
– და რას აპირებ, რა უნდა დაარქვა ამ წიგნს? – მკითხა მან. ….
– ჯერ არ ვიცი, – ვთქვი მე. – მაგრამ ვვარაუდობდი რაღაც ამის მსგავსს – ” შედი სიჩუმეში”.
– ჰმ, – ჩაფიქრებულად თქვა ალანამ. – ეს კარგი დასახელებაა, მაგრამ მე შემიძლია შემოგთავაზო რაღაც უფრო უკეთესი.
– მართლა? – გამიკვირდა მე.
– დიახ…
– კარგი და რა უნდა დავარქვა? – ვკითხე მე…..
– “ქართა შორის” – ნელა წარმოთქვა მან.
ინდივიდუალურ რელობათა ბუნება
მე მივიჩქაროდი ალანას ფეხდაფეხ, აღმართზე,. … … ჭალის თავზე ეკიდა მოჩვენებითი ნისლი, რომელიც პეიზაჟს მისტიკურ სილამაზეს სძენდა. …. მერე მე შევამჩნიე მრგვალი ნაკვეთი, რომელიც თავისუფალი იყო ნისლისაგან, ჩრდილოეთის მიმართულებით. კითხვის შემცველი მზერით შევხედე ალანას, და მანაც თავის შეუმჩნეველი მოძრაობით მიმანიშნა, რომ სწორედ იქით უნდა ვიაროთ. ალანა გვერდით მომყვებოდა. უეცრად მე გაკვირვებისაგან შევჩერდი, ვხედავდი რა, რომ ნისლი გაიფანტა და მასში გამოჩნდა გასასვლელი. მე ყოყმანით შევხედე ალანას, და მან ჟესტით მიმითითა წინ წავსულიყავი. ფრთხილად შევაბიჯე ამ გასასვლელში და აღმოვჩნდი მეორე მხარეს.
მზე ჩვენს პირდაპირ ანათებდა, ადამიანების თავზე, რომლებიც წარმოუდგენელი ზომის კრისტალის გარშემო ისხდნენ: ალბათ სამი ფუტი მაიც იყო სიმაღლესი და ერთ ფუტი სიგანეში.
ალანა მხარდამხარ მომყვებოდა და წინ მიბიძგებდა. მიახლოვებისას მე გავიგონე ფაქიზი და მაღალი, ერთი ტონალობის ბგერა, თითქოს ფლეიტა გამოსცემდა, თუმცაღა მე ვერ შევამჩნიე, რომ ვინმე უკრავდა ინსტრუმენტზე. … თავიდან მე გადავწყვიტე , რომ მუსიკა მოდიოდა კრისტალისაგან ან კრისტალი იყო გამტარი ან გამაძლიერებელი. შემოვბრუნდი ალანასაკენ და მზერით ვთხოვე ახსნა.
– ყურადღებით უყურე, ხეზერ, – წაიჩურჩულა მან. მე ისევ შევბრუნდი კრისტალისაკენ და იქ შეკრებილი ადამიანებისაკენ. ფლეიტის ფაქიზი მაღალი ხმა ისეთი ინტენსიური გახდა, რომ თითქოს ღრმად გაჯდა ჩემში. .. .. მე ისევ გადავიტანე მზერა იქ შეკრებილებზე, შევამჩნიე, რომ მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიც და მოხუცებიც, ქალებიც და ბავშვებიც. ისინი იმდენად იყვნენ კონცენტრირებული კრისტალზე, რომ ვერ გვამჩნევდნენ მე და ალანას.
– ყურადღებით! – რბილად გაიმეორა ალანამ.
სურათმა დაიწყო დნობა. ნისლმა ნელნელა დაფარა რკალი, ადამიანთა ფიგურები ძნელად გასარჩევი გახდა; კრისტალი გახდა სრულებით შეუმჩნეველი.
– რა მოხდა? – ვიკითხე მე, მივაჩერდი რა ნისლს.
– მოყევი, რა ნახე, – მოითხოვა ალანამ.
მე თავს უხერდხულად ვგრძნობდი, ამიტომ გამიჭირდა დაწყება, მაგრამ შემდეგ მე მოვყევი ყველაფერი რაც ვნახე.
– სერიოზულად, – მკითხა მან.
– კი, რა თქმა უნდა, – უპასუხე მე, გაკვირვებით შემხედვარე. მისმა ხმის ტონმა გამაკვირვა მე.
– ეს სრულიად არაა ის, რაც მე დავინახე, – ჩუმად თქვა მან.
– რას გულისმობთ?
– მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ დავინახეთ განსხვავებული რამეები.
მე არ ვიცოდი რა მეთქვა, და გაუნძრევლად ვიდექი, მის სახეს უყურებდი და გაგრძელებას ველოდი.
– ხეზერ, როგორც ჩანს, შენ თვლი, რომ ყველა ადამიანი ხედავს ცხოვრებას ერთნაირად, – თქვა ალანამ.
– რაღაც ზომით, – უპასუხე მე, – არსებობს გარკვეული რეალობა , რომლის დანახვისკენაც ჩვენ ყველანი ვართ მიდრეკილი.
ალანამ ღრმად ჩაისუნთქა და შებრუნდა, თითქოს ფიქრობდა იმაზე, რის თქმასაც აპირებდა. შემდეგ მან ისევ შემომხედა მე.
– ადამიანური რეალობები შესამჩნევად განსხვავდება ერთმანეთისაგან
– უფრო ძლიერად, ვიდრე შენ გეჩვენება….
– იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ გავიხედავთ ერთი მიმართულებით, – თქვა ალანამ,
– ჩვენ დავინახავთ განსხვავებულ რამეს…..
– მე არ დამინახავს ადამიანები, ცეცხლის გარშემო. მე მხოლოდ ქვებისაგან შექმნილი ორი წრე დავინახე – ერთი მეორის შიგნით. და იქ ნისლი არ ყოფილა.
მე იმდენად დავიბენი, რომ ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი.
– ეს სიმართლეა, – თქვა ალანამ.
– მაგრამ იქ იყვნენ ადამიანები. კაცები, ქალები, ბავშვები… – ვთქვი მე.
– მხოლოდ შენს თვალებში, – თქვა ალანამ, – მაგრამ არა ჩემში…..
– ხეზერ, – რბილი ტონით წარმოთქვა მან ჩემი სახელი.
– დიახ?
– შენ მართლა გესმის ილუზიის ბუნება? – შეკითხვით წარმოთქვა მან.
– დიახ, – თავისქნევით, უპასუხე მე. – თითოეული ადამიანი ცხოვრობს საკუთარი ცნობიერების მდგომარეობიდან გამომდინარე.
– ზუსტია, – თქვა ალანამ.
– და მაინც ცხოვრებაში არსებობს საერთო რეალობა, – დავამატე მე.
– მხოლოდ შეთანხმებით, – თქვა ალანამ.
– როდესაც მე გითქარი შენ, რომ დღეს ჭალაში განსაკუთრებული დღეა და მიგიწვიე ჩემთან, ჩვენი შეთანხმება დავინახოით და შევიგრძნოთ ერთი და იგივე დარღვეულ იქნა. შენ დარწმუნებული იყავი, რომ იქ მოხდება რაღაც განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი, და, რადგან მე არ მოგეცი არანაირი მითითებები იმის შესახებ, თუ ზუსტად რაში გამოიხატებოდა ეს განსაკუთრებულობა, შენმა ცნობიერებამ თითონ გადაწყვიტა, როგორი უნდა ყოფილყო ის…..
– ერთადერთ საერთო რეალობას, რომელიც მართლა არსებობს, წარმოადგენს ეს ადგილი, – ახსნა ალანამ. – ამ ადგილის ბუნება, და ის, თუ როგორ გამოიყურება იგი, განსხვავებულია თითოეული ადამიანისათვის, – მისი იმ ნაწილების გამოკლებით, რომელთა მიმართაც ჩვენ ვდებთ ერთობლივ შეთანხმებას.
– შენ საკუთარ თავს მოქნილ ადამიანად თვლი, – განაგრძო ალანამ, – თუმცა სინამდვილეში შენ ერთერთი ყველაზე არამოქნილი ადამიანი ხარ, რომელსაც მე ვიცნობ.
– ეს არასწორია! – პროტესტი გამოვთქვი მე…..
– ხეზერ, როდესაც შენ რაიმე არ მოგწონს, შენ იწყებ შენს გარშემო ყველაფრის გადაადგილებას ისე, რომ შენთვის იყოს მოხერხებული.
– სწორია, ამაყად უპასუხე მე.
– აი ეგ მქონდა მხედველობაში მე.
– მოქნილობა აღნიშნავს, რომ საგნები გერგებიან შენ ისეთებად, როგორებიც ისინი არიან, – თქვა ალანამ. როდესაც ადამიანი ურიგდება ცვლილებებს, მას შეიძლება უწოდოთ მოქნილი. მცდელობა გააკეთო სამყარო შენს გარშემო ისეთად, როგორიც შენ გინდა რომ ის იყოს, ნიშნავს მოქნილობის არ არსებობას.
– ინსტინქტურად მე შევიტყე შენს შესახებ კიდევ რაღაც, – გააგრძელა მან. – შენ იყენებ სიკეთეს სხვა ადამიანების მიმართ, რათა გამოიწვიო მათში ცვლილებები.
– ალბათ, კი, – დარწმუნებით ვთქვი მე, კმაყოფილი იმით, რომ ალანამ რაღაც დადებითი იპოვა ჩემში.
– სიკეთის ღილაკზე დაჭერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მოქნილობას, – ღრმა ამოსუნთქვით თქვა ალანამ, – ყველაფერი ეს შენ გაქცევს მანიპულატორად. შენ მანიპულირებ ადამიანებით, რათა შეაგუო ისინი საკუთარ სურვილებს.
– არა!
– როდესაც შენ გაიგე, რომ მე ვაპირებ ამ რანჩოზე მოხვედრას იმისდა მიუხედავად, მოგწონს ეს შენ თუ არა, – თქვა მან, – შენ დააჭირე სიკეთის ღილაკს ჩემთან მიმართებაში, იფიქრე რა, რომ ეს დაგეხმარებოდა ჩემთან გამკლავებაში.
მე უხერხულად მოვარიდე თვალები. …
– და კიდევ ერთი, – თქვა მან. – შენ აცხადებ, ხეზერ. შენ მუდმივად რაღაცას აცხადებ. სხვა სიტყვებით, ხეზერ, შენ იმედს ამყარებ გარე ეფექტზე, და ის, რომ შენ ამას აკეთებ, მხოლოდ ამყარებს ჩემს პოზიციებს. შენი გარეგნული გამომწვევი, მოჩვენებითი მოქმედებები კიდევ ერთხელ მიანიშნებენ მოქნილობის არ არსებობაზე.
HEATHER HUGHES – CALERO
დისკუსია ამის შესახებ post